კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 ZADIG@VOLTAIRE-ის ახალი სუნამო GIRLS CAN DO ANYTHING – ფემინიზმის ახალი ტალღა, რომელიც ყველაფერს ცვლის

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

პარფიუმერიული ქსელი „ისი-პარი“, თავის ერთგულ მომხმარებელს ყოველთვის სასიამოვნო და სურნელოვანი სიახლეებით ანებივრებს. ZADIG@VOLTAIRE-ის ბრენდის სუნამოები, მდიდრული, მაცდუნებელი, ინოვაციური სურნელით გამოირჩევა. ამჯერად კი, „ისი-პარი“ გვთავაზობს ამ ბრენდის სიახლეს, სახელწოდებით GIRLS CAN DO ANYTHING. ეს სუნამო არის ფემინიზმის ახალი ტალღა, რომელიც  ყველაფერს ცვლის, ეს არის სასიამოვნო და ამაღელვებელი რევოლუცია, თამამი, მღელვარე და განუმეორებელი კონტრასტებით, გამორჩეული სიძლიერის, რომელიც ნათლად გამოხატავს ბრენდის ღირებულებებს და ახალი სუნამოს კონცეფციას. ის განასახიერებს ქალურობის ახალ, თავისუფალ და გაბედულ სტილს და მოგიწოდებთ, გათავისუფლდეთ სტანდარტული აზროვნებისგან. იყავით
თავისუფალი საკუთარ არჩევანში, შეხედულებებსა და ქმედებებში. გაიმრავალფეროვნეთ გამოცდილებები მამაკაცური სიძლიერისა და იდეალური ქალურობის შერწყმით.
როგორც პარფიუმერი ქუენტინ ბიში ამბობს, ქალი, რომელიც ამ სუნამოს იპკურებს, არის მარად ახალგაზრდა, კომუნიკაბელური, ელეგანტური, თანამედროვე, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული. თავისუფალია იქ, სადაც არ ელიან მის თავისუფლებას. ეს არის ფუჟერული სურნელი მამაკაცური გავლენით და ქალური დასასრულით.
სუნამოს პრეზენტაცია „ისი-პარის“ კრეატიულმა გუნდმა და მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ შარდენზე მდებარე კლუბ „ბიბლიოთეკაში“ გამართეს და ჟურნალისტებს საოცარი საღამო აჩუქა.
ასე რომ, შეგიძლიათ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ესტუმროთ „ისი-პარის“ მაღაზიათა ქსელს და შეიძინოთ ენერგიისა და ქალურობის სურნელი – ძვირფასი მეტალის თავსახურიან ფლაკონში მოთავსებული  GIRLS CAN DO ANYTHING. სურნელი გაჯერებულია ნათელი, ნაზი, ამავდროულად, მხურვალე და მომაჯადოებელი ნოტებით, რომელიც ნებისმიერი ადამიანის მკაცრ პარფიუმერიულ გემოვნებას აკმაყოფილებს.
скачать dle 11.3