კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (55)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

№46 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

კითხვა: მაქვს კომბინირებული, ცხიმიანი სახის კანი. მაინტერესებს, ჩემი ტიპის კანისთვის მაკიაჟის მოსაცილებლად რომელი უკეთესია – ტონიკი თუ რძე?
პასუხი:
თქვენს შემთხვევაში, მაკიაჟის მოსაცილებლად, რეკომენდებულია შერეული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ტონიკი.
კითხვა: ამბობენ, რომ თაფლი საუკეთესო საშუალებაა კანის უსაფრთხოდ მოსავლელად, თითქოს, ის ნაოჭებსაც აქრობს. იქნებ მასწავლოთ, როგორ მოვიხმარო?
პასუხი:
თაფლისგან დამზადებულ კოსმეტიკურ მალამოებს, ნიღბებსა და სხვა საშუალებებს დიდი ხანია, უწევენ რეკომენდაციას. ის ნაოჭებს ასწორებს და კანს ხავერდოვანს ხდის.  1 სუფრის კოვზი თაფლი გათქვიფეთ 1 კვერცხის გულში, სისქისთვის დაუმატეთ ცოტა შვრიის ფაფა. 5 წუთის განმავლობაში ამ მასით დაიზილეთ სახე და ყელის მიდამოები. 10 წუთი  გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ყოველდღიურად ათწუთიანი თაფლის ნიღბის გაკეთება აქრობს ფერიმჭამელებს. ხოლო, თუ გსურთ, რომ ხელის კანი ნაზი გქონდეთ, ღამით წაისვით თაფლი და ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები.
კითხვა: როგორ გავისუფთაო ცხიმიანი კანი სახლის პირობებში?
პასუხი:
ლიმონის ნიღაბი ასუფთავებს ცხიმიანი კანის ფორებს და კვებავს მას. ერთი კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე და შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი შვრია და მიღებული მასა, სქლად დაიდეთ სახესა და ყელზე. 20 წუთის შემდეგ კი ჩაის ნაყენით ჩამოიბანეთ.
კითხვა: გამიგია, რომ თმის მოშორება-გაუფერულება „პერეკისით“ შეიძლება. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ბიკინის მიდამოებში თმის მოსაშორებლად?
პასუხი:
წყალბადის ზეჟანგით, ანუ პერეკისით, მართლაც შეიძლება თმის გაუფერულება, ოღონდ არა მოცილება. წყალბადის ზეჟანგი შეიძლება გამოყენებული იქნას ბიკინის არეშიც. ამისთვის საპნის ქაფში აურიეთ წყალბადის ზეჟანგის 3-პროცენტიანი ხსნარი და ცოტა ხნით, რამდენიმე წუთი, წაისვით თმებზე, რომლის გაღიავებაც გსურთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
скачать dle 11.3