კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 თვალის ტკიპა და პრობლემები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე


დემოდეკოზი პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი დემოდექსის ტკიპა კანშიგა პარაზიტია. ამჟამად ცნობილია ამ ტკიპის 150-მდე სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში პარაზიტობენ, თუმცა ცხოველების, მაგალითად, ძაღლისთვის საშიში სახეობები ადამიანს არ გადაედება.
 დემოდეკოზი კანის დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული ტკიპა დემოდექსი იწვევს. ეს პაწაწინა, სულ რაღაც 0,2-0,5 მილიმეტრი ზომის ცოცხალი ორგანიზმი თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან უჯრედებში იბუდებს. განაყოფიერების შემდეგ მდედრი ტკიპა კანის ზედაპირზე ამოდის, თავისუფალ ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ძირებს პოულობს და კვერცხებს ყრის, საიდანაც მალე ახალი ტკიპები იჩეკება.
ტკიპების ცხოველმყოფელობის უბანში კანი წითლდება, უჩნდება წვრილი გამონაყარი. ყველაზე ხშირად ზიანდება ცხვირი, ლოყები, ტუჩები და ქუთუთოები. ზოგჯერ პროცესი ამაზე შორს აღარ მიდის. დემოდექსი მშვიდობიანად ბინადრობს კანზე და ჩამოფცქვნილი უჯრედებით იკვებება, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმი დასუსტდეს, რომ პარაზიტი კანის ღრმა შრეებში იჭრება და ანთებას იწვევს. დაავადების გამწვავებას უკავშირებენ ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციურ დარღვევას, სტრესს, იმუნიტეტის დაქვეითებას. შესაძლო მიზეზებად მიიჩნევენ, აგრეთვე, დიდი ოდენობით ყავის, ალკოჰოლის, ცხარე და მჟავე საკვების მიღებას, კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას, ჭარბ გარუჯვას. თვალებზე ვითარდება ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება) და კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანის ანთება), რასაც თან სდევს თვალების სწრაფი დაღლა, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი. ქავილი მეტისმეტად შემაწუხებელია, განსაკუთრებით – ღამით. ქუთუთოები შუპდება, წითლდება, წამწამის ძირებში ჩნდება ნადები, წამწამებს შორის – წვრილი ჩირქოვანი ბუშტუკები. წარმოიქმნება ნაცრისფერი ფუფხი. ხშირია თვალიდან ლორწოვან-წებოვანი და ქაფიანი გამონადენი. დაბოლოს, ქუთუთოს ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის გამო მცირდება ცრემლის აპკის ფენა, რასაც მშრალი თვალის სინდრომის განვითარებამდე მივყავართ. მაგრამ დემოდეკოზი განსაკუთრებით აუტანელი მაშინ ხდება, როდესაც წამწამები იწყებს ცვენას. მისი მკურნალობა საკმაო დროს მოითხოვს: თუ ადრეულ სტადიაში მივუსწარით – 4-6 კვირა, დაგვიანების შემთხვევაში – 6 თვიდან 1 წლამდე. მაგრამ მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, თუ არ დავიცავით პირადი ჰიგიენა. საზოგადოდ, დემოდეკოზი გადამდებია – შესაძლოა, არამცთუ სხვა ადამიანი, არამედ საკუთარი თავიც კი ხელმეორედ დავაინფიციროთ. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, სახე ხშირად იბანოთ ანტისეპტიკური საპნით. თვალში ჩაიწვეთოთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები, კარგად დაიმუშაოთ ქუთოთები და წამწამები. მკურნალობის პერიოდში იკრძალება კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ტკბილეულის, ალკოჰოლის, ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება, მზეზე დიდხანს ყოფნა, გარუჯვა, მხედველობის გაძლიერებული დატვირთვა. მკურნალობის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ვურჩევთ, დაიცვან ელემენტარული ჰიგიენა და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც დაავადების დროს იყენებდნენ.скачать dle 11.3