კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როგორ აქვს იოსებ ხვედელიძეს კარგი ურთიერთობა „საყვარელი ქალის ქმართან“ და ვინ ელოდება მის „გაბრდღვნას“

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიებში ქეთის თავს საინტერესო ამბები ხდება. ქმრის პარალელურად, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მამაკაცი გამოჩნდა, რომლის როლსაც მსახიობი იოსებ ხვედელიძე ასრულებს და რომელთანაც, როგორც ჩანს, გარკვეული გრძნობები აკავშირებს. ღალატის ზღვრამდე მისული პერსონაჟის საქციელმა მაყურებლებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.  
იოსებ ხვედელიძე: „ჩემი ცოლის დაქალებში“ ეკა მჟავანაძისა და დათო გაბუნიას რეკომენდაციით მივედი. აქამდეც ვუყურებდი სერიალს პერიოდულად და ქეთის ოჯახური ამბები კარგად ვიცოდი. არ ვიცი, შეიძლება, ცივი გარეგნობა მაქვს და ამიტომ მაძლევენ ასეთ როლებს. არადა, სინამდვილეში არ ვარ ცივი კაცი და მინდა ხოლმე, რომ ძალიან კეთილი პერსონაჟი ვითამაშო (იცინის). ხალხის აზრი ყოველთვის მაინტერესებს, მათ კომენტარებს ვკითხულობ და ვცდილობ, სწორი ანალიზი გავაკეთო. ვიღაც თვლის, რომ არ მიხდება ეს როლი, ვიღაც – პირიქით და ასე შემდეგ. ძალიან ბევრს ჰგონია, რომ სინამდვილეშიც ასეთი ვარ. ჩემთან დაკავშირებით განსაკუთრებით გააქტიურდა გასვენების, ქელეხისა და შილაფლავის თემები. ერთი ბიჭი წერდა, ჩემი ცოლის ღალატი უფრო წარმომედგინა, ვიდრე ქეთისიო (იცინის). ზოგი ისეთ კომენტარებს წერს, მეშინია, ქუჩაში ბოჭორას ფანმა თავში არაფერი ჩამარტყას ან ქეთის „სიწმინდის მედროშემ“ არ დამარტყას რამე (იცინის).
– ჰგონიათ, რომ მართლა ანგრევ ოჯახს?
– კი, ზოგს ჰგონია, რომ მართლა ვინმეს ვუნგრევ ოჯახს. ვერ ვიტყვი, რომ დიდად მომწონს, ხალხი რომ პირდაპირ ლანძღვას იწყებს. პირადად სოსო ხვედელიძეს არ ლანძღავენ, მაგრამ პრინციპში, ნაწილი მაინც მლანძღავს. ვიღაცამ დაწერა ბოჭორას მერე, ამაში რა მოეწონა, ვიღაც სიმპათიური მაინც აერჩიაო (იცინის). ასეთ კომენტარებზე ვხალისობ და რა თქმა უნდა, არ მაღიზიანებს, მაგრამ თუ ძალიან ილანძღებიან და პირადად მე მაყენებენ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო.
– შენ რას ფიქრობ შენს გმირზე?
– ნებისმიერ პერსონაჟს უნდა უპოვო გამართლება, რომ გულწრფელად ითამაშო. ამ შემთხვევაში იმით ვამართლებ ამ ტიპს, რომ ქეთი გულწრფელად უყვარს. შეუყვარდა და ეს ყველაფერი ამიტომ ხდება, თორემ ვინმეს ოჯახის დანგრევა მისი თვითმიზანი არ არის. ცხოვრებაში წინასწარ ვერაფერს იტყვი.
– თვითონაც ოჯახი ჰყავს.
– კი. მაგრამ მობეზრებული ჰყავს ოჯახი და ამაზე კიდეც საუბრობს. მისთვის ეს ოჯახი რუტინა და ერთფეროვნებაა. ცოლ-ქმარს შორის ის ქიმია აღარ არსებობს, რომელიც ურთიერთობას საინტერესოს ხდის. მოკლედ, ოჯახებში ორივეს ძალიან დიდი პრობლემები აქვთ. რეალურად მე ოჯახში, ჩემს ცოლთან და ორ შვილთან ერთად თავს გადასარევად ვგრძნობ. ჩემ გარშემო, ჩემი სამეგობროს ოჯახებში თუ დაძაბული სიტუაციაა, სულ ვცდილობ, რაღაც დადებითს მოვეჭიდო. მთელი ჩემი ცხოვრება შემრიგებელი და მანდილის ჩამგდები ვარ (იცინის). ჩვენ შორის განსხვავება ისიცაა, რომ მე ასე უცებ არ შემიყვარდება. ვფიქრობ, ამ ასაკიდანაც გამოვედი. პატარა ასაკში შეიძლება უფრო ახუნტრუცდე, მაგრამ 36 წლის ასაკში – არა. აი, ბატონი აჩიკო ვაჩნაძე ახუნტრუცდა, მაგრამ სოსო ბევრად პრაგმატული ტიპია (იცინის).
– გიორგი ბოჭორიშვილს თუ იცნობდი აქამდე?
– ყველა ელოდება, რას მიზამს, გამბრდღვნის თუ არა შუაზე (იცინის). მეც ძალიან მაინტერესებს, რა მოხდება. სინამდვილეში ბოჭორა ძალიან მიყვარს. წლებია, ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
– „საყვარელი ქალის ქმართან“ გაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა?
– (იცინის) მართლა წლებია, ვიცნობ და ძალიან მიყვარს, თუმცა აქამდე ერთად არასდროს გვითამაშია და ვნახოთ, ჩვენი შეხვედრა როგორი იქნება (იცინის).
– სინამდვილეში როგორი მეოჯახეა, ეს ჩვენი ოჯახის დამანგრეველი აჩიკო?
– ყველაზე მეტად ოჯახი მაბედნიერებს. გასართობად წასვლაც კი სახლში მირჩევნია, მეგობრების გარემოცვაში, კაფეებისა და რესტორნების მოყვარული არ ვარ. მორიდებული კაცი ვარ, ჩემთვის დიდი კომფორტი სიმყუდროვეა. მყავს ორი შვილი და ბედნიერად ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან ერთად უკვე მეცხრე წელია. შეიძლება, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ძირითადი პრინციპები გვაერთიანებს.
– ღალატის თემა აქტუალურია სერიალში და თქვენს ოჯახში როგორი დამოკიდებულებაა ღალატზე სქესის ნიშნით?
– საერთოდ, მგონია, რომ ღალატი ღალატია. თუმცა, სადღაც მაინც მაქვს ის მომენტი, რომ თითქოს, ქალმა კიდევ უფრო მეტად უნდა დაიცვას ოჯახის სიწმინდე. ალბათ, ეს მენტალიტეტში გვაქვს, მე პირადად ვერ დავმალავ, რომ ასეა. თუმცა, ვფიქრობ, თანაბარი უფლებები ყველაზე სამართლიანია და ჩვენს ოჯახში ამ გზას ვადგავართ. სხვას რომ რაღაცას სთხოვ, იმ ამბავში შენ თვითონაც მოგვარებული უნდა იყო.
– ქმრების რომელ კატეგორიას მიეკუთვნები?
– ცოტა ბუზღუნა კაცი ვარ. მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ, თუმცა ჩემი მოთხოვნები ძალიან ყოფითი და ყოველდღიურია. ცოტა ვტანჯავ ხოლმე ჩემს თავს, მუდმივად ვებრძვი და არ ვპატიობ თუნდაც პატარა შედომას. შეიძლება, გაკიცხვით და ნერვიულობით შევჭამო საკუთარი თავი, თუნდაც იმის გამო, რომ ვიღაცას თავი მოვაბეზრე და მერე მთელი დღე „დაგრუზული“ ვიყო (იცინის).
– რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ?
– ყოველთვის სუსტი ვარ, როცა საქმე შვილებს ეხება. მაგრამ ზოგადად, ძლიერი ვარ, ვერაფერი მანგრევს, რაც კარიერას ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გულისტკენა მქონია. სერიალში ჩემი შვილის როლს, ჩემი ნამდვილი შვილი თამაშობს. ჯერ ოთხი წლისაა, არ ვეუბნებით ხოლმე, რომ გადაღებაზეა და როცა მთავრდება, მეკითხება: როდის უნდა გადამიღონო?! (იცინის). უფროსი შვილიც იღებდა სხვა პროექტში მონაწილეობას. როცა საქმე ოჯახს და მით უმეტეს, შვილებს ეხება, შემიძლია, მთა გადავდგა და სიამაყით ვიტყვი, რომ კარგი მამა ვარ. უფრო ოჯახის ტიპი ვარ, ვიდრე კარიერისტი.
– მსახიობობის გარდა, როგორც ვიცი, რეალურად პროფესიით ექიმიც ხარ.
– სამედიცინო მაქვს დამთავრებული, ჩემი პირველი პროფესია ექიმობაა და მეგობრები მეუბნებიან, მამაშენს მიუძღვენი ეს როლიო. მშობლების სურვილი იყო, რომ ექიმი გავმხდარიყავი. სამედიცინო ინსტიტუტის მეექვსე და თეატრალურის პირველ კურსზე ერთდროულად ვსწავლობდი. სამედიცინო დავამთავრე, დიპლომი ავიღე, მაგრამ არასდროს გამომიყენებია.
скачать dle 11.3