კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ფეიხოას სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ფეიხოა ფართოდ გამოიყენება კულინარიაში (კომპოტი, მურაბა, ნამცხვრები, დესერტი, სალათები, მარინადი, ღვინო, ნაყენები), კოსმეტოლოგიასა და დამოუკიდებლად, როგორც სამკურნალო საშუალება.
ფეიხოას ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: C, B1, B2, B3, B5, B6, PP; მიკრო- და მაკროელემენტებს: იოდს, კალციუმს, კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძს, თუთიას, მანგანუმს; მჟავებს: ვაშლის, ფოლიუმის და ეთერზეთებს ანანასისა და მარწყვის არომატით.
ფეიხოას კანი საკმაოდ სქელი და მწკლარტეა, ხოლო რბილობი – რბილი და წვნიანი. ზოგი მხოლოდ ნაყოფის რბილობს მიირთმევს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სასარგებლო ნივთიერებების დიდი რაოდენობა სწორედ კანშია. კანი შეიძლება გავაშროთ და ჩაიში არომატისთვის დავამატოთ.
ეთერზეთებით მდიდარი ნაყოფი კარგი კომპონენტია ინჰალაციისთვის. ნაყოფის რბილობი მიირთვით, ხოლო კანს მდუღარე წყალი დაასხით, შეგიძლიათ დაამატოთ სოდა და ისუნთქეთ ამ ნაყენის ორთქლი პირსახოცის ქვეშ რამდენიმე წუთი – კარგი საშუალებაა გაციების დროს ზედა სასუნთქი გზების პრობლემასთან ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის.
ნაყოფის რბილობში ორგანიზმის მიერ ადვილად შესათვისებელი ცილებისა და ცხიმების არსებობის გამო ფეიხოა დიეტური პროდუქტების რიცხვს განეკუთვნება, ამასთან, როგორც ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი, წონის დაკლების დროს ორგანიზმს ვიტამინების დეფიციტის საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, ავსებს და ამარაგებს მას.
ნაყოფის კანი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს – კატეჰინსა და ლეოკოანტოცინს – მძლავრ ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური ქმედებები ახასიათებს და ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს ახდენს.
როგორც აღვნიშნეთ, ფეიხოას კოსმეტიკაშიც იყენებენ. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, გამაახალგაზრდავებელი და კანის მკვებავი თვისებები. შეგიძლიათ სახისა და კისრისთვის მოამზადოთ ნიღაბი შემდეგნაირად: 1/3 დაქუცმაცებულ ფეიხოას შეურიეთ კვერცხის გული, 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა წაისვით სახესა და კისერზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს წინ. იოდი წყალხსნად მდგომარეობაშია, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ფეიხოას სულ მცირე ზომის ნაყოფი ზრდასრული ადამიანის იოდის მოხმარების დღიურ ნორმას აკმაყოფილებს. იოდის მაღალი შემცველობის გამო ფეიხოას მოხმარება სასურველია მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აღენიშნება ან იოდის დეფიციტი აწუხებს. ფეიხოას გამოყენება კარგია, ასევე, ადამიანებისთვის, ვისაც გონებრივი სამუშაო აქვს, აწუხებს გასტრიტი, ათეროსკლეროზი, ავიტამინოზი, ჰიპოვიტამინოზი, პიელონეფრიტი, პოდაგრა და სხვა.
ნაყოფში საკმარისი რაოდენობით ეთერზეთების, ვიტამინებისა და იოდის შემცველობის გამო ფეიხოა ჯადოსნური საშუალებაა დეპრესიისა და უღონობის დროს.
გახსოვდეთ: ხილი ზომიერად უნდა მიიღოთ, რადგან ის დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს. ეს განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინონ მათ, ვისაც ჰიპერთირეოზი აქვს – ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია. ამ დროს უმჯობესია, ამ ხილზე საერთოდ უარი თქვათ.
თუ ადამიანი ფეიხოას ჭარბად მიიღებს, ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდება და ადამიანს ეწყება ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
არ არის რეკომენდებული ფეიხოას მიღება ძროხის რძესთან ერთად, რადგან ეს კუჭის მოქმედების ჩვეულ რიტმს დაარღვევს.
ასევე, ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი დონე საქაროზას მოქმედებას ანეიტრალებს. ამიტომ ჯობს, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა კონსულტაცია ექიმთან გაიარონ.
ზოგიერთი მოსაზრებით, ფეიხოაზე ალერგიის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა, სხვა მოსაზრებით, ამ ხილს ალერგიული რეაქციები ახასიათებს, ამიტომ ჯობს, მისი პირველი მიღების დროს, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში, სიფრთხილე გამოვიჩინოთ.скачать dle 11.3