კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 მარტივად მოსამზადებელი სახის ნიღბები, ბოტოქსის ეფექტით

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ასაკი მატებასთან ერთად, სახის კანი ეშვება, დუნდება, ჩნდება ნაოჭები. ასევე, მასზე მოქმედებს ყოველდღიური სტრესი, გადაღლა, არასაკმარისი ძილი, ჯანმრთელობის პრობლემები, საკვები და ასე შემდეგ. არსებობს, მარტივად მოსამზადებელი ნიღბები სახის კანისთვის. ზოგიერთ მათგანს ბოტოქსის ეფექტიც აქვს – კანს ჭიმავს, ასუფთავებს და იმავდროულად, დადებითად მოქმედებს მის სტრუქტურულ შემადგენლობაზე.
*კარტოფილისა და ლიმონის ნიღაბი
1 ცალი მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით ნიღაბი სახეზე ნაზად, თითების წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი, ჩამოიბანეთ წყლით. ეს ნიღაბი სახის კანს ჭიმავს და ჯანსაღ ფერს უბრუნებს. ეფექტურია, ასევე, სახიდან ლაქების მოსაშორებლად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი გარუჯვისგან დაგრჩათ.
*კიტრისა და კვერცხის ნიღაბი
1 ცალ კვერცხის ცილას დაუმატეთ, 1 ცალი გახეხილი კიტრი და კარგად აურიეთ. ნიღაბი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ წყლით. ეს ნიღაბი კარგი გამწმენდია. ამას გარდა, ებრძვის კანის დაზიანებებს, ღია ფორებს და ამცირებს თვალის ნაოჭებს.
* ლიმონის, კვერცხის, თაფლის, რძისა და შვრიის  ნიღაბი
1 ცალი კვეცხის ცილას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი რძე და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და დაამატეთ ცოტა შვრიის ფანტელები. წაისვით ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი, მოგაშორებთ ფერიმჭამელებს და აღადგენს უჯრედებს.
* შვრიის ნიღაბი
2 კოვზი წყალში მოხარშული შვრია ათქვიფეთ ბლენდერით და დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მეორე ჯამში აურიეთ 1 ცალი გახეხილი მწვანე ვაშლი და 1 სუფრის კოვზი თაფლი. მესამე ჯამში კი – 1 სუფრის კოვზი კეფირი და 1 კოვზი ლიმონის წვენი. სახეზე ჯერ წაისვით პირველი ფენა – შვრიისა და ზეითუნის ზეთის ნარევი, დაელოდეთ, სანამ გაშრება. შემდეგ წაისვით მეორე ფენა – ვაშლი  და თაფლი, 5 წუთი დაელოდეთ გაშრობას. ბოლოს კი, წაისვიaთ მესამე ფენა – კეფირი და ლიმონის წვენი. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ, კარგად ჩამოიბანეთ სახე. ეს ნიღაბი ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის, ებრძვის აკნეს და აშორებს მკვდარ უჯრედებს.
* შოკოლადის, თაფლის, არაჟნისა და შვრიის ნიღაბი
3 სუფრის კოვზი წყალში მოხარშული შვრია ათქვიფეთ ბლენდერში, შემდეგ დაუმატეთ 2 კოვზი კაკაოს ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი არაჟანი. წაისვით ნიღაბი და მსუბუქად დაიმასაჟეთ სახე. დაიტოვეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი, ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგია, თუ გაქვთ ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი, გამომშრალი ან მგრძნობიარე კანი.
* ჯანჯაფილის, ავოკადოსა და კეფირის ნიღაბი
1 სუფრის კოვზი ავოკადო კარგად დასრისეთ, დაუმატეთ  1/4 სუფრის კოვზი დაფხვნილი ჯანჯაფილი, 1 სუფრის კოვზი კეფირი და კარგად აურიეთ. წაისვით ნიღაბი თითების წრიული მოძრაობით. დაიტოვეთ 10 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კარგია გაღიზიანებული კანისთვის, ის ამცირებს ანთებას და სიწითლეს სახეზე, ხელს უწყობს კანის მკურნალობას და ჭიმავს კანს.
скачать dle 11.3