კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ ჩხუბობდა უცხო ქალების ქმრებთან გიორგი გურგულია და რა შემთხვევაში ანრგევს ის ოჯახს

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: გიორგი.
გვარი: გურგულია.
პროფესია: მსახიობი.
– ბავშვობიდან განსაკუთრებულად რა გახსოვთ?
 – საბავშვო ბაღიდან მახსოვს ჩემი ძმაკაცები: გოგი კვერნაძე, ჭაბუა ამირეჯიბის შვილი – ლაშა ამირეჯიბი, გრეჩიხები, უფროსი გრეჩიხა იყო ჩვენს ჯგუფში, რუსიკო რიგვავა... ეს ბაღი კარგი ოჯახის შვილებისთვის იყო ვაკის პარკის შესასვლელთან. ერთხელ ჩემი დის გამო თავი გამიტეხეს: გვერდზე ერთი წლით უფროსების ჯგუფი იყო, ჩემს დას აბრაზებდა და ვიჩხუბე. მერე წავიდნენ და არც გამაფრთხილეს, შორიდან ქვა მესროლეს. ვერც ვიგრძენი, თავი რომ გამიტყდა. ჩემმა დამ ტირილი დაიწყო – თურმე, მთელი სახე სისხლიანი მქონია. მახსოვს შოკოლადი, რომელიც საბავშვო ბაღში დაგვირიგეს. მთელი დღე მეჭირა ხელში, რომ ჩემი დისთვის მიმეტანა, სახლში რომ მივედი და ხელი გამიხსნეს მთელი ხელი დამდნარი შოკოლადით მქონდა დასვრილი.  დაჩაგრულებს ყოველთვის ვიცავდი. გიორგი რომ მერქვა, წმიდა გიორგის გმირობებზე მზრდიდნენ. ამიტომ მეც ვთვლიდი, რომ უნდა დამეცვა ყველა დაჩაგრული. ძალიან ხშირად მიჩხუბია ქუჩაში, გოგონებისთვის მიჩხუბია. ზოგჯერ გოგო რომ დამიცავს, აღმოჩენილა, რომ ქმრებთან მიჩხუბია,  თურმე ცოლებს სცემდნენ და მერე ცოლებიც მე მეჩხუბებოდნენ: ჩემი ქმარია გაუშვი, გაანებე ჩემს ქმარს თავიო, ერთმა ჩანთა ჩამარტყა თავში, დონ კიხოტივით მომდიოდა ხოლმე.
– რისი გრცხვენიათ?
– მრცხვენია ყველაფრის. მორიდებული ადამიანი ვარ. ზურა ყიფშიძეს ჰკითხა დეიდამისმა – ინტელიგენტი რა არისო, ზურას ჩამოუთვლია: განათლებული, კეთილშობილი... დეიდას უპასუხია: არა ზურა, ინტელიგენტი არის ადამიანი, ვინც ცოტა ადგილს იკავებსო. რეალურად ეს არის, ინტელიგენციაც და აღზრდაც ეგ არის, რომ სხვები არ უნდა შეაწუხო, ზედმეტი არ მოითხოვო და დაეტიო იქ, სადაც ხარ.
– რას აფუჭებთ?
– ვაფუჭებ ყველაფერს. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო და ძალიან ბევრი რამ მიფუჭდება, იმიტომ რომ რეალურად დრო არ მყოფნის.
– ყველაზე მძაფრად რა გახსენდებათ?
– ყველაზე მძაფრად მახსენდება ჩემი ხიფათები. ალბათ, არ არსებობს სიკვდილის ფორმა, რომელიც არ გამომიცდია. რამდენჯერმე ავარიაში ვარ გადარჩენილი, დანით, იარაღით დაჭრილი. 15 წლის ვიყავი, პირველად რომ დამჭრეს, დანამ გულის პლევრა გაჭრა, მაგრამ ისე მოხდა, რომ გული შეიკუმშა და დანა გულში არ მომხვდა. ისე, რაც გიწერია, ალბათ, ეგ არის ცხოვრება. სახლში გაზი ამიფეთქდა. რომ შევედი, ხმა გავიგე, რაღაც შიშინებს, მივედი გაზთან და სანთებელა ავანთე გასასინჯად, ალი კედელს აჰყვა, ფანჯრები დაიმსხვრა, აფეთქდა, თმა, წარბი, წამწამი, ყველაფერი დამეწვა. 15 მეტრიდან გადმოვვარდი, თავით დავეხეთქე. აფრიკაში კი,  ოკეანეში ვიხრჩობოდი – 15-მეტრიან ტალღებში შევვარდი, სადაც ზვიგენებია და ვეღარ გამოვდიოდი. ყველანაირი სიკვდილისთვის ჩამიხედავს თვალებში.
– კლინიკური სიკვდილი გამოგიცდიათ?
– კი. „ტუნელი“ ვნახე, სიბნელეში რომ შედიხარ და იქ სინათლის წერტილია. სამი კითხვაც არის იქ, სამი მიზეზი უნდა დაასახელო, რატომ გიყვარს სიცოცხლე. მაშინ თამრიკო  ფოცხიშვილი მიყვარდა. ვუპასუხე, თამრიკო, ბავშვი და საქმეები, რომელიც მე არ დამიმთავრებია. ალბათ, თუ სწორ პასუხს გასცემ, უკან ბრუნდები. ეს მოხდა ესპანეთში, 90-იან წლებში, ქართველებმა „პატივი მცეს“ და ეს პატივისცემა ლამის სიკვდილით დასრულდა.
– ინტუიციას ენდობით?
– ინტუიცია ხშირად მიმართლებს: ლაშა ამირეჯიბი იყო მოსული, ზღვაზე მიდიოდა. ჩვენს დროს იყო ტანსაცმელს ვათხოვებდით ხოლმე. ტანსაცმელი მივეცი და რომ მიჰქონდა, ლიფტში ხელი შევყავი  და ვუთხარი: ზღვის რეზინის „ადიდასის“ „შლოპანცი“ დამიბრუნე, მჭირდება-მეთქი. მეორე დილით დენი გამოირთო და გავედი სადარბაზოში, ვცდილობდი, რომ შემეერთებინა. ორი „ატვიორტკა“ მეჭირა და ორი რკინა ერთმანეთს რომ მიედო, ორივე ხელი დამეწვა, მაგრამ რადგან რეზინის ფეხსაცმელი მეცვა, დამიწება არ მოხდა და გადამაგდო, იმ რეზინებმა მიშველა.
– რას იზიდავთ?
– ვიზიდავ გიჟებს, კარგ ადამიანებს, ცხოველებს, ბავშვებს. ცხოველიც, ბავშვიც, ალბათ, გიჟიც, ადამიანის ბუნებას ადვილად ცნობენ. გიჟებს სხვა რაღაცები აქვთ გახსნილი, სხვანაირი ხედვა აქვთ სამყაროსადმი. გიჟებს ვეძახით ჩვენ, მაგრამ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავს არაფერზე არ იკავებენ, რასაც გრძნობენ, გამოხატავენ თავის გრძნობებში და გამოხატვებში მართლები არიან. რასაც ფიქრობენ, იმას ამბობენ.
– პრობლემები პოლიციასთან...
– კომუნისტების დროს ანონიმურ საჩივრებს წერდნენ მეზობელები. ბევრ ბიჭს რომ დაგვინახავდნენ ქუჩაში – სამზე მეტს, ბანდააო და მივყავდით განყოფილებაში. იქ, ვინც შემოვიდოდა, ყველა მესალმებოდა და მკოცნიდა –  გიო, როგორ ხარო და მერე იმათ ყველას უშვებდნენ და მე მტოვებდნენ, შენ ყველას იცნობ და კრიმინალი ხარო. სანამ მშობლები არ მომაკითხავდნენ, არ მიშვებდნენ.
– ჭკვიანი ქალების კაცებს ეშინიათ?
– მე არ მეშინია. სულელ კაცებს ეშინიათ ჭკვიანი ქალების. არ შეიძლება, ჭკვიანს ჭკვიანის ეშინოდეს ან ძლიერს – ძლიერის.
– როგორია  სექსუალური ქალი?
– სექსუალური ქალი არის ის, ვინც არის შენთვის სექსუალური. ერთი ქალი ყველასთვის არ შეიძლება იყოს სექსუალური. სექსი არის ლტოლვა და რადგან ლტოლვა ფიზიკურთან არის დაკავშირებული, იქ მოდის კანის სუნი, თმის სუნი, ქიმია უნდა ხდებოდეს. მიზიდულობა რომ გქონდეს, ის ადამიანი შენთვის ახლობელი უნდა იყოს. თუ ის ქიმია არ შედგა, გამორიცხულია, იქ რაღაც ნორმალური შედგეს.
– სად უყურებენ კაცები ქალებს პირველად?
– თუ უკნიდან უყურებ – საჯდომზე, თუ წინიდან – თვალებში.
– რა არის სიყვარული?
– სულიერი სიახლოვე ბადებს მეგობრობას, ფიზიკური სიახლოვე – ლტოლვას და გონებრივი სიახლოვე – პატივისცემას. ამ სამის შეერთება არის სიყვარული. როდესაც ურთიერთობას რომელიმე კომპონენტი აკლია, სრულყოფილი არ არის. ადამიანები ყოველ სამ წელიწადში იცვლებიან, მსოფლმხედველობა ეცვლებათ, საჭმლიდან დაწყებული – რაც გუშინ მოსწონდა, ის დღეს არ მოსწონს, რადგან იცვლებიან, ამიტომ კარგია, თუ ერთი მიმართულებით  მიდიან, ერთნაირად იზრდებიან. არის ურთიერთობა – როდესაც ერთი იზრდება, მეორე ერთ ადგილას რჩება და მაშინ უკვე ერთი მხრიდან ინტერესი იკარგება, მეორისთვის შეიძლება, ის ადამიანი, ვინც იზრდება, უფრო საინტერესო ხდებოდეს, მაგრამ თვითონაც თუ არ იზრდება, არაფერი გამოვა.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– რა თქმა უნდა, ისევე როგორც ქალისთვის – კაცი. ქალს კაცი სჭირდება, რომ ბოლომდე გახდეს ქალი და კაცს – ქალი, რომ ბოლომდე გახდეს კაცი. კაცი და ქალი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ, უნდა იყოს ორი ნახევარსფერო, რომელიც ერთ სფეროდ გადაიქცევა. ერთი მთლიანობა უნდა გახდეს, რაც ძალიან რთულია.
–  გშორდებოდნენ თუ შორდებოდით?
– ვშორდებოდი. ოჯახს არ ვანგრევ, თუ სერიოზული მიზეზი არ მაქვს, ან თუ სხვა არ შემიყვარდა. ტყუილში ცხოვრებას მირჩევნია, მივიდე და ადამიანს ვუთხრა, რომ ასეა. ეს ძალიან გულსატკენია ადამიანისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება მოგიძღვნა, მაგრამ სჯობია სიმართლე უთხრა, ვიდრე ტყუილით შეურაცხყოფა მიაყენო, აიძულო, რომ თვალები დახუჭოს ტყუილზე. ჩემთვის ძალიან რთულია, ვიყო ტყუილში, ერთ ადამიანთან გავატარო ღამე და მერე სახლში მივიდე და მოვიტყუო. ადამიანი უნდა იყო გახსნილი და „ჩესნი“.
– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?
– სიყვარულში ყველანაირი სიგიჟე გამიკეთებია, აივნებზე აძრომებით დაწყებული მატარებლებზე გაკიდებით. ერთს მატარებელზე გავეკიდე, და თბილისიდან სოხუმამდე ყველა გაჩერებაზე ყვავილებს ვახვედრებდი. გოგოც, ალბათ, ხალისობს ამ დროს, გაჩერებას ელოდება დახვდები თუ არა.
– სიყვარულს წესები აქვს?
– სიყვარულს წესები აქვს, ოღონდ მთავარი წესი მაინც ის არის, იმეგობრო, ლტოლვა გქონდეს და არ მოატყუო, იმიტომ რომ უმნიშვნელო ტყუილიც კი ტყუილია და ერთხელ თუ ამ ნაბიჯს გადადგამ, სულ გადადგამ. რაც უნდა დაგემართოს, შენს უახლოეს ადამიანს, შეყვარებულს თუ არ უთხარი, აბა, ვის უნდა უთხრა. ხშირად იმ ადამიანს ვუმალავთ, რომელიც ყველაზე მეტად გვიჭერს მხარს, უნდა რომ დაგეხმაროს და გვერდით დაგიდგეს, მერე იმისთვისაც საწყენი ხდება, რომ არ ეუბნები.
– მთელი ცხოვრების ერთ ქალთან გატარება წარმოგიდგენიათ?
– რა თქმა უნდა, ოღონდ უნდა შეგხვდეს ის ადამიანი. მაგას ჰქვია მეორე ნახევარი. პლატონი წერდა, როცა დედამიწა გაიხლიჩა და მთვარე მოწყდა, ადამიანებიც გაიხლიჩნენ. იყვნენ ორსქესიანი ადამიანები, საიდანაც წამოვიდა ჰომოსექსუალიზმი და ასე შემდეგ, რადგან შიგნით ქალური და კაცური საწყისი იდილიაში იყო. როდესაც ეს გაიხლიჩა ადამიანმა მეორე ნახევრის ძებნა მერე დაწიყო. პლატონი წერდა, რომ იპოვიდნენ ერთმანეთს იმხელა ექსტაზი იყო, განცხრომისგან თვეობით ეყარნენ ქვიშაზე და არც საკვები უნდოდათ და არაფერიო. ალბათ, არის მეორე ნახევარი, როგორც ფილოსოფიური შავი ქვა, რომელსაც თუ იპოვი, იმ შემთხვევაში ხდები სრულყოფილი. მეც სულ ვეძებდი მეორე ნახევარს, ეს იყო თუ არა.
– ყველაზე კარგი რჩევა, რაც მიგიღიათ?
– ყველაზე კარგი რჩევა იყო, რომ ქუჩიდან წავსულიყავი და დედ-მამა არ გამეწბილებინა. ციხე-ციხე არ მევლო და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ქუჩაში რაღაც მომივიდა და ისეთ კაცთან მომიწია საუბარი, რომელიც ორმოცი წელი ციხეში იჯდა და ავტორიტეტი იყო. ამ კაცის ზრდილობამ, ქცევამ ბევრ რამეზე დამაფიქრა, ქუჩიდან წამოვედი და სამსახიობოზე ჩავაბარე.
– ქურდობაზე  უარი მაგ კაცის რჩევით თქვით?
– ვხატავდი, ვწერდი და მაინც ხელოვნება ვარჩიე.  ხელოვნებით უფრო მეტს იტყვი. გადაწყვეტილება მაგ კაცთან საუბრის შემდეგ, დაახლოებით ექვს თვეში მივიღე. ბევრ რამეზე თვალი ამიხილა.
– ხასიათის თვისება, რომელსაც მალავთ...
– ძალიან გულჩვილი ვარ. მამაჩემიც ასეთი იყო, სულ ბობოქრობდა, რომ თავის გულჩვილობა დაემალა. ალბათ, იმიტომ მალავ, რომ გული ზედმეტად არ გატკინონ. ადამიანებს რომ ასწავლი, რით შეიძლება, გული გატკინონ, მერე ამას ხშირად იყენებენ.
скачать dle 11.3