კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა ეკისრება ქრისტიან ადამიანს გარშემო მყოფთა მიმართ?
პასუხი:
ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ, სხვებს უნდა აყენებდეს საკუთარ თავზე წინ, მოთმინებით უნდა აიტანოს მოყვასის უძლურებანი და უგუნურებანი; სხვა არ უნდა შეურაცხყოს; სარგებელი უნდა მოუტანოს სხვებს გულითადი, სულისმიერი საუბრით და უნდა ილოცოს მოყვასისთვის.
კითხვა: მყავს შეყვარებული, მინდა, მასზე დავქორწინდე, მაგრამ ჩემი მშობლები წინააღმდეგნი არიან, რადგან ის ჩვენი ოჯახისთვის შეუფერებლად მიაჩნიათ. ვიცი, რომ მშობლებს პატივი უნდა ვცე, მაგრამ ჩემს სიყვარულზე უარის თქმაც არ მინდა. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
აქ მნიშვნელოვანია მიზეზი, თუ რატომ არ სურთ მშობლებს ამ ქორწინების აღსრულება. თუ მიზეზი არის უბრალოდ ის, რომ ვთქვათ, გოგონა მატერიალურად უზრუნველყოფილი არ არის ან მის ოჯახს სხვა სოციალურ საფეხურზე მდგომად მიიჩნევენ, ამ შემთხვევაში, უნდა დაიცვათ თქვენი სიყვარული. მშობლების პატივისცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ქორწინების საფუძველი სიყვარულია. ამდენად, მშობლების მიმართ ბრმა მორჩილებაც არ იქნება სწორი. ქორწინება ანგარებით არ უნდა ხდებოდეს. მისდიეთ სინდისის ხმას, რადგან ეს არის უფლის ხმა თქვენში და შესაბამისად მოიქეცით.
კითხვა: ვიპოვე ჩემს ოჯახზე გაკეთებული ჯადო. ძალიან შეშინებული ვარ. მირჩიეს, ნათელმხილველს მივაკითხო, ვინც მას გაანეიტრალებს. ჯადოს ხომ აღიარებს ეკლესია, სწორად მოვიქცევი, თუ დასახმარებლად ნათელმხილველთან მივალ?
პასუხი:
„ნათელმხილველთან“ მისვლით თქვენს მდგომარეობას უფრო დაამძიმებთ, რადგან ეგრეთ წოდებული, „ნათელმხილველი“ იქნება თეთრი ან შავი მაგიის მიმდევარი, შესაბამისად, ბნელი ძალების მსახური. ასეთი ნაბიჯი თქვენს ოჯახს ვერ დაეხმარება. მიმართეთ ეკლესიას! მოძღვარი წაგიკითხავთ სპეციალურ ლოცვას და თქვენი ოჯახი ასცდება დამანგრეველ ზემოქმედებას, რაც შეიძლება, ჯადომ გამოიწვიოს.
კითხვა: ყოველი ადამიანი ღვთის შვილად მიიჩნევა. სულ მიჩნდება შეკითხვა, როგორ შეიძლება, ღვთის შვილი იყოს ბოროტი, მრუში, პატივმოყვარე, შურიანი ადამიანი?
პასუხი:
ცხადია, ასეთი მანკიერებებით ადამიანი ცოდვებით არის დამძიმებული, მაგრამ ის მაინც ღვთის შვილია, რადგან უფალი ყოველთვის მისცემს მას გამოსწორების შანსს და თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული, დატოვებს თუ არა ცოდვილ ჩვევებს და შეუდგება თუ არა უფალს. გულწრფელი მონანიების შემთხვევაში შესაძლებელია, ყოველი ადამიანი მძიმე ცოდვებისგანაც კი გათავისუფლდეს.скачать dle 11.3