კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


კითხვა: როგორ მოვამზადოთ ბოსტნეულის ეფექტური ნიღბები ცხიმიანი და მოდუნებული კანისთვის მარტივად, სახლის პირობებში?
პასუხი:
გახეხეთ 1 ცალი მოზრდილი სტაფილო, დაამატეთ ცოტა ბავშვის პუდრა და მიღებული მასა დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ძალიან უხდება ცხიმიან, მოდუნებულ, ფერიმჭამელებიან და ფერმკრთალ კანს. დაჭერით პომიდორი მრგვლად და დაიდეთ სახეზე, 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ სახე. აიღეთ კომბოსტოს ფოთლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და დაიდეთ სახეზე, 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. ცხიმიან კანს ძალიან უხდება ქატოს ნიღაბიც. შეურიეთ ქატო რძეში ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და დაიდეთ სახეზე. ნიღაბი რომ გახმება, სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ყველა ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია ცხიმიანი კანისთვის.
კითხვა: მაქვს ნორმალური სახის კანი. ელექტროეპილაციის შემდეგ მრჩება ნანემსრები. რა საშუალებით შეიძლება მათი მოცილება და რა სახის მკვებავს და დამატენიანებელს მირჩევდით ჩემი კანისთვის?
პასუხი:
ნემსით ეპილაციის შემდეგ ყოველთვის რჩება ნანემსრები, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვალოდ ქრება. კარგი იქნება, თუ ეპილაციის შემდეგ რომელიმე ანტისეპტიკურ მალამოს წაისვამთ. რაც შეეხება დამატენიანებელს და მკვებავს, ეს უნდა შეირჩეს კანის ტიპიდან გამომდინარე.
скачать dle 11.3