კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№46 როდის ხდება მოღალატე ცოლი ნინო ლეკვეიშვილი და როგორ აღმოჩნდა ის ზურა ნიჟარაძესთან ერთად საწოლში

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

ვიცე-მის საქართველომ, ნინო ლეკვეიშვილმა მსახიობობა დაიწყო. ის კომედიურ გადაცემა „ჩმაილში“ სხვადასხვა როლს ირგებს – ხან მდივანია, ხან მეძავი, ხან მოღალატე ცოლი... მისთვის ეს სფერო ახალია, თუმცა ძალიან მოსწონს და კომფორტულად გრძნობს თავს.
ნინო ლეკვეიშვილი: შარშან დავიწყე თანამშრომლობა „კომედი არხთან“. რამდენიმე ეპიზოდში ვიყავი, მაგრამ ეს არ იყო „ჩმაილი“, რომლის რეჟისორი სიკო ჭუმბურიძეა. ეს არის ახალი კომედიური გადაცემა, რაც ჩემთვის ახალი სფეროა. კომედია ყოველთვის საოცნებო ჟანრი იყო ჩემთვის, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვერ ვბედავდი. თავიდან რომ რაღაცას ვიწყებ და პასუხისმგებლობას ვიღებ, ვნერვიულობ. ახლა უკვე ძალიან შინაურულად, თბილად და კარგად ვარ. სიკო ძალიან მეხმარება, არ მძაბავს, მიხსნის.
– როგორი როლები გაქვს?
– დამწყები მსახიობისთვის ძალიან რთულია სხვადასხვა ემოციის განსახიერება, თან „ჩმაილს“ ტექსტი არ აქვს, ეს არის ემოციებზე დაყრდნობილი ვიდეოები. ძალიან ხშირად უნებურად წამომიძახებია რამე. ბევრი როლის მორგება მიწევს: ვყოფილვარ მოღალატე ცოლი, მეძავი... ვარ ხოლმე მდივანი – ხან მკვლელი მდივანი ვარ, ხან მაცდური. ბიჭიც ვიყავი, ქმარი ვითამაშე, დედაჩემმაც ვერ მიცნო. ვიყავი მზაკვარი, მკვლელი მდივანი, მკერდში ვმალავ საწამლავს და ზურა ნიჟარაძე მოვწამლე – ზურა მე არ უნდა მენდოს. გახდილი სცენები არ მაქვს. 14 წლიდან მოდელი ვარ და საცურაო კოსტიუმს სადაც გინდა, ჩავიცვამ, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერ ვიზამ. სულ ვერ გავიხდი, თუმცა ძალიან მომწონს, როცა სურათში ინტრიგა დევს, რაღაც რომ ჩანს. ხშირად არის კომედიური სიტუაციები. ძალიან სასაცილო იყო, როდესაც მე და ზურა ნიჟარაძე ლოგინში ვართ და საყვარელს ვმალავ კარადაში. ჯერ ცოტა უხერხულად ვიყავი – ჩემთვის ლოგინში გადაღების პირველი სცენა იყო, მაგრამ ზურა ისეთი პროფესიონალია და ისე ადვილად შემოდის კონტაქტში... არ მიქმნიან დაძაბულობას. ბევრი უხერხული სიტუაცია მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა უკვე ვავლენ სამსახიობო ნიჭს. დედა იყო მსახიობი, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. მამა მოსამართლე, იურისტი იყო და ამან გადაწყვიტა ჩემი პროფესია – იურიდიული განათლება მაქვს. ამ სფეროში ცოტა ხანი ვიმუშავე, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო.
– ეკრანზე გამოჩენის შემდეგ თაყვანისმცემლები მოგემატნენ?
– ვერ ვიტყვი, რომ თაყვანისმცემლები მომემატნენ, „ფეისბუქის“ პროფილიც კი დახურული მაქვს. ამ „ჩმაილმა“ ცოტა გახსნა, ახლა ვდებ პოსტებს, სადაც გადაღების პროცესი მიმდინარეობს და ეს მიხარია. თაყვანისმცემლების შემოტევა არ მაქვს, არავის მოუკლავს თავი. წარსულში უფრო მეტი თაყვანისმცემელი მყავდა. „მის საქართველოს“ პერიოდში სასწაულები ხდებოდა. სამწუხაროდ, ადრე უფრო გამოხატავდნენ სიყვარულს, ვიდრე დღეს. ერთი მოგონებების ყუთი მაქვს, სადაც ძალიან ბევრი წერილი, ტუტუცური რაღაცები ინახება, უამრავი ლამაზი ლექსი. იყო პერიოდი, როდესაც ყოველ დილით მანქანაზე ვარდები მხვდებოდა, ქვევით – ვარდის ფურცლები, ზედ თაიგული, მამაჩემი რომ ჩავიდოდა, გადაყრიდა ხოლმე ამ ვარდებს, ჩავიდოდი – სადაა, მამა, ვარდი? აღარ შემიძლია უკვე, მეზობლები რას იტყვიანო? იმ ბიჭს „ფიროსმანს“ ეძახდა. მეც მომწონდა, მშვენიერი ბიჭი იყო. ერთხელ დილით ამ ბიჭმა ცეცხლით დაწერა „მიყვარხარ“. მამას ძალიან არ მოეწონა, მეორეჯერ ასეთი რამ არ გააკეთოსო.
– შეყვარებული არ გყავს?
– შეყვარებული დიდი ხანია, არ მყავს. წუნია არ ვარ. ბოლო დროს მამაკაცებს ძალიან მარტივად უნდათ გოგოს მოპოვება. არანაირი რომანტიკა, არანაირი თავის შეწუხება და სიურპრიზი. მე ყოველთვის მეგონა და არასდროს შევიცვლი აზრს, რომ კაცმა ქალისთვის უნდა იბრძოლოს. დღეს გოგონებიც იბრძვიან კაცისთვის, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. შემიძლია, მივახვედრო, რომ მომწონს, მაგრამ მე ვერ გადავალ, ვერ ავიღებ შტურმით.  შეიძლება, ძალიან კარგია,  რომ იბრძოლებ და თვითონ მოიპოვებ მამაკაცს, მაგრამ, მე რომ ვიბრძოლო, ქმრად მოვიყვანო, არ მინდა ასეთი კაცი.
– როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენ რომ მოგეწონოს?
– ჩემთვის არ არის რთული, ადამიანი მომეწონოს. მამაკაცი უნდა იყოს ძლიერი და სანდო. ტყუილს ვაპატიებ, მიპატიებია კიდეც. თუმცა, ამის მერე ნდობა ძალიან მიჭირს. მგონია, რომ თუ ადამიანი ერთხელ მოგატყუებს, ის მეორეჯერაც გააკეთებს ამას. გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, თუმცა არა გადამწყვეტი. მინდა, რომ კაცი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, ჩემზე ძლიერი იყოს.
– მეუღლეს დაშორებული ხარ, რთულია მარტო ცხოვრება?
– წლებია, უკვე მეუღლეს დავშორდი, დედასთან ვცხოვრობ. ქმრის გარეშე ცხოვრება არ არის რთული, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ქმართან ერთად ცხოვრება ცუდი, ან საშინელი იყო. რაღაც პერიოდამდე ძალიან კარგად იყო ყველაფერი, ოთხ წლამდე ვიყავით ერთად. ვერ გადავლახეთ კრიზისი. დღეს ძალიან ვმეგობრობთ, არ ვგავართ ყოფილ ცოლ-ქმარს. რომ გავთხოვდი, 22 წლის ვიყავი. ამ გადმოსახედიდან ძალიან პატარა ვიყავი, ჩემი ქმარი ჩემზე შვიდი წლით უფროსია, მას უფრო უნდა ეკონტროლებინა სიტუაცია, თუმცა ისიც არ იყო მზად ოჯახისთვის. წყვილში ან ორივე უნდა იყოს მზად, ან ერთი მაინც, ვთქვათ მამაკაცი. როცა ეს არ ხდება, მერე ირევა სიტუაცია. სულ მინდოდა, 30 წლის გავმხდარიყავი, ვფიქრობდი,  რომ თავში ყველაფერი მექნებოდა ჩამოყალიბებული და მართლაც ასეა. ძალიან კარგია ოჯახის შექმნა ამ ასაკში, ვერავინ მოგატყუებს და ვერ გამოგიყენებს. ჩემი ქორწინების პერიოდში ბევრ ისეთ რაღაცას ვერ ვხვდებოდი, რასაც ახლა ადვილად მივხვდები და აღარ მოვტყუვდები. გადამოწმებაც შემიძლია.
– ოჯახის შექმნაზე ფიქრობ?
– ჩემთვის მამაკაცი გვერდით აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ შვილი მყავს, ამხელა ოჯახი მაქვს, მაინც მარტო ვარ. ოჯახის შექმნაზე კიდევ ვფიქრობ. ჩემი პრინციც მოვა. სადაც ამ ასაკში მეგან მარკლის პრინცი მოვიდა, მეც მაქვს იმედი.
– ქალური ხრიკები გაქვს?
– კი. ურთიერთობაში მუშტების დარტყმა არ მახასიათებს. თუ რაღაც მინდა და ვხვდები, რომ მას არ უნდა, შემიძლია, თავი შევაცოდო და ეს ყოველთვის კარგად გამომდის. კონფლიქტები და ჩხუბი არ მიყვარს, მირჩევნია, დავთმო.
– ჭირვეული გოგო  ხარ?
– არა, ვერავინ იტყვის, რომ ჭირვეული ვარ და რთულია ჩემთან ურთიერთობა. თუმცა გახსნილი არ ვარ. ყველასთან ადვილად ვერ ვიხსნები. არ ვარ დეპრესიული, ძალიან ხშირად ვიცინი და კარგ ხასიათზე ვარ. ძალიან ბევრი მტკივნეული პერიოდი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მეტად ჩემი განქორწინება განვიცადე, რადგან არ მეგონა, თუ ასე მოხდებოდა. ძალიან დიდი იმედით ვუყურებდი ამ ურთიერთობას და გამიცრუვდა. თუმცა, ადამიანებისადმი ნდობა არ დამიკარგავს.
скачать dle 11.3