კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 სკენართერაპია – უნიკალური მეთოდი სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში

ნინო კანდელაკი თამარ ჩხენკელი

ლია ივანიძის საერთაშორისო-სარეაბილიტაციო ცენტრ „სკენარ ვიპ კლინიკას“ არსებობის რამდენიმე წლის ისტორია აქვს და პაციენტებში საკმაოდ დიდი ნდობითა და პოპულარობით სარგებლობს. აქ სკენართერაპევტთა გუნდი პროფესორ ლია ივანიძის ხელმძღვანელობით, სკენართერაპიის  ევროპაში აპრობირებული მეთოდით საუკეთესო შედეგებს იღებს. „სკენარ ვიპ კლინიკაში“ წარმატებით მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორიც არის: ბავშვთა ცერებრალური დამბლა, გენეტიკური დაავადებები, ფსიქომოტორული ჩამორჩენა ბავშვებში,  სმენის დაქვეითება. სკენაროთერაპია შეუცვლელი, ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია, როგორც ინსულტის მწვავე პერიოდში, ასევე ინსულტისშემდგომი პერიოდის რეაბილიტაციის პროცესში. ამ მეთოდის შესაძლებლობები ამოუწურავია ხერხემლის პათოლოგიების დროს. სკენართერაპიის უპირატესობების შესახებ გავესაუბრეთ კლინიკის ხელმძღვანელს, ნევროლოგს, პროფესორ ლია ივანიძეს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული საქართველოში სკენართერაპიის დანერგვა.
– ქალბატონო ლია, როგორი ისტორია აქვს სკენართერაპიას საქართველოში?
–  სკენართერაპიას, როგორც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდს, ევროპაში 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და იყენებენ ცნობილ, წარმატებულ კლინიკებში. მას შემდეგ, რაც საქართველოში ეს მეთოდი დაინერგა, შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენთანაც უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს.  სკენართერაპიას ვიყენებთ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ბავშვთა ცერებრალური დამბლა, გენეტიკური დაავადებები,  ფსიქომოტორული ჩამორჩენა ბავშვებში, აუტიზმი, დაუნის სინდრომი, სმენის დაქვეითება. სკენართერაპია ძალიან კარგ შედეგს იძლევა, როგორც იშემიური, ასევე ჰემორაგიული ინსულტის, მწვავე პერიოდში და ინსულტისშემდგომი რეაბილიტაციის პროცესში. ორთოპედიული ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციისას, სქოლიოზის, კიფოზის, დისკოპათიების დროს. ჩვენს ცენტრში მუშაობენ გამოცდილი, პროფესიონალი რეაბილიტოლოგები და სხვადასხვა სპეციალისტები. სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის შედეგები, რაც გვაქვს სხვადასხვა  დავადებათა, მათ შორის, ენდოკრინოლოგიური, გასტროენტეროლოგიური, ალერგიული, გინეკოლოგიური, რეპროდუქტოლოგიური პათოლოგიების   მკურნალობის პროცესში, მეტაბოლური პრობლემების მოგვარებისა და წონის კორექციაში.        
–  რას მოიცავს სკენართერაპია,  რა უპირატესობები აქვს მას და როგორი შედეგები გაქვთ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობაში?
–  სკენართერაპია არის ნეიროიმპულსური თერაპია,  რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმის ნერვული ბოჭკოს იდენტური იმპულსებით ვმოქმედებთ ადამიანის ორგანიზმის გარკვეულ წერტილებზე. მკურნალობის კომბინირებული, კომპლექსური  მეთოდი მოიცავს ნეიროიმპულსურ თერაპიას, რაც ჩვენს კლინიკაში წამყვანი თერაპიაა და ასევე სამკურნალო ვარჯიშებსა  და მასაჟებს. მკურნალობის პროცესში ასევე ვიყენებთ ოქსიგოთერაპიას, საჭიროების შემთხვევაში – მიკროკაფსულას, რაც არის ტექნოლოგიური ნოვაცია. კომბინირებული მეთოდი საუკეთესო შედეგს იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა პაციენტთან, ამით ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი გამორჩეულია.  კარგი შედეგები გვაქვს ნეიროპათიების მკურნალობაში, სმენის დაქვეითების, სახის ნერვის და სამწვერა ნერვის პათოლოგიების  დროს. ამ პათოლოგიების პაციენტებს, უმეტეს შემთხვევაში, დარღვეული აქვთ იმპულსების გადაცემა და აღენიშნებათ სენსომოტორული დარღვევები. ნერვული იმპულსების გადაცემის გაუმჯობესება შესაძლებელია სკენარაპარატის მეშვეობით, რომელიც სხეულზე მოქმედებს ნერვული ბოჭკოებისთვის დამახასიათებელი იდენტური იმპულსებით, რითიც მიიღწევა ორგანიზმის ბიოლოგიური ფუნქციის მოწესრიგება და აღდგენა. ამ აპარატის უპირატესობაც სწორედ  ეს არის – მხოლოდ სკენარ აპარატს აქვს უნარი, იმპულსი, რომელიც გადაეცემა თავის ტვინს, უკუკავშირით მიეწოდოს სხვადასხვა ორგანოებს, რათა  მათ აღიდგინონ დაკარგული ფუნქციები. სხვა ელექტროაპარატებით ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია. თუ ამ აპარატის შესაძლებლობებს სწორად გამოვიყენებთ, რაც  პირველ რიგში, დამოკიდებულია სპეციალისტის, სკენართერაპევტის კვალიფიკაციაზე, ვიღებთ საუკეთესო შედეგებს. ჩვენთან მუშაობენ სპეციალისტები, რომელთაც უცხოეთის ცნობილ სამედიცინო ცენტრებში  დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული, რაც ჩვენი კლინიკის წარმატებისა და პაციენტების ნდობის  საფუძველია.
„სკენარ ვიპ კლინიკაში“ რეგულარულად ტარდება აქციები,  მოქმედებს ხელმისაწვდომი პაკეტები მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის. კონსულტაცია უფასოა. კონსულტაციებს უძღვება თავად პროფესორი ლია ივანიძე, რომელსაც წელს მედიცინაში, კერძოდ, სკენართერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  „პერსონა 2018-ის“ წოდება  მიენიჭა.      
ლია ივანიძის საერთაშორისო-სარეაბილიტაციო ცენტრი  პაციენტებს იღებს უკვე ახალ მისამართზე: თბილისი, გაზაფხულის ქუჩა ¹9 (ყოფილი დელისის მე-3 ქუჩა, ნუცუბიძის ¹75ა-თან, ყოფილ საბაგიროსთან).
დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონებზე: 5 99 56 19 14, 5 99 37 61 04.


скачать dle 11.3