კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რომელი მცენარის გახარება გეკრძალებათ სახლში

სწორად შერჩეული ქოთნის მცენარე არა მარტო წმენდს სახლის ენერგიას, არამედ დიდწილად განაპირობებს თქვენს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას.
სახლის ოთახების, აივნისა თუ ეზოს გასალამაზებლად დღეს მოდაში შემოვიდა ქოთნის ყვავილები. მას ბევრი ყიდულობს, თუმცა, მორწყვის გარდა, მცენარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონი, რათა მცენარემ ანალოგიურად გიპასუხოთ და დადებითი ენერგია უკან დაგიბრუნოთ. ქოთნის მცენარეები წმენდენ ჰაერს და შთანთქავენ უარყოფით ენერგიას. ზოგადად, მცენარეებს ძალიან რთული აურა აქვთ. შესაბამისად, რაც უფრო მეტად შეეხამება თქვენი და მცენარის აურა ერთმანეთს, მით ეფექტური და დადებითი იქნება თქვენი თანაცხოვრებაც.
თუ გეცოდინებათ, რომელი მცენარეა სახლში საშიში და რომელი – თქვენთვის სიკეთის მომტანი, მაშინ ადვილად დააღწევთ თავს პრობლემებს და პირიქით, ბედნიერი, ენერგიული და წარმატებული გახდებით. მაგალითად:
* სურო იზიდავს სხვადასხვა ავადმყოფობას და ხელს უწყობს კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნას ოჯახში. მისი გაჩერება არა მარტო სახლში, ოფისებშიც არ არის რეკომენდებული. სურო ფლობს მამაკაცის ენერგიას და პრაქტიკულად აძევებს ძლიერ სქესს.
* არავითარ შემთხვევაში არ გააჩეროთ მცენარე მონსტერა საძინებელში ან საბავშვო ოთახში. ის ისრუტავს როგორც უარყოფით,  ისე დადებით ენერგიას.  
* ბეგონია მცენარე-ვამპირია. ის ისრუტავს უარყოფით და დადებით ენერგიას, თუმცა ცოტა ხანში, უკან მხოლოდ დადებითს დაგიბრუნებთ.  
* გაგიკვირდებათ, მაგრამ საყვარელმა ორქიდეამაც შეიძლება, მთელი თქვენი დადებითი ენერგია შთანთქას. ის განსაკუთრებით აქტიურდება ღამის საათებში და გამთენიისას.
ზოგადად, მცენარეები მათი დანიშნულების მიხედვით უნდა შეარჩიოთ:
საძინებელი ოთახისთვის – ლავანდის სუნი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხსნის დაძაბულობას და ეხმარება ადამიანს დაძინებაში. ყვავილის ყველა სახეობას შორის ფრანგული ლავანდა სწორედ ის სახეობაა, რომელიც საუკეთესოდ იზრდება ბინაში. თუ გინდათ, გარანტირებული გქონდეთ მშვიდი ძილი, დადგით ქოთანი საძინებლის მზიან ადგილას და რეგულარულად მორწყეთ.
სასტუმრო ოთახისთვის –  ფულის ხე ამ ოთახისთვის იდეალურია. დადგით ის გამოსაჩენ ადგილას, ხშირად ეჩურჩულეთ მას და მიეფერეთ. გარშემო კი ხურდა ფული შემოულაგეთ და ის თქვენი ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
კაბინეტისთვის – კაბინეტში ოთახის მცენარეები და კერძოდ, სანსევიერია აუცილებელია. ის  ჟანგბადს გამოყოფს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ტვინის მუშაობას, ადამიანს ეხმარება კონცენტრაციასა და დაღლილობასთან ბრძოლაში.
სასადილო ოთახისთვის – დრაცენა სანდერა, იგივე „ბედნიერების ბამბუკი“, იდეალური მცენარეა. მას მხოლოდ მზის შუქი, წყლით სავსე ჭურჭელი და ქვები სჭირდება, სამაგიეროდ, ადამიანების ბედნიერებას უწყობს ხელს.
სააბაზანოსთვის – სააბაზანო ოთახის გამწვანებისთვის, საუკეთესო მცენარე გვიმრაა. ის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და დადებით ენერგეტიკას ასხივებს.
სამზარეულოსთვის – არსებობს დეკორატიული სანელებლის მცენარე-ბალახები, რომლებიც სახლის პირობებში იზრდებიან. არ არსებობს სამზარეულოსთვის უფრო უკეთესი მცენარე, ვიდრე ისინი, რომელთა კულინარიაში გამოყენებაც შესაძლებელია.  
ლოჯიისთვის – ალოე ის მცენარეა, რომელიც ლოჯიაში აუცილებლად უნდა გაახაროთ. ის სახლში უარყოფით ენერგიას არ უშვებს და პასუხს აგებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.скачать dle 11.3