კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 რატომ ელოდებიან ადამიანები ხატებისგან მატერიალურ დახმარებას და რა გადააქციეს მათ სულიერ ბიზნესად

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

მუდმივად უნდა ვმადლობდეთ უფალს იმისთვის, რომ ასეთი მშვენიერი დილა გვაჩუქა, ვთქვით აღსარება, ვეზიარეთ, მადლობა, რომ ჩვენით მივდივართ ეკლესიაში და არავინ მიგვიყვანა, რომ საავამდყოფოში არ ვართ, საპატიმროში, მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, როგორ მდგომარეობაშიც უნდა ვიყოთ. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი): 


– ღვთისმეტყველების თანახმად, ღმერთს მრავალი სიმბოლური სახელი ჰქვია: ტარიგი, კლდე, კრავი, წყარო, პური არსობისა. 117-ე ფსალმუნის 22-ე მუხლში კი წერია შემდეგი სიტყვები: „ლოდი, რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავკიდეთა, უფლისა მიერი იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა“. ლოდი, კლდე სიმბოლურად არის მაცხოვარი იესო ქრისტე. მაშენებლები კი არიან ძველი აღთქმის იუდეველები, ებრაელები, რომლებიც აშენებდნენ ისრაელის სახელმწიფოს, ძველი აღთქმის ეკლესიას.  ლოდი დაიწუნეს, შეურაცხყვეს, არ მიიღეს მშენებლობაში. შემდგომაში ეს ლოდი გახდა ძველი და ახალი აღთქმის შემაერთებელი. მაცხოვარი ამბობს: ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაიმსხვრევა, ვისაც ეს ლოდი დაეცემა, გაჭყლიტავსო.
– რა რას ნიშნავს, მამაო, როგორ გავიგოთ?
– ძალიან ბევრი ადამიანი ბრკოლდება იესო ქრისტეში, რადგან ბევრ რამეს ვერ იგებენ. მაგალითად: რამდენი ბუნება აქვს იესო ქრისტეს, მამის ტოლაა თუ პატარა, ღვთისმშობლისგან არის ნაშობი თუ მერე ჩაისახა მასში ქრისტე. მართლმადიდებლობაა სწორი აღმსარებლობა,  კათოლიციზმი თუ პროტესტანტობა. არსებობდა კი საერთოდ ღმერთი და თუ არსებობდა, რატომ არის ამ ქვეყანაზე ამდენი ბოროტება, ამდენი გაჭირვება, ომი, შიმშილი. ძალიან ბევრი კითხვაა. ყველა ძირითადი მწვალებლობა ქრისტეს განკაცებული ბუნების წინააღმდეგ არის. ამიტომაც ბევრი ადამიანი დაეცმა ამ ლოდზე და დღესაც ეცემა. სოციალურ ქსელში რომ დებენ ცრუ სწავლებებს, გარკვეულ ცინიზმს, დასცინიან პატრიარქს, მღვდლებს, ქრისტიანულ ჭეშმარიტებას, სწორედ ეს ყველაფერი არის ლოდზე დაცემა. იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც ამ ლოდზე დაეცემიან, უკვე აღარ შეიძლება. თვითონ მოციქულიც კი დაეცა ამ ლოდზე, მოციქული, რომელიც მაცხოვართან ერთად ხედავდა მის მოხდენილ სასწაულებს. არ უნდა ვიამაყოთ, რომ ჩვენ არ დავცემულვართ ამ ლოდზე, რადგან შეიძლება, ჩვენც მოგვიწიოს დაცემა.
– ღმერთი უშვებს ამას ადამიანებზე?
– მაკარი დიდს ეკითხებიან, რატომ დატოვა ღმერთმა ეშმაკი ამ სოფელშიო. ის კი პასუხობს: მჭედელს რამე რომ არ მოეწონება, მას კი არ გადააგდებს, როგორც გრდემლს, ისე გამოიყენებს და გარკვეულ რკინის ნაკეთობებს მასზე გამოჭედავსო. ღმერთმა ეშმაკი იმიტომ დატოვა ამ სოფელში, რომ ყველა ადამიანი ეშმაკთან შერკინებაში გამოიცადოს, ასპარეზი გაიაროს და შემდეგ მივიდეს ღმერთთან. თუ შენ შეერკინები შენს ბუნებას, ეშმაკს, ამ ლოდზე აღარ დაეცემი. ღმერთს უყვარს უბრალო ადამიანების გული. თუ შენ გულწრფელი ხარ, არ იტყუები, არ ფარისევლობ, არ ხარ სადუკეველი, ამ ლოდზე არასდროს დაეცემი. სახარებაში წერია: ეს ლოდი ვისაც დაეცემა, გაჭყლეტსო. ვინც დღეს მრუშობს, ყაჩაღობს, არ არის ჭეშმარიტ აღმსარებლობაში, ღალატობს დედა ეკლესიას, დასცინის მას, ღმერთი მეორედ მოსვლამდე აცდის. ქურდი კვლავ ქურდობდეს, ყაჩაღი – ყაჩაღობდეს და ყველას თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავო. ეს იქნება გაჭყლეტა, არაფერი აღარ გადარჩება შენგან. ნუ ეთამაშებით სარწმუნოებას, ნუ გგონიათ, რომ უკვე ლოდით ვაშენებთ ყველაფერს. თუ ჩვენი ხელისუფლება ამ ლოდს გამოიყენებს ქვეყნის აღმშენებლობაში, მაშინ ჩვენ ვიქნებით ძლიერი ქვეყანა. ეკლესიაში რომ მოდის, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს: ახლა მამაო რაღაცას ამიკრძალავს, არ ვიცი, როგორ შევასრულოო.
– ხშირად ამბობენ ადამიანები, რომ მაცხოვარი იმდენ რამეს არ უკრძალავს ადამიანს, რასაც სასულიერო პირები კრძალავენო.
– მაცხოვარი ჩვენგან ითხოვს მოწყალებას, მოწყალებას მოყვასის მიმართ. სიმდიდრე ზოგს ცოდვა ჰგონია, მდიდარი ჯოჯოხეთში წავა და ღარიბი – სამოთხეშიო. სიმდიდრე არ არის ცოდვა. მდიდარს სიმდიდრე სულის ცხონებისთვის და ადამიანთან  დასახმარებლად მიეცა. ღმერთმა ნდობა გამოუცხადა მას: შენ მილიარდს გაბარებ და მიხედე, ნუ დაალპობ ბანკში და გაეცი მოწყალებაცო. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ მე მომცა, ჩემია, საბრალო მდგომარეობაშია. ნეტარი ხარ მაშინ, როცა სიამოვნებით გასცემ და არა ისე, როგორც ამას არჩევნების წინ აკეთებენ. უფალი ჩვენგან ითხოვს ლოცვას ღმერთის მიმართ, ღვთის წინაშე. რელიგია განახლებული კავშირია ღმერთთან. ვერც თანხით, ვერც ცხვრით ვერ დაამყარებ ღმერთთან კავშირს, ვერც მხოლოდ გარკვეული სურვილებით. წიგნის კითხვაც რომ გეზარება, მხოლოდ იმიტომ კითხულობ, რომ ეკლესიური ადამიანი გქვია. კითხულობ, კითხულობ და რას კითხულობ, სად ხარ, არ იცი, გეზარება და იტანჯავ თავს. გულწრფელად რომ ადგები და იტყვი: მადლობა, ღმერთო, ეს არის სწორი ლოცვა. ლოცვას სჭირდება თავმდაბლობა, ყურადღება, სიყვარული, მადლიერება. ჩვენ კი, როგორც კი მოვდივართ ეკლესიაში, მაშინვე: მომეცი, მომეცი... ახლა 5 ლარს ჩავაგდებ შესაწირ ყუთში და მომავალ კვირას 25 ლარს ამოვიღებ – ეს არის სულიერი ბიზნესი. ასეთ რამეზე არ უნდა იფიქროთ, ეკლესიაში მხოლოდ იმიტომ მოვდივართ, რომ ვადიდოთ ღმერთი. თუ შენ ღმერთის, სასუფევლის, მოწყალების გარდა, სხვა რაღაცებს ეძებ, უკვე ქრისტიანი წარმართი ხარ. რატომ არის, რომ მაცხოვრის ხატთან არ დგას ხალხი და დგანან სპირიდონ ტრიმიფუნტელის, წმიდა ბარბარეს ხატთან? იმიტომ, რომ ეს უნდა ვთხოვო, ეს იმაში მეხმარება, ეს ამაში – ეს არის ღმერთის დიდი შეუარცხყოფა. ყველას რომ გვიყვარს მამა გაბრიელი, მან კი დაგვიბარა: სიყვარული ისწავლებაო. შენ რომ გაქვს მამა გაბრიელის ხატი სახლში, სიყვარული ისწავლე? როცა ვინმეს რამის სწავლა სურს, უნდა აღიაროს, რომ უმეცარია. თუ შენ აღიარებ, რომ სიყვარული გაქვს, ვერ ისწავლი. სიყვარულის მასწავლებელთან – ღმერთთან უნდა მივიდეთ. თუ შენ მართლმადიდბელი ხარ, ამბობ, რომ სიყვარული გაქვს, უნდა მაჩვენო შენი სიყვარულიდან გამომდინარე საქმეები. საქართველოში ამდენი ეკლესიაა, ამდენი სასულიერო პირი, მაგრამ რატომ არ არის სიყვარული? ესე იგი, ჩვენ ვართ ფარისევლები, მწიგნობრები, სადუკევლები და ვიტყუებით. იესო ქრისტე რომ მოვიდა, სწორედ ასეთი ადამიანები ამხილა, კუბოები უწოდა, თეთრად შეფეთქილი საფლავები. დღეს რამდენი ვართ ასეთი. ტკბილად ვსაუბრობთ და ჭეშმარიტი აღმსარებლობისგან შორს ვართ. ღმერთი სამ რამეს ითხოვს ჩვენგან: სხვისთვის მოწყალება გთხოვა, თავისთვის – ლოცვა და შენთვის – მარხვა. იცით, რა არის მარხვა? როცა ვხედავ, ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, ჩემი ოჯახის წევრები და მე მოვიკლებ გართობას, სასმელს, ნეტარებას. ძალიან რომ გიყვარს რაღაც საკვები და იმაზე იტყვი უარს, როცა მოიკლებ რაღაც სასიამოვნო ნუგბარს, რაზეც უარის თქმა არ შეგიძლია, აი, ეს არის მარხვა.
скачать dle 11.3