კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ მოიპოვა ათგზის მსოფლიოს ჩემპიონობა იმედა ჭინჭარაულმა და რატომ წავიდა ის 17 წლის ასაკში სახლიდან

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

იმედა ჭინჭარაული 24 წლის მკლავჭიდელია, რომელიც ათჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ბოლო მეცხრე და მეათე ჩემპიონობა მან ერთად მოიპოვა. როგორ გახდა ასეთი წარმატებული და როგორ მიაღწია ყველაფერს დამოუკიდებლად, ინტერვიუდან შეიტყობთ.
იმედა ჭინჭარაული: ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ მეტ-ნაკლებად გამომდიოდა. ბიძაჩემი „ტრენერი“ იყო, მკლავჭიდელი, 14-15 წლის ასაკში სამოყვარულო დონეზე დავიწყეთ ვარჯიში და შემდეგ ნელ-ნელა გადაიზარდა უკვე სერიოზულ, პროფესიონალურ სპორტში.  შედეგმაც არ დააყოვნა – პირველივე მსოფლიოზე, ორივე ხელი მოვიგე. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც პირველი შეჯიბრებები იყო. მერე პოლონეთში მოვიგე ორივე ხელი. შუალედში ზოგი ჩემპიონატი არც მახსოვს. ეს შეჯიბრება თურქეთში, ანტალიაში ჩატარდა. 12 კილო დავიკელი. იმ დროს, როდესაც მე გამოვდიოდი, 21 წლამდეც ვიგებდი ორივე ხელს და ახლა დიდებშიც ვიგებ.
– რა სირთულეების გადალახვა მოგიწია ჩემპიონობამდე?
– სკოლის დამთავრების პერიოდში დილემის წინაშე ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ამდენი წარმატება, ან უნდა გამეგრძელებინა ეს ვარჯიში, ან მესწავლა. უბრალოდ, მეცხოვრა სტუდენტური ცხოვრებით და კარგია, რომ ეს გზა ავირჩიე. სკოლის დამთავრებისთანავე არ ჩავაბარე უნივერსიტეტში, სპორტს გავყევი და წარმატებებსაც მივაღწიე. რაც ყველაზე მთავარია, 17 წლიდან მარტო გადავედი საცხოვრებლად, დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ვცდილობ, რაც შეიძლება, ნაკლებად დავიხმარო ჩემი ოჯახი. ჩემს თავს წავუყენე გამომწვევა, რომ ჩემი თავი მე თვითონ უნდა მეპოვა. კარგია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და ფინანსურადაც მყარად დავდექი, მერე ჩავაბარე უნივერსიტეტში. მინდოდა, მარტო მეცხოვრა, მარტო მიმეღწია ყველაფრისთვის. ხშირად მომნატრებია დედის გაკეთებული საჭმელი, – სხვანაირად გემრიელია, მაგრამ მაინც ასე ყოფნა მომწონს. თვითონ ვირეცხავ და ვიკეთებ ყველაფერს. უკვე მივეჩვიე  და ძალიან მომწონს იმის შეგრძნება, რომ ფინანსურად დამოუკიდებლად დავდექი მყარად, ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი თავად ვაკეთო. მარტოობა კარგი არაა, მაგრამ საჭიროა, გამოიწრთობა ადამიანი. ახლა უნივერსიტეტშიც ვსწავლობ, „ტრენერად“ ვმუშაობ, ვვარჯიშობ და პატარ-პატარა ბიზნესებიც მაქვს.
– როგორი შეგრძნებაა, როცა ათგზის მსოფლიოს ჩემპიონი ხარ?
– ბოლო 5-6 წელია, ჩემს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ჩემს მეტი არავინ გამხდარა და იციან, ბედს შეგუებულები ჩამოდიან. ერთ ხელს თუ მოიგებ, ერთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ხარ და ორივე ხელს თუ მოიგებ – ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი. ზოგიერთი მეორე ხელში საერთოდ არ გამოდის.  მე უფრო მემარცხენე ვარ. ეს ყველა სპორტში კარგია. ახლა რომ წავედი, საერთოდ არ ვგეგმავდი მეორე ხელში გამოსვლას. უიშვიათესია ადამიანი, ორივე ხელს რომ იგებდეს – ან ერთი ხელი აქვს ძლიერი და ან – მეორე. ახლა რომ წავედი, ცხრა თითის დანახებას ვაპირებდი. შეჯიბრებების მოგება დავიწყე ერთი თითის აწევით, მეორე, მესამე და ავედი რვა თითამდე, ანუ რვა მსოფლიოს ჩემპიონობამდე და ახლანდელ ჩემპიონატზე უნდა ამეწია ცხრა თითი. თან, ვგეგმავდი, 2019 წელს უნდა წამეღო ოქროსფრად დაწერილი ათიანი და ის მეჩვენებინა,  მაგრამ ისე მოხდა რომ წელს ორივე ხელში გავედი და მოვიგე. შეჯიბრებას იდეალურ ფორმაში შევხვდი, ისე მოვიგე ორივე ხელი, არანაირი პრობლემა არ მქონია, არანაირი წინააღმდეგობა არ მიგრძნია მეტოქეებისგან.
– ხელებს განსაკუთრებული მოვლა თუ სჭირდება?
– ხელებს და თავს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. ყოფილა შემთხვევა, ზაფხულში, სიცხეში თბილად ჩაცმული გამოვსულვარ, სპეციალური ხელების ჩასაცმელი არის და იმასაც ვიცვამ. იმდენ ფიზიკურ დატვირთვას ვაძლევ ხელებს, თუ კარგად არ მოვუარე, შეიძლება ტრავმაც მივიღო. ძალიან მძიმე წონებით ვვარჯიშობ, შეიძლება, დაუჯერებელი იყოს, მაგრამ სანამ წავიდოდი, ცალ ხელზე ჰანტელით 55 კილოზე ვვარჯიშობდი ფეხზე დამდგარ მდგომარეობაში.
– შენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი, შეყვარებული თუ გყავს და როგორი გოგონები მოგწონს?
– სიმართლე გითხრათ, ნავარჯშები გოგონები საერთოდ არ მომწონს. ბევრნაირი ვიზუალის და გარეგნობის გოგო მომწონებია. მათი შეფასების დროს უფრო დიდ ყურადღებას ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ვაქცევ. როდესაც გოგონები თვითონ იჩენენ ინიციატივას, ყოველთვის ვცდილობ, ოქროს შუალედი დავიცვა. გოგო მომწონს იქიდან გამომდინარე, თვითონ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩემ მიმართ. ძალიან პასიური ვარ. ადამიანი უფრო იქცევს ჩემს ყურადღებას, თუ ჩემთან დაახლოებას ცდილობს. ძალიან მომწონებია გოგო, მაგრამ არც არაფერი გამიკეთებია. ვცდილობ, მე არ ვიყო წამყვანი, მისგან ველოდები ნაბიჯს და ამაში ვხედავ ხიბლს.
– შეჯიბრებებებიდან გამომდინარე, უცხოელ გოგონებთან ურთიერთობა გიწევს. რით განსხვავდებიან ისინი ქართველი გოგონებისგან?
– ბავშვობაში რუსეთში ვიზრდებოდი, რამდენიმე კლასი იქ დავამთავრე.  ქართველ გოგოს კომპლიმენტს რომ ეტყვი, შეიძლება, ერთი წელი არავის ჰქონდეს კომპლიმენტი ნათქვამი, მაგრამ შენი კომპლიმენტი აუვარდეს თავში და შენ გადმოგხედოს ზემოდან. ხშირად არა, მაგრამ მქონია ასეთი შემთხვევები და არასასიამოვნოა. ჩვენ მიმართ ბალტიისპირელი, უკრაინელი და რუსი გოგონები უფრო ყურადღებიანები არიან. ხშირად მეუბნებიან, რომ ქართველს არ ვგავარ. ერთხელ აეროპორტში მიდიოდნენ და უკრაინელების „მარშრუტში“ მეპატიჟებოდნენ. შეჯიბრების შემდეგ ტარდება ბანკეტი. გოგონებიც არიან მკლავჭიდელები, სხვათა შორის, ძალიან ლამაზები, მათ მოყვებიან სხვა არასპორტსმენი გოგონებიც შვედეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და ყოველთვის კავკასიელ ბიჭებს გვანიჭებენ უპირატესობას. მათი სამიზნე ყოველთვის ჩვენ ვართ. ხშირ შემთხვევაში, ამ გოგონებმა, შეიძლება, აქეთ აგვყარონ. სიმართლე გითხრათ, მე უფრო მეტად ქართველი გოგონები მომწონს, მეტ ხიბლს, ეშხსა და სილამაზეს ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, პროცენტულად, გენოფონდი უკრაინელებსა და სხვებს უფრო კარგი ჰქონდეთ. მათ ლამაზ გოგოს ქართველი ლამაზი გოგო მირჩევნია, იმიტომ რომ ქართველია და ყველაფერს  ქართულს ვგულშემატკივრობ. ძალიან დიდი შეხება მაქვს უცხოელ გოგონებთან, მაგრამ არასდროს მომწონებია. უტვინო გოგო არასდროს არ მომეწონება. გამომდინარე იქიდან, რომ ფიტნეს-ინსტრუქტორი ვარ და დარბაზში ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული, საჯდომით და ფორმებით ვერავინ გამაკვირვებს, მაგრამ არის გარეგნობაში ისეთი დეტალები, რაც ჩემთვის სექსუალურია, ეს არის გამოხედვა, მზერა... შეიძლება, ისეთი გამოხედვა ჰქონდეს, რომ ძალიან მომეწონოს და ეს არის ჩემთვის სექსუალური, არანაირი სხეულის ნაწილი, დიდი საჯდომი და ასე შემდეგ.
– გოგოს ქალიშვილობა თუ განსაზღვრავს მის პატიოსნებას?
– ძალიან ბევრი მეგობარი გოგო მყავს და ძალიან ბევრი ქალიშვილი, მაგრამ არაპატიოსანი გოგო მინახავს თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე. ქალიშვილობა გოგოს პატიოსნებას არ განსაზღვრავს, ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს, თუმცა ჩემს პირად ცხოვრებას არ გავასაჯაროებ.
скачать dle 11.3