კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა პასუხისმგებლობა მეკისრება მე, როგორც ნათლიას, ჩემი ნათლულის წინაშე?
პასუხი:
ნათლია ღვთის წინაშე აგებს პასუხს ნათლულის სულიერ აღზრდაზე. მან ნათლულს უნდა ასწავლოს ის ყველაფერი, რაც სულის ცხონებისთვისაა აუცილებელი, თვალყური ადევნოს მის ქრისტიანულ ცხოვრებას, ასწავლოს წირვა-ლოცვაზე დასწრება, მარხვის დაცვა, ლოცვის კითხვა და უნდა დაეხმაროს სულიერი მოძღვრის არჩევაში. ნათლული კი ვალდებულია, დაუჯეროს ნათლიას და შეასრულოს ნათლობის დროს ღვთისადმი მიცემული აღთქმა.
კითხვა: რამდენად აუცილებელია ეკლესიისთვის შესაწირის გაღება?
პასუხი:
ეკლესია მოციქულთა დროიდან შემოწირულობით არსებობს. წმიდა პავლე მოციქული ამბობს: ჩვენ გაძლევთ სულიერს და უფლება გვაქვს, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, შესაწირი არის ადამიანის მიერ მადლიერების გამოხატვა ეკლესიისადმი. შეწირული და სანთლიდან შემოსული თანხა ხმარდება ეკლესიის მშენებლობას, კეთილმოწყობას, კომუნალურ გადასახადებს, სტიქაროსნების, მედავითნეებისა და სხვათა ხელფასებს. შესაწირავი ნებაყოფლობითია.
კითხვა: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ მეორეედ მოსვლის წინაპირობების შესახებ.
პასუხი:
მეორედ მოსვლის შესახებ ბიბლიაში უამრავი წინაპირობაა აღწერილი. ეს ნიშნები ნაწილ-ნაწილ ხორციელდება ჩვენ თვალწინ. ესენია: ომები, მიწისძვრები, ქარიშხლები, წყალდიდობები, ადამიანთა დაუნდობლობა, მკვლელობების გამრავლება, სატანური სექტების არსებობა. მეორედ მოსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა, ასევე, ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც შეეცდება, ხალხი ცრუ ხიბლით აცდუნოს (ეს მოვლენები კარგად არის აღწერილი მარკოზის სახარებაში). თუმცა მეორედ მისვლა როდის იქნება, ეს მხოლოდ უფალმა უწყის.
კითხვა: აუცილებელია თუ არა გარდაცვლილი საერო პირის ეკლესიიდან გამოსვენება?
პასუხი:
გარდაცვლილის ეკლესიიდან გამოსვენება ქრისტიანული ტრადიციაა. წინათ ყველა სოფელში, სასაფლაოზე იდგა ეკლესია, საიდანაც ხდებოდა მიცვალებულთა გამოსვენება. მოძღვარი წესს აუგებდა გარდაცვლილს და სამუდამო განსასვენებელში გაისტუმრებდა. ეს ტრადიცია კომუნისტების დროს, რასაკვირველია, დაკარგული იყო, ბოლო პერიოდში კი კვლავ აღდგა და დღეს ბევრი ქრისტიანი ცდილობს, თავის მიცვალებულს ამგვარად მიაგოს პატივი და იზრუნოს მის სულზე.
კითხვა: ხანდახან მომდის უკეთური აზრები და ჩემი თავის მრცხვენია. სინამდვილეში ასეთი არ ვარ, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ვცდილობ, მოსული აზრი უკუვაგდო და ვიცხოვრო ისე, როგორც უფალს მოეწონება. მაინც ცოდვილად ვითვლები?
პასუხი:
უკეთურ აზრებს ადამიანს ბოროტი ძალა აწვდის. სწორედ მაგ მიზნით, რომ მან საკუთარი თავი დაადანაშაულოს და სასოწარკვეთაში ჩააგდოს. ეცადეთ, ასეთ აზრებს ყურადღება არ მიაქციოთ. თუ მათ არ ეთანხმებით, ეს ნიშნავს, რომ ის სატანურმა ძალამ მოგაწოდათ და უნდა, რომ გაცდუნოთ. ამ გზით ცდილობს სატანა, ადამიანი უფალს დააშოროს. ებრძოლეთ მას.скачать dle 11.3