კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 გაგი მოსიაშვილის წარმატებული იურიდიული კომპანია LEGAL POINT GEORGIA – ადამიანების უფლებების დაცვის სამსახურში

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

ცნობილმა და წარმატებულმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა იურიდიული კომპანია LEGAL POINT GEORGIA 2012 წელს მეგობრებთან – მერაბ ჩიქოვანთან, ვახტანგ კაპანაძესთან და  ზვიად ასათიანთან ერთად დააფუძნა და მათ გუნდს დღემდე არაერთი საქმე აქვს მოგებული. კომპანია კლიენტებს იურიდიული და საადვოკატო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პროცესებს  LEGAL POINT GEORGIA-ს პროფესიონალი ადვოკატები წარმართავენ. დღეს რომ ეს კომპანია წარმატებული ბრენდია, სწორედ მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბატონ გაგი მოსიაშვილის სახელს უკავშირდება. სწორედ ამიტომ მას დამსახურებულად მიენიჭა პროფესიონალი ადვოკატის სტატუსი.
გაგი მოსიაშვილი: პროფესია ბიძაჩემის, ადვოკატ ვაჟა მოსიაშვილის გავლენით ავირჩიე. სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე და როგორც რაიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდას, რუსთავში, ბიძაჩემთან, მომიწია ცხოვრება. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე  რუსთავის საქალაქო სასამართლოში კურიერად დავიწყე მუშაობა. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. 2003 წლიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, რუსთავის ოფისში ვმუშაობდი. 2006 წელს კი თბილისში, „საიას“ ცენტრალურ ოფისში გადმოვედი. ერთი წლის შემდეგ დავტოვე საქართველო და სამი წლით თურქეთში წავედი – ქართულ-თურქული კომპანიის იურისტი გახლდით. 2008 წლის მოვლენების შემდეგ  კი ისევ საქართველოში დავბრუნდი.
ჩემი პირველი სასამართლო  პროცესი გარდაბანში იყო, სისხლის სამართლის საქმეზე. ახლაც მახსოვს, სასამართლო პროცესზე გამოსვლის დროს ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. პიროვნებას, რომელიც  ქურდობის ფაქტზე იყო დაკავებული,  პირობითი მსჯავრი დაეკისრა.
– რა არის თქვენი კომპანიის  წარმატების საიდუმლო?
– ჩვენი საქმიანობა, ძირითადად, გუნდური მუშაობის პრინციპზეა დაფუძნებული და ვფიქრობ, ეს არის ჩვენი კომპანიის წარმატების ძირითადი მიზეზი. ჩემი და ჩემი პარტნიორებისა და თანამშრომლების პრინციპული მუშაობის შედეგია ის  წარმატება, რაც დღეს LEGAL POINT GEORGIA-ს აქვს. სამართლებრივი კუთხით მთლიანი ბაზარი გვაქვს ათვისებული. ჩვენი მუშაობის ძირითადი პრინციპი კი ისაა, რომ ყველა მიმართულებით მოვიძიოთ სრულყოფილი ინფორმაცია, გავაკეთოთ მისი ანალიზი და ამის შემდეგ საქმის პლუსები და მინუსები გამოვკვეთოთ. ყველაფერი ხდება გუნდის ერთობლივი მუშაობით,  რაც უფრო სახალისო, საინტერესო და ეფექტური პროცესია.
– როგორ დანვითარდა LEGAL POINT GEORGIA 2012 წლიდან დღემდე?
– ამ წლების განმავლობაში გავფართოვდით და თანამშრომლებიც დავიმატეთ. სიტყვა თანამშრომელი ჩემთვის სიმბოლურია, რადგან ერთი ოჯახი ვართ და ჩვენს კომპანიაში ძალიან მეგობრული ატმოსფეროა. მიმაჩნია, რომ ადამიანი სიყვარულით უნდა აკეთებდეს საკუთარ საქმეს, ეს მისთვის მოვალეობა არ უნდა იყოს, სამსახურში მოსვლა უნდა უხაროდეს. ასეთ შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო დიდი წარმატებით კეთდება. დღეის მონაცემებით, ჩვენს ისტორიაში სტატისტიკურად ბევრი გამამართლებელი განაჩენია.
– როგორ შეკრიბეთ ეს გუნდი?
– ამ ადამიანებთან მრავალწლიანი ურთიერთობები მაკავშირებს და დროთა განმავლობაში ერთ გუნდად შევიკრიბეთ. მახსოვს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა ერთ-ერთი პროცესი, სადაც მე და ბატონი მერაბ ჩიქოვანი სხვადასხვა ბრალდებულის სტატუსის მქონე პირს ვიცავდით და ძალიან მომეწონა მისი მუშაობის სტილი. ასევე, მრავალწლიანი ურთიერთობა მაქვს ვახტანგ კაპანაძესთან, ზვიად ასათიანთან  და ნებისმიერ თანამშრომელთან, ვინც ჩვენთანაა. მათ იურისპრუდენციაში მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში დავუახლოვდი, ეს ადამიანები  თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.
მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებებს საკმაოდ  წარმატებულად  და რაც მთავარია, სწორი სამართლებრივი მიმართულებით ვიცავთ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან გუნდის თითოეული წევრი მოწოდებით ადვოკატია და ჩვენთვის ადამიანის უფლებები ყველაზე ღირებულია.
– თქვენი და თქვენი კომპანიის სახელს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდება, რამდენად რთულია საზოგადოების მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობა?
– ისე მოხდა, რომ ჩვენს წარმოებაში მართლაც ბევრი ისეთი საქმე იყო და არის, რომლის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ საქმის ირგვლივ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ.
– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ ვგეგმავთ LEGAL POINT GEORGIA-ს ფილიალების გახსნას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. გვაქვს მიზანი, რომ ადამიანების უფლებების დასაცავად ხმალამოღებული ვიბრძოლოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
скачать dle 11.3