კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ვისი სიყვარულის გამო ჩაიდინა დიდი სიგიჟე ნანიკო ხაზარაძემ და რატომ არ რცხვენია მას არაფრის

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: ნანიკო.
გვარი: ხაზარაძე.
პროფესია: ტელეწამყვანი.
– როგორი ბავშვი იყავი?
– ძალიან ჩუმი, დამყოლი ბავშვი ვიყავი. არავის ვაწუხებდი. იმდენად ჩუმი ბავშვი ვიყავი, რომ ხშირ შემთხვევაში, თვალებსაც არ ვახამხამებდი, მაშინ გერმანული თოჯინები იყო ფუფუნების საგანი. ჩვენს მეზობელს თოჯინა ვეგონე, დაურეკა დედაჩემს და უთხრა: მითხარით, ეს გერმანული თოჯინა სად იყიდეთ ჩემი შვილი გაგიჟდაო, იმიტომ რომ აივანზე ვიდექი სრულიად გაშეშებული, ცალ ხელში ნიჩაბი მეჭირა, მეორეში – რაღაც. ეს არის ის ღრმა ბავშვობა, საიდანაც ცოტა რაღაც მახსოვს.
–  მეტსახელი გქონია?
– მთელი ბავშვობა მშურდა კლასელების, მეზობელების, ჩემ გარდა ყველას ჰქონდა. ამ ბოლო დროს, დაახლოებით ათი წელია, მაქვს მეტსახელი და მეძახიან „პიტკინას“, რადგან უცებ შეიძლება, დავეცე, შევტრიალდე და ვიტრინას შევასკდე ან კარი გავაღო და მომხვდეს.
– ცხოვრების მთავარი ვნება?
– ყველაზე დიდი ვნებით შემიძლია ვისაუბრო და ყველაზე დიდ ვნებას განვიცდი, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში ვიმყოფები. ძალიან მაინტერესებს ეს სფერო და მეტ-ნაკლებად ბევრი ინფორმაცია მაქვს. უბრალოდ, ისე მოხდა, რომ არ ჩავაბარე, ვერ ჩავაბარე. ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა და ჩემი ყველაზე დიდი ვნება არის მედიცინა. რამდენი წელი გავიდა და ეს ვნება ვნებად რჩება. ჭამაც კარგი ვნებაა. ბევრს ვჭამ და არ მეტყობა. ყველა მეუბნებოდა, ორმოცი წლის გახდები და მერე გასუქდებიო, მაგრამ გავხდი 40-ის და არ გავსუქდი.
– რას გრძნობ?
– ვგრძნობ საშიშროებას. ძირითადად ვგრძნობ კატაკლიზმებს, მიწისძვრას ვგრძნობ – ხშირად მითქვამს წინასწარ. ცხადია, ადგილს და ტერიტორიას ვერ ვასახელებ, მაგრამ როდესაც განგაში მეწყება, ვიცი, რომ მიწისძვრა უნდა მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ სიზმრებს იშვიათად ვნახულობ, ყოველთვის მიხდება, სულ ვიცი, რატომ დამესიზმრა და როგორ ახდება.
– რისი გშურს?
– სტაბილური ადამიანების, რომელთა ცხოვრებაში კარგად ჩანს სტაბილურობა, აქ მარტო ფინანსური არ იგულისხმება, ყველანაირი. მე ძალიან არასტაბილური ვარ, მაგრამ სულ მუდმივად ვესწრაფვი, რომ ვიყო სტაბილური. იგივე ფინანსური კუთხით ავიღოთ: იგივე ხელფასი მაქვს, რაც შარშან, შარშანწინ და იმის წინ მქონდა, არ მომმატებია, ცხოვრებისადმი მოთხოვნა არ გამზრდია, ზუსტად იგივე რაღაცებში ვიხდი ფულს, როგორც ადრე, მაგრამ არ მყოფნის. კვირა, ათი დღე საკმარისია, რომ ეს ჩემი საბაზისო მოთხოვნილებები დავიკმაყოფილო, კომუნალური გადასახადები გადავიხადო და ხელფასი აღარ არის. ფული ძალიან გაუფასურდა  და  ცხოვრება გაძვირდა.
– როდის ხარ სევდიანი?
– შეიძლება, უმიზეზოდაც ვიყო სევდიანი.
– რისი გწამს?
– მწამს იმის, რომ რაც კარგი გიკეთებია, ყველაფერი აუცილებლად დაგიბრუნდება და პირიქით.
– რა არ შეგიძლია?
– არ შემიძლია პომიდვრის ჭამა.
–  ბედისწერის გჯერა?
– მჯერა, თუმცა იმისიც მჯერა, რომ შეიძლება, რაღაცნაირად შეცვალო. ლავირება შესაძლებელია.
– რას აფუჭებ?
– კარგ ხასიათზე რომ არის ადამიანი, გამოთქმა ხომ არის, აბა, რა გავაფუჭოთ? არაფერს ვაფუჭებ, გარდა ჩემი თავისა. საკუთარ თავს ვაფუჭებ.
– როდის ყვირი?
– ხშირად ვყვირი. ოდნავ თუ გამოვედი მდგომარეობიდან და თან, ეს ძალიან ადვილად მემართება, ვიწყებ ყვირილს. ადრე უფრო ვიგინებოდი, ახლა საკუთარი თავის კონტროლი დავიწყე.
– რას იზიდავ?
– გადაცემაში ასტროლოგთან ვიყავი სტუმრად და ჩემი ჰოროსკოპის, ვარსკვლავების წყობის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში ძალიან რთულ ადამიანებს ვიზიდავ და რომ დავფიქრდი, მართლაც ასეა.
– რითი ამაყობ?
– არაფრით არ ვამაყობ.
– ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც ჩაგიდენია?
– ყველაზე დიდი სიგიჟე იყო ის, რომ რაღაც ეტაპზე, როდესაც „მაესტროზე“ ჩემი პოპულარობის ზენიტზე ვიყავი, ერთ მშვენიერ დილას მივედი სამსახურში და ვუთხარი: მე  წავედი. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე დიდი სიგიჟეა, რადგან ტრადიციული ოჯახის შვილი ვარ და ეს ყველაფერი ისე გავაკეთე, თვალით არავის ჰყავდა ნანახი ის ადამიანი, ვისთანაც წავედი და ის თან ჩემზე რვა წლით პატარა იყო. ასე პირდაპირ ჩავიბარგე და მასთან გავფრინდი. ის მოსკოვში დამხვდა. არავინ არ იცნობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის იქ ცხოვრობდა, ჩვენ ტელეფონით გვქონდა ურთიერთობა. როცა ზაფხულში და ზამთარში ჩამოდიოდა, მაშინ ვხედავდი და ისე მოხდა, რომ ჩემები არ იცნობდნენ. თბილისში რომ ჩამოვედით, მხოლოდ მას შემდეგ გაიცნეს. რაც შეეხება მოსკოვში ცხოვრებას,  პოპულარობა არ მომნატრებია, ბევრად უფრო მშვიდად ხარ, როდესაც არავინ არ ხარ. თუმცა, აქაც არავინ არ მაწუხებს, ისე გამომივიდა, გეგონება, აქ კალთებს მახევენ. თუმცა ის მასშტაბი, მოსკოვის სივრცე, სიბნელე, სულ ბნელა, ზამთარში – მით უფრო...
– რა მოგბეზრდა?
– მბეზრდება ერთფეროვნება, თუნდაც სამსახურში, თუნდაც სახლში. გადატვირთვა მჭირდება ხოლმე, რომ ის ერთფეროვნება ახლებურად დავინახო.
–  კაცი შენთვის არის...
– საყრდენი.
– ურთიერთობაში სტატუსს (ქმრის, ცოლის) მნიშვნელობა აქვს?
– სამოქალაქო ქორწინება – არსებობს ასეთი სტატუსი. ერთად რომ ცხოვრობ ადამიანთან, ისედაც ცოლი ხარ. ხელის მოწერით არაფერი წყდება, პირიქით, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გმატებს. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მე რომ ვცხოვრობდი ჩემს ქმართან მოსკოვში, არც ხელი მქონდა მოწერილი და არც ჯვარი დაწერილი. ფეხმძიმედ ვიყავი, უკვე ბოლო თვეში, რაღაც კომპანია მოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ ქორწილს გაგიკეთებთ უფასოდო. ამ ქორწილს მოჰყვა ხელმოწერა და ჯვრისწერა. 30 კილო მქონდა მომატებული, თეთრი კაბა არ ჩამიცვამს... თეთრი მაისური მეცვა, მაისურზე ჩემი შვილის ექოსკოპია პრინტით მქონდა დატანილი, გრძელი თეთრი ქვედაბოლო და ასე მოხდა ჩვენი ხელმოწერა.
– მეორედ დაოჯახებაზე გიფიქრია?
– კი, მიფიქრია. ამას ფიქრობ მაშინ, როდესაც არსებობს რეალური ადამიანი. ეს ავტომატურად მოჰყვება ურთიერთობას.
– როგორი მამაკაცია შენთვის სექსუალური?
– არ ვიცი, ჩემთვის არ არსებობს სექსუალური მამაკაცის ფორმულა.
– ჭკვიანი ქალების კაცებს ეშინიათ?
– კი არ ეშინიათ, უბრალოდ, როდესაც ქალი ინიციატივას იღებს საკუთარ თავზე და ყველაფერი მის მხრებზეა, კაცი მის გვერდით ადგილს ვერ პოულობს, აღარ იცის, რა აკეთოს, ფუნქციას კარგავს. ამიტომ, ქალებს რჩევას მივცემდი, თუ ჰყავთ გვერდით მამაკაცები, რაღაცები გადაანაწილონ. მიენდონ და მისცენ მათ არსებობის უფლება.
– სიყვარულში თავი დაგიკარგავს?
– თავი არასდროს დამიკარგავს. რომ ვმშობიარობდი, მაშინაც კი არ დამიკარგავს თავი.
– მიუწვდომელი ქალი ხარ?
– არა, უბრალოდ, სულ მესმის, რომ რთული ვჩანვარ. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელთანაც თუ არ ტყუი, ადვილია კომუნიკაცია.
– ერთ მამაკაცთან მთელი ცხოვრების გატარება წარმოგიდგენია?
– კი. რატომაც არა? ხომ ამბობენ, დედას არ ირჩევ, მამას არ ირჩევ. რა მნიშვნელობა აქვს, აირჩევ თუ არ აირჩევ, თუ დედასთან შეგიძლია კომპრომისზე წახვიდე, რაღაც საერთო გამონახო, სხვა ადამიანებსაც მივცეთ უფლება, ცხოვრების ბოლომდე ჩვენთან იყვნენ, ან პირიქით, ჩვენ მოგვცენ ამის საშუალება.
– გშორდებოდნენ თუ შორდებოდი?
– ორივე. ბევრი ურთიერთობა არ მქონია, სულ ორი იყო. ერთი ჩემს ქმართან. მასთან უკვე ამოწურული იყო, უბრალოდ, ორივე ველოდებოდით კონკრეტულ დღეს, რომ ამ ყველაფრისთვის თავი მოგვეყარა და ერთმანეთისთვის გვეთქვა და ამ შემთხვევაში მე დავასწარი თქმა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინიციატივა მე ავიღე ჩემს თავზე და ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ მე ვუთხარი. შეიძლება, მას დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა ეს ყველაფერი და ისე გააკეთა, რომ მე მეთქვა მისთვის. ცალმხრივად არაფერი ხდება. ყოფილ ქმართან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, ხოლო ყოფილ დედამთილთან და მამათილთან ფანტასტიკური, ორივე ძალიან მიყვარს. ეს ყველას უკვირს, თუმცა ჩემთვის ეს ძალიან ჩვეულებრივია.
– ბედნიერებისთვის მამაკაცი აუცილებელია?
– ზოგადად, მე მაინც მგონია, რომ ქალს კაცი როცა ჰყავს, კარგია და პირიქით, ეს ფორმულა ჩემთვის ყველაზე მისაღებია ცხოვრებაში. უბრალოდ, ბედნიერება რას ნიშნავს, ეს არ ვიცი.
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– არა, სხვადასხვაა. ვნება ბევრ რამეში შეიძლება გამოავლინოს ადამიანმა. სექსუალური ვნება, ეს ერთგვარი ჰორმონალური აფეთქებაც არის ორგანიზმში, თუმცა სიყვარული უფრო დიდი რამაა, ვიდრე ვნება და ერთი სექსუალური აქტი. სიყვარული ბევრად დიდი, მძიმე და რთული რამეა.
– ვნება და სიყვარული ერთმანეთში აგრევია?
– კი. როგორ არ ამრევია, არაერთხელ ამრევია. 15 წლის არის ჩემი შვილი და რომ მეტყვის, – დე, მიყვარს, ვეუბნები, რომ არ გიყვარს, უბრალოდ, რომ ხედავ, გული გიჩქარდება და მუცელში პეპლები დაფრინავენ და ეს გგონია სიყვარული. გადაგივლის. მე და ჩემი შვილი  ყველაფერს ვუზიარებთ ერთმანეთს. ალბათ, არსებობს რაღაცები, რასაც ის თავისთვის ინახავს და მე – ჩემთვის, მაგრამ ძირითადად, ყველაფერი ვიცით.
– სიყვარულში ყველა სიგიჟე გამართლებულია?
– მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამართლებული არცერთ შემთხვევაში არ არის.
–  შენი თვისებებიდან რას მალავ?
– არაფერს ვმალავ. ძალიან ფიცხი და რქებიანი ადამიანი ვარ. ვერასდროს ვიტოვებ სათქმელს. ყოველთვის მზად ვარ, რომ ამოვაფრქვიო.
– როგორ იქცევი, როცა ვინმე შენს შეზღუდვას ცდილობს?
– უცებ გადავდივარ „ატაკაზე“.
– ეგოისტი ხარ?
– ეგოისტი ყველა ადამიანია. მე ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე სულიერი არსება ეგოისტი არ იყოს, თუმცა რაღაც ეტაპზე გვიწევს ამ ჩვენი ეგოს გვერდზე გადადება და დათმობაზე წასვლა.
– ყველაზე კარგი რჩევა, რაც მიგიღია?
– „ყველა ადამიანს მოუსიმინე“.
скачать dle 11.3