კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 როდის იღვიძებს ქალში ქმრის მივიწყებული სიყვარული და როგორ ხდება ის მესაკუთრე

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე


ცოლ-ქმრის ჰარმონიული თანაარსებობისთვის აუცილებელია, მათ შორის ემოციური კავშირი იყოს, რაც ასე საჭიროა წყვილის ბედნიერებისთვის. მისი მიღწევა კი ურთიერთგაგებითა და ნდობით ხდება. შეიძლება, ცოლსა და ქმარს საკუთარი პატარა საიდუმლო ჰქონდეთ, მაგრამ ის არ უნდა იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ურთიერთობაზე იქონიოს გავლენა. მაგალითად, როგორც კი ჰორიზონტზე კონკურენტი გამოჩნდება, ძველი,  ერთი შეხედვით მობეზრებული ურთიერთობა, მაშინვე ახალ ფაზაში გადადის და ქმარიც, რომელიც თითქოსდა, აღარ გაღელვებდა, ორმაგად ძვირფასი და ახლობელი ხდება.


მაკა (34 წლის): დაახლოებით ექვსი თვის წინ მივხვდი, რომ ჩემი ოჯახური ცხოვრება ფსკერისკენ წავიდა. დიდი სიყვარულით გავთხოვდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელს დედამიწაზე, ჩემზე კარგი ქმარი არავის ჰყავდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩემი ცხოვრების ადამიანი ვიპოვე. მოკლედ, ვფიქრობდი, რომ იდეალური ქმარი მყავდა, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ, ზუსტად ის ადამიანი, რომლისაც ყველაფერი მომწონდა, ყველაფრით მაღიზიანებდა.
ცოტა ხნის წინ რომ გეკითხათ, გეტყოდით დამნაშავე ჩემი ქმარი იყო-მეთქი. მაგრამ ახლა მივხვდი, რომ მეც მიმიძღვის ბრალი იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით. მე ჩემს ქმარს ვუღალატე. ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაგრამ იმ წუთში დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალი სიყვარული მეწვია. იმ პერიოდში ისეთ სიცარიელეს ვგრძნობდი, რომ ეს მოსალოდნელი იყო. „დამამშვიდებელს“ გარე-გარე დავუწყე ძებნა და მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი ერთი თანამშრომელიც სწორედ იმ პერიოდში წამოვიდა ოჯახიდან. ცოლთან ჰქონდა პრობლემები და ორმა „სიყვარულში ხელმოცარულმა“ ერთმანეთი მოვნახეთ. იმან თავისი მოყვა, მე – ჩემი, შევჩიოდით ერთმანეთს ჩვენს „უბედურებას“ და ასე აღმოვჩნდით ლოგინში... მერეღა გავაცნობიერე, რა მოხდა. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, რომ ეს იყო ნამდვილი სიყვარული და არა ის ადამიანი, რომელსაც ცხოვრება დავუკავშირე. ემოციებს ავყევი. რაღაც პერიოდი, ქმრისგან ყურადღება მომაკლდა. ვეღარ ვგრძნობდი ისევ ვაღელვებდი თუ არა.
– ამის მიზეზი სხვა ქალი იყო?
– არ ვიცი. იმიტომ, რომ მე ამ დროს რომანი მქონდა თანამშრომელთან და ქმრისგან წამოსვლასაც კი ვაპირებდი.
– თქვენ მიგიღიათ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება.
– ჩემმა ღალატმა მიმახვედრა, რამდენად ძვირფასი და საყვარელი ყოფილა ქმარი ჩემთვის. მივხვდი, რომ სხვა კაცი ვერასოდეს მომცემდა იმ სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდას, რასაც ჩემი ქმრის გვერდით ვგრძნობდი. ორი თვეც არ გაგრძელებულა ჩემი ახალი, სასიყვარულო იდილია. თუ პირველ დღეებში ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო, არ იცოდა ჩემი გულისთვის რა გაეკეთებინა და რითი ესიამოვნებინა, ერთ დღეს, მოულოდნელად გამომიცხადა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ დამთავრდა. ცოლს ვურიგდები. მივხვდი, რომ ცოლად მასზე უკეთესს ვერავის ვიპოვი. თან, არ მინდა, ჩემი შვილები უმამოდ გაიზარდონო. იმედი მაქვს, შორსმიმავალი გეგმები არ დაგიწყვია, შენც გყავს ქმარი და მოდი, ვიფიქროთ, რომ რაც ჩვენს შორის მოხდა, პატარა, სასიამოვნო თავგადასავალი იყო, რომელმაც ორივე მოწყენილობისგან გვიხსნაო. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რა სულელი ვიყავი, ამ საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტის გამო, ქმრის მიტოვება რომ მინდოდა-მეთქი. ამან ჩემში მესაკუთრე გაიღვიძა. ქმართან მობეზრებული ურთიერთობა ერთბაშად ისეთი ძვირაფასი გახდა ჩემთვის, რომ ლამის გადავირიე. მივხვდი, რომ ქმარს არავის დავუთმობდი, არაფრის დიდებით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს წყნარ, უენო და ბუნჩულა ქმარზე ვიეჭვიანებდი, ეჭვიანობას ვინ ჩივის. იმის წარმოდგენამ, რომ შეიძლებოდა სხვა ქალი ჰყავდა, კინაღამ ჭკუიდან შემშალა. თავმოყვარეობაზე ხელი ავიღე და ჩუმად ვიქექებოდი ქმრის მობილურში, ჯიბეებში, ერთი სასიყვარულო გზავნილიც ვერ აღმოვაჩინე. ეტყობა, ყველაფერს შლიდა. წესით, უნდა დავმშვიდებულიყავი. როცა კაცი ცდილობს, ცოლმა მისი რომანის შესახებ არ გაიგოს, ეს იმას ნიშნავს, რომ მის მიტოვებას არ აპირებს.
– რატომ იყავით დარწმუნებული, რომ გღალატობდათ?
– ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მე, როცა საყვარელი მყავდა. ჯერ ერთი, რომ სახლში მოსვლას აგვიანებდა და სულ იმიზეზებდა, ბევრი საქმე მაქვსო. გაძვრომაზე იყო. აშკარად გაურბოდა ჩემთან სიახლოვეს. კინაღამ დავისვი ჩემი ქმარი და ყველაფერი გულახდილად მოვუყევი, რომ იმასაც გადმოედგა შემხვედრი ნაბიჯი. კიდევ კარგი, დროზე მივხვდი, რომ გამოუსწორებელ სისულელეს ჩავიდენდი. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქმარს ღალატის სუნი ჰქონდა. ყველა ცოლს სჭირდება ძალიან კარგი ყნოსვა, რომ თავისი ქმრის სუნი, სხვა ქალის სუნისგან გაარჩიოს. შეიძლება მესიჯი წაშალო, მაგრამ ტანსაცმელში ჩამჯდარ სუნამოს სუნს რას უზამ? თუ ეჭვი გაგიჩნდებათ, რომ ქმარი გღალატობთ, მის გარემოცვას გადახედეთ. თქვენსასაც. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ქმრები ცოლებს მისსავე თანამშრომლებთან ან მეგობრებთან ღალატობენ. კიდევ ერთი – შენი რაც არის, ის სხვას არ უნდა დაუთმო. არავითარ შემთხვევაში. მე უკვე ვაპატიე. დარწმუნებული ვარ, არც ჩემი ყოფილი საყვარელი იტყვის რამეს. ძლივს ცოლს შეურიგდა და დალაგებულ ურთიერთობას თავიდან არ აურევს. შემიძლია, მისი იმედი მქონდეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ სიტუაციის გამწვავება არ მინდა. საქმეების გარჩევა ძალიან დიდი დისკომფორტია მამაკაცისთვის და მეშინია, საერთოდ არ წავიდეს სახლიდან. დავრჩები სირაქლემას პოზაში და ვითამაშებ, რომ არაფერი ვიცი. თან,  სულ კონტროლის ქვეშ მეყოლება. ისე გავაგრძელებ ურთიერთობას, თითქოს არაფერი მომხდარა. ვატყობ, უკვე გამოიღო შედეგი ჩემმა გაფრთხილებამ – რამდენიმე დღეა, სამსახურიდან სახლში მოსვლას აღარ აგვიანებს და სხვანაირად იღიმის – დამთბარი ღიმილი აქვს. მას არაფერში ვადანაშაულებ. საკუთარი საქციელი ბუმერანგივით დამიბრუნდა უკან. მაგრამ ახლა უკვე ზუსტად ვიცი, ვინ მჭირდება და ჩემს ქმარს არავის დავუთმობ.  თითქოს ჩვენ შორის ბალანსი აღდგა – მეც ვუღალატე და იმანაც მიღალატა.
– იმან არ იცის, რომ თქვენც უღალატეთ?
– ამაში დარწმუნებული ვერ ვიქნები. შეიძლება, იცის კიდეც და იმასვე ფიქრობს, რასაც მე – რომ ჩვენი ურთიერთობა გაცილებით ღირებულია, ვიდრე დროებითი რომანები. როცა ორ ადამიანს კარგი მოგონებებით სავსე ამდენი წელი აკავშირებს, აღარაფერს ვამბობ შვილზე, მათ იმაზე მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.  ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი და ჩემი ქმრის აზრი ერთმანეთს დაემთხვა. ასე რომ არ იყოს, დიდი ხნის წასული იქნებოდა ჩემგან.
скачать dle 11.3