კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 უფლის გზაზე

საღვთო სითბოს პირველი ნაყოფი არის აზრების  ერთად მოკრება და განუშორებლად ღმერთისკენ მათი მიმართვა. თუკი აზრები გღლის, არ გაძლევს ღმერთის წინაშე ყურადღებით წარდგომის საშუალებას, მაშინ უნდა იცოდე, რომ ამ დროს არსებული სითბო ღმერთის არ არის, საკუთარია.
***
ზოგიერთები არასწორად კმაყოფილდებიან ან შემოიფარგლებიან მხოლოდ სითბოს შეგრძნებით და არ ზრუნავენ სულიერ გრძნობებზე, თვით ღმერთის ხსოვნაზეც კი. მხოლოდ იმას ფიქრობენ, რომ ეს სითბო იქონიონ. ეს უნდა შევამჩნიოთ და გამოვასწოროთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ სისხლისმიერი, ცხოველური სითბო დარჩება. ეს სითბო არ უნდა მივიჩნიოთ სულიერად ან მადლმოსილად; სულიერი მას მხოლოდ მაშინ შეიძლება ვუწოდოთ, როცა მას თან ახლავს სულიერი, ლოცვითი მოძრაობები. ვინც მათ გარეშე უწოდებს მას სულიერს, ის ცდება.
***
თუკი გული გაგიქვავდა, იტირე უფლის წინაშე, რათა გარდამოღვაროს მან შენზე ცოდნის ნათელი.
***
ვისაც უნდა მოუკლებლად ილოცვიდეს, თავზე უნდა აიღოს უვრცელესი ღვაწლი, დიდი შრომა და განუწყვეტელი გულმოდგინება, რადგან მოუკლებელ ლოცვას ბევრი ცოდვითი წინაღობა უჩნდება: ძილი, მოწყინება, სხეულის დამძიმება, ზრახვების მოძალება, გონების მოუწესრიგებლობა, დაუდევრობა, მოუთმენლობა, დაუძლურება და ბოროტის სხვა ცბიერი მანქანება. ამას მოჰყვება წუხილი, მზაკვარი სულების შემოტევა, რომლებიც ღვთის ჭეშმარიტად მაძიებელ სულს ებრძვიან სისხლის დაღვრამდე და ყოველმხრივ უშლიან ხელს ღმერთთან მოახლოებაში. ამიტომ გვმართებს სიმხნევე, სიფხიზლე და გულმოდგინება მთელი სულიერი და ფიზიკური ძალისხმევითა და მოთმინებით. როგორც ახოვნად ჯვარტვირთული, განუწყვეტლივ ბრძოლაში უნდა იყოს, ასევე – დიდ შრომაში, ტირილსა და მწუხარებაშია სასუფევლის გამო; არ უნდა მოდუნდეს, არ დანებდეს ცოდვითი აზრების მოძალებას, ან ძილს, ან მოწყინებას, ან მოდუნებას, ან გონების მშფოთვარებას; არ უნდა მიეცეს აზრით რაიმეს უჯეროს და არ უნდა დაკმაყოფილდეს მარტო მუხლდრეკებით, მაშინ, როდესაც გონება მშფოთვარე და გაფანტულია.
***
შენს გულში ინახება საუნჯე. მოიძიე მისთვის გუშაგნი, რომლებიც მუდმივად კარს დაიცავენ, რომ არ გაგძარცვონ ავაზაკებმა, არ მიიტაცონ საგანძური ბოროტმა ადამიანებმა, რადგან შენ არ ზრუნავ შენს სულზე, არ ეძებ მისთვის მცველებს, ამიტომ შედიან მასში უწმინდური სულები და მძარცველები და საბოლოოდ აოხრებენ მას. ქონებას, რომელიც შენ არ გეკუთვნის. გულმოდგინედ იცავ, სულს კი არ უფრთხილდები. ვენახს, ზეთისხილის ბაღებს, დათესილ მინდვრებს, შენ მცველებს უყენებ, ხოლო ღმერთის სამკვიდრებელს დაუცველად ტოვებ. დროებით ქონებას ყველანი დიდი წინდახედულობით იცავენ, სულს კი, ღმერთის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს, ძარცვავენ დემონები და არავინ ამაზე არ დარდობის და წუხს. მზაკვარი შემოდის ჩვენში და არღვევს წესრიგს გულსა და გონებაში. ამიტომ თითოეული, თავისი ნების საწინააღმდეგოდ შედის უღრან ტყეში (წუთისოფელში) და იქ დახეტიალობს.
***
არ შეუძლია გონებას, დაამარცხოს დემონური ოცნებები თავისი ძალისხმევით, არავინ გაკადნიერდეს ამაზე. ცბიერია ჩვენი მტერი. ის ხშირად თავს იკატუნებს, თითქოს დამარცხებულია. მერე კი, პატივმოყვარეობის მეშვეობით, მოულოდნელად მოცელავს მებრძოლს. იესოს სახელის მოხმობის წინააღმდეგ კი ერთ წუთსაც ვერ გაჩერდება და ვერც ბოროტმოქმედებას გაბედავს შენ წინააღმდეგ.скачать dle 11.3