კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№46 აპირებს თუ არა საკუთარი სექსის „ლაივში“ ჩვენებას თამო ვაშალომიძე და რატომ გაუჭირდა მას საჯდომის ასი ათასად დაზღვევა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

თამო ვაშალომიძე  სულ მალე რეალითი შოუს გაკეთებას აპირებს, რომელსაც მაყურებელი ინტერნეტის საშუალებით ნახავს. თამო საკუთარი ცხოვრების თითქმის ყველა ეტაპის აფიშირებას გეგმავს, რისთვისაც როგორც თავად ამბობს, მზად არის.
თამო ვაშალომიძე: ცოტა ხნის წინ რინოპლასტიკა გავიკეთე, ბოლომდე ჩამიწყნარდება სახე და პროექტის გაკეთებას დავიწყებ. ამაზე უკვე ვმუშაობთ. ეს იქნება რეალითი შოუ, რომელიც ყოველდღე, დაახლოებით 30-40 წუთი გავა, ყოველგვარი მონტაჟის, მიჭრა-მოჭრის გარეშე. ანუ ყველაფერი იქნება ჩემ შესახებ, ჩემი ცხოვრების შესახებ, რადგან ვფიქრობ, რომ საინტერესო ადამიანი ვარ. შეიძლება, სკანდალებიც იყოს, ოღონდ დაუგეგმავად. რაც მთავარია, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგან არ მახსოვს, ვინმეს ინტერნეტში პირდაპირ ეჩვენებინოს, როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს, რას ჭამს, როგორ იქცევა, მთელი შიდა სამზარეულო. თუ შეყვარებულიც მეყოლება, რა თქმა უნდა, მასაც გამოვაჩენ, არაფრის დამალვას არ ვეცდები. მინდა, რომ საინტერესო და ყურებადი იყოს.
– ვისი იდეა იყო?
– ერთ დილას გავიღვიძე, დავფიქრდი და ეს იდეა მომივიდა: ვარ წამყვანი, რომელიც 30 წუთის განმავლობაში საუბრობს სხვადასხვა თემებზე, უფრო მეტად სილამაზეზე, თავის მოვლაზე, მაგრამ ასე ჩვეულებრივი გადაცემა გამოვიდოდა, მე კი ჩვეულებრივი წამყვანი ვიქნებოდი. ამიტომ დავფიქრდი – მოდი, ამ ფორმატში გავაკეთებ. როცა გადაცემაში მივდივარ, ყოველთვის მაღალ რეიტინგს ვდებ ხოლმე, შესაბამისად, ამას მე გავაკეთებ. თან, არ ვარ ისეთი ტიპი, რომ რაღაცები დავმალო. თუმცა, შეიძლება, იყოს ისეთი რაღაცები, მე არ მომწონდეს, მაგრამ საჭირო იყოს, მაგალითად, კონფლიქტები, ჩხუბები და ასე შემდეგ. ვინც მე მიყურებს, ყველას ჰგონია, რომ სულ გახარებული ვარ, მშვიდი და გაბრაზებული თამო ვაშალომიძე, რომელიც ყვირის, იგინება, ჩხუბობს, არავის უნახავს.
– გინდა, რომ საზოგადოებამ ასეთი გნახოს?
– რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, შესაბამისად, მზად ვარ. ჯერ იქნება ინტერნეტ-სივრცეში და მერე, თუ რომელიმე ტელევიზიას მოუნდება, იყიდოს. ვიცი კრიტიკაც მოჰყვება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია. მთავარია, საზოგადოებას ლამაზად მიაწოდო და არა „პახაბნურად“. ჩემს სტილში არ ზის ასეთი რაღაცები. მაგალითად, არ მიყვარს წითელი „ჩულქები“ და რაც მე არ მიყვარს, იმას ვერ გავაკეთებ. ზოგადად, წითელი საცვლები არ მიყვარს, ჩემთვის უფრო ვულგარულია, ვიდრე სექსუალური.
– რა არის შენთვის ვულგარული?
– ჩემთვის ვულგარულობაა, როდესაც შეუხამებლად გაცვია. მაგალითად, წითელი „ჩულქი“ და მწვანე ტრუსი, დაზეთილი თმა – ხუთმაგად რომ იგრძელებენ, წამწამები – ფარდებივით დიდი რომ აქვთ. ეს ყველაფერი ჩემთვის „პახაბნურია“. ლამაზად უნდა იყო და სექსუალურად. ერთხელ გადაღებაზე ვიყავი, ფოტოც გადავიღე უნიტაზზე ვიჯექი და გაზეთი მეჭირა ხელში. ვიღაცას ეს შეიძლება ძალიან ცუდად გადაეღო, ჩემი ფოტო ძალიან კარგი გამოვიდა. იმდენად ლამაზად ვიჯექი, რომ მეც მომეწონა.
– ამბობდი, გადაცემაში შიშველიც ვივლიო და რას გულისხმობდი?
– შიშველი ვივლი – ბიკინებით, ტრუსით. დაველოდოთ გადაცემას. სექსის თემა, მოდი, ახლა უნდა ვისექსაოთ და გადავიღოთ – ეს არ იქნება. ეს ჩაკეტილია, იქსი დაედება.
– ბავშვი, რომ გააჩინე, ფორმაში ძალიან მალე ჩადექი და ვფიქრობ, ახლა კიდევ უფრო კარგ ფორმაში ხარ, ვიდრე მანამდე იყავი. შენ, რომელი თამო
მოგწონს – დედობამდე თუ დედობის შემდეგ?

– კი, ახლა უფრო კარგ ფორმაში ვარ და ამას ყველა აღნიშნავს. დედა თამო უფრო მეტად მომწონს, როგორც გარეგნულად, ასევე იმ კუთხით, რომ ჩემი ცხოვრება უფრო მეტად დავალაგე, ბევრი რამ გადავაფასე. ძველი თამო ბევრს ფიქრობდა, მაგრამ ვიღაცებს რაღაცებს „უტარებდა“, ახლა ასე აღარ ვიქცევი. ბევრი ადამიანი დავკარგე, მათ შორის დიდი ხნის მეგობრები, თავის გზაზე წავიდნენ და მიხარია. გულისტკენა მეგობრისგან უფრო ძნელია ხოლმე, ვიდრე კაცისგან. ძმაკაცისგან, მეგობრისგან უფრო „გაგიტყდება“, რადგან კაცი მაინც კაცია, თავში რა აქვს, ვერ წარმოიდგენ. მეგობარზე რომ ზრუნავ და ხვდები, „ვიგოდნიკია“, რამდენჯერმე მისცემ შანსს და ვერ ხვდება, ამას ჯობია, წავიდეს შენი ცხოვრებიდან.
– კაცს უტკენია შენთვის გული?
– რა თქმა უნდა, უტკენია და მეც მიტკენია, თან, ძალიან ცუდად. რაც იმას უტკენია, გასულა დრო და ხუთმაგად გამწარებულა. იცი, ადამიანი როგორ უნდა გახადო ცუდად – კაციც, ნათესავიც, დედაც, არ უნდა დაანახო, რომ ცუდად ხარ, პირიქით, მაგრად უნდა იყო, ბედნიერად და ამით ის ადამიანი ნადგურდება. ჩვენგან განსხვავებით, კაცები მაშინვე ვერ ხვდებიან ქალის დაკარგვის ფასს. დრო რომ გადის, შედიან შენს „ფეისბუქზე“ ან სადმე დაგინახავენ: უი, რა კარგი გოგო ყოფილაო და იწყებენ თავიდან. შენ უნდა დაანახო, რომ ძალიან მაგრად ხარ. მე არ ვარ ისეთი გოგო, კაცებს ტვინს რომ უბურღავენ, წერენ. ყველანაირად შემიძლია, ავიყვანო საკუთარი თავი ხელში. შეიძლება, გინდოდეს მასთან კონტაქტი, ყველაფერი გადაამოწმო, მის სახლთან სხვა მანქანით წახვიდე, კაპიუშონი დაიხურო, სათვალე გაიკეთო: მანქანა უყენია ეზოში, სინათლე უნთია სახლში. ეს, რა თქმა უნდა, გამიკეთებია, მაგრამ არასდროს მიმიწერია. გულისტკენასაც გააჩნია, პატარა რაღაცაზე შეიძლება არაფერი თქვა, მაგრამ დიდზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ის ისევ განმეორდება. ღალატზე არაფერს ვამბობ. მადლობა ღმერთს, არ მქონია ისეთი რამ, რომ კაცს უღალატია და მე დამიჭერია. რომ დამეჭირა, ისტერიჩკა არ ვარ და ამიტომაც ჩვეულებრივ წამოვიდოდი. არ არსებობს კაცი, ქალს რომ არ უღალატოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე თანახმა ვარ ამაზე. საყვარელი რომ ჰყავს და შენც ჰყავხარ, ეს საშინელებაა და უნდა დამთავრდეს. ამერიკაშია და ვისთან გაატარა ერთი საათი, ამას ვერ გაარკვევ. კაცი ყოველთვის უღალატებს ქალს და ეს ყველა ქალმა იცის.
– შენ გიღალატია კაცისთვის?
– არა. უბრალოდ წლების წინ ორი წელი ვიყავი ერთ ადამიანთან და ჩვენი ურთიერთობის ბოლო თვეებში გავიცანი სხვა ადამიანი, რომელმაც ის მომცა, რაც მან ვერ მომცა. დამთავრდა წინა ურთიერთობა და სხვა გაგრძელდა, ორივე მყოლოდა, ასე არ ყოფილა. ყველაზე მეტად ყურადღება მიყვარს. მე თუ ყურადღების დეფიციტი მაქვს, ამას ვერ მოვითმენ. პირდაპირ ვეტყვი, რა მაკლია და არ მოვიქცევი ისე, რომ მომწერა, არ მივწერე... როგორც გოგონებს აქვთ რაღაც ხრიკები. ხრიკების მოფიქრებაზე დროს ვერ დავკარგავ. ზოგს დაბადებიდან აქვს ნიჭი, მამაკაცს თავი შეაცოდოს: ეს მანქანა მინდა და ასე შემდეგ. მე დედაჩემს არ ვეუბნებოდი, ფული მომეცი-მეთქი. იმაზე ამაყი ვარ, ვიდრე საჭიროა. არადა, ქალმა კაცს ცოტა სისუსტე უნდა აჩვენოს. ეს მე არ შემიძლია. კაცი იმიტომ არის, რომ უნდა იცოდეს, რა გინდა, რა გჭირდება და არა წაიწუწუნო: ტრუსის ფული მომეცი, ეს მიყიდე და ის. ჩემ გვერდით იყო ადამიანი, ვისთანაც დედოფლად ვგრძნობდი თავს და როცა დავშორდით, ძალიან გამიჭირდა. ის არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებში, ზოგადად, ყველაფერში კაცი იყო, რომ არ გჭირდება თქმა, მის გვერდით რომ ამაყი ხარ – აბა, ვინმემ რამე მითხარით, დავურეკავ და დედას გიტირებთ. ძლიერი კაცი რომ გყავს, ყველანაირი განხრით, შენ რომ დედოფალივით ხარ, მანქანა გაგიფუჭდება – აბა, ახალს მოგიყვან და მერე უცებ მთავრდება. სოფია რომ გაჩნდა, კიდევ გამოჩნდა, მაგრამ რაც მთავრდება, მთავრდება. შემდეგ ვცდილობდი მისი თვისებები სხვაში მომეძებნა.
– სექსს რა როლი აქვს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში?
– თუ არ არის კარგი სექსი, ქალი თუ თავის ქმართან სექსის დროს ტირის, ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება, ეს ურთიერთობა ოდესღაც დაინგრევა.
– საჯდომი მართლა დაზღვეული გაქვს?
– მართლა დაზღვეული მაქვს. მაგალითად, მივედი მოდის კვირეულზე, ვიღაცამ მომარტყა უკანალზე ან მიბწკინა, შემიძლია ვუჩივლო და  ჩვეულებრივ, „ავახიო“ ფული. თუმცა, დაზღვევის გაკეთება ძალიან გამიჭირდა, რადგან ნატურალურ საჯდომებს არ აზღვევენ. მაგის გამო კიევში წავედი, ფული გადავიხადე, რომ დავეზღვიე. 100 ათასად მაქვს დაზღვეული.
скачать dle 11.3