კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ენ-ელ-აი“ – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

სამედიცინო ცენტრი  „ენ-ელ-აი“  ზუგდიდში არც ისე დიდი ხნის წინ გაიხსნა და მოკლე დროში მოახერხა პაციენტების ნდობისა და აღიარების მოპოვება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და კვალიფიციური მედპერსონალი უზრუნლველყოფს უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობას. მალე „ენ-ელ-აი“ კიდევ მეტად გაფართოვდება და რეგიონის მოსახლეობას ახალ, უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებს. ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კლინიკა „ენ-ელ-აი-ს“ დირექტორი, ბატონი ირაკლი თორდია გვესაუბრა:
ირაკლი თორდია: ჩვენს რეგიონში კლინიკური სერვისის მიმწოდებელ ცენტრებს შორის არ იყო კონკურენტუნარიანი გარემო, რაც გარკვეულწილად ჩავარდნას ნიშნავდა. რეგიონს სჭირდებოდა ალტერნატივა, რომლის შექმნის გადაწყვეტილებაც ჩვენმა ჯგუფმა მიიღო. ამ გადაწყვეტილებას კი ხორცი შეასხა იმ გუნდმა, ვინც დღეს ამ კლინიკას უდგას სათავეში. ესენი არიან ახალგაზრდები,  ენთუზიაზმით სავსე და პროგრესულად მოაზროვნე კოლექტივი, რომელიც, ვფიქრობ,  წარმატებით ართმევს თავს ყველა იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის სამედიცინო სექტორი.
ჯანსაღი კონკურენცია, რომელიც ამჟამად გვაქვს, გვაძლევს საშუალებას, განვითარდეს სხვადასხვა სერვისები, რაც ძალიან საჭიროა რეგიონის მოსახლეობისთვის. ბევრი რამ არის დაგეგმილი იმისთვის,
რომ სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ყველა დეტალი შეივსოს.
– როგორ დაახასიათებთ თქვენს მედპერსონალს?
– ჩვენი კლინიკა, ძირითადად, ახალგაზრდა კადრებითაა დაკომპლექტებული. ასევე, გვყავს ძალიან გამოცდილი და აღიარებული ქირურგებიც, რომლებსაც ჩვენს რეგიონში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ბევრ მიმართულებას მოვიცავთ და გვყავს მოწვეული სპეციალისტებიც. მაგალითად, კუზანოვები, რომლებიც ჩვენთან პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებენ. წარმატებით მუშაობს უროლოგიური სამსახური და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს უროლოგიის ინსტიტუტთან, საიდანაც კონსულტაციებზე ხშირად ჩამოდიან სპეციალისტები. არის ანგიოქირურგიული მიმართულება – სისხლძარღვთა სპეციალისტი, გვაქვს  ნეიროქირურგიული სამსახური და ქირურგიული ენდოკრინოლოგია.
– რამდენად მაღალია პაციენტების მომართვიანობა?
– გახსნიდან დღემდე კლინიკას საკმაოდ მყარი ავტორიტეტი აქვს, დიდია მომართვიანობა და საკმაოდ დატვირთულები ვართ. გავცდით ზუგდიდის
მასშტაბებს და გვყავს პაციენტები სხვადასხვა რეგიონებიდან, რაც ძალიან გვახარებს, ვცდილობთ, მათი ნდობა გავამართლოთ. ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, საჭიროა მიღწეულის შენარჩუნება და დამატებითი სერვისების განვითარება.
– რა მიმართულებებს მოიცავთ?

– კლინიკა მოიცავს სრულ ქირურგიულ სპექტრს, ოპერაციები კეთდება როგორც ღია წესით, ასევე ლაპარასკოპიულად. მოვიცავთ, ასევე, თერაპიულ მიმართულებას, დიაგნოსტიკურ პროფილს, გვაქვს პედიატრიული სამსახური. აღსანიშნავია გინეკოლოგიური პროფილი მრავალი წარმატებული ლაპარასკოპიული ოპერაციებით, რაც რეგიონისთვის, სხვათა შორის, სიახლე იყო.
– კლინიკას აქვს საკუთარი სასწრაფო დახმარების მომსახურების სერვისიც.
– დიახ. ჩვენს კლინიკას აქვს დამატებით საკუთარი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ბინაზე გამოძახების სერვისი. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე პორტატული აპარატურით, რითაც შესაძლებელია, გადაუდებელი დახმარების გაწევა ბინაზე, სხვადასხვა დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება. ასევე, უზრუნველვყოფთ პაციენტთა ტრანსპორტირებას ბინიდან კლინიკაში და საჭიროების შემთხვევაში სხვა რეგიონშიც. ამისთვის გამოყოფილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც გამოძახების ხასიათიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროფილის ექიმებით არის დაკომპლექტებული და რეგიონის მოსახლეობას. ბინაზე უწევენ კვალიფიციურ დახმარებას.
– თქვენთან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს?
– კლინიკაში მოქმედებს სახელმწიფო დაზღვევა, როგორც ურგენტულ ამბულატორიაზე, ასევე ურგენტულ და გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებაზე. რაც შეეხება კერძო დაზღვევას, ჩვენი კლინიკა რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერია და კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტები უპრობლემოდ იღებენ სრული მომსახურეობის სერვისს.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები გვაქვს, გაწერილია პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. შენდება მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც ყველა მიმართულებით მოემსახურება პაციენტებს. არსებული შენობა დაეთმობა ამბულატორიულ მომსახურებას და ვფიქრობთ, რომ გარკვეული კლინიკური ნაწილი გადავა ახალ, გაფართოებულ სივრცეში, სადაც ძალიან ბევრი სიახლეა დაგეგმილი. ჩვენი მიზანი არის, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ხარისხი, არამედ კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ მოსახლეობას  და რასაკვირველია, მომსახურების ხარისხი ფასზე მაღალი იყოს.  
скачать dle 11.3