კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 მიხვედრილები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „დავაქორწინეთ, მაშ?!“

​თუმცა ერთმანეთს ისეთი რამ აკადრეს (რაც „ნაციონალურ მოძრაობად“ და „ევროპულ საქართველოდ“ გაიყარნენ), იფიქრებდი, შავმა კატამ ისე საფუძვლიანად ჩაირბინა მათ შორის, აწი რაღა დაამოყვრებთო, მაგრამ, როგორც ამბობენ, კაცი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამომრჩეველი) ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.
ჰოდა, რაკი ამბობენ და, ჩვეულებისამებრ,  ასეცაა, გიგი უგულავა (აწ „ევროპული საქართველო“) და მიხეილ სააკაშვილი (ისევ „ნაციონალური მოძრაობა“) ჰელსინკიში შეიყარნენ („ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე).
მიხეილ სააკაშვილმა კი არ დამალა, რომ ისევ ერთნი არიან.
მომყავს ციტატა: „ყველანი მივხვდით, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი.“
ამიტომაც დაგვაიმედა, რომ „ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია”.
იმის გათვალისწინებით, რომ არ განუმარტავს, რა უნდა იყოს ორ პარტიაზე ფართო და არც ის ვიცით, მანამდე როგორი სივიწროვის ან სიფართოვის ურთიერთობები ჰქონდათ, დასკვნები ფანტაზიას მივანდოთ.
ამის პარალელურად, გიგა ბოკერიამ გაგვაფრთხილა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისევ გაიყრებიან (აღარ დაუკონკრეტებია – გამარჯვების თუ დამარცხების შემთხვევაშიც).
რაკი ამ ბედკრული ქვეყნის გონიერმა მოქალაქემ ეს (ერთნი რომ იყვნენ) მანამდეც იცოდა (გრძნობები, როგორც წესი, შორიდან უფრო გჭრის თვალს), არც ისაა გამორიცხული, გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო სკამიც ოჯახურად გაიყონ  (სიყვარული ხომ ყველა ბარიერს ლეწავს) და კენტ რიცხვებში ერთი იყოს პრეზიდენტი, ლუწში – მეორე.
скачать dle 11.3