კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 როდის იტყუებენ ადამიანები ეკლესიაში არასწორი სიარულით თავს და რატომ არ გააჩნიათ სასულიერო პირებს არანაირი სითბო, სიყვარული და სახარებისეული სიბრძნე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

ადამიანების დიდი ნაწილისთვის ხშირად ღვთის სიტყვა მხოლოდ  და მხოლოდ სიტყვად რჩება და გულთან არ მიაქვს. თუ მიაქვს, მის ირგვლივ არსებული უამრავი საზრუნავი ამ სიტყვას უპრობლემოდ იტაცებს და ეკლესიაში სიარულიც მხოლოდ და მხოლოდ სიარულად რჩება. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– ქრისტიანის ცხოვრება ისეა მოწყობილი, გავიღვიძებთ თუ არა, მაშინვე ჩვენი ოჯახის წევრები რაღაცას გვთხოვენ. ეს ძირითადად უფრო ფულს ეხება. ქმარი ცოლს სთხოვს, ცოლი ქმარს აძლევს გარკვეულ დავალებას. მშობლები შვილებს სთხოვენ რაღაცას, სამსახურში უფროსი აძლევს დავალებას, გზაში გაჭირვებული ითხოვს დახმარებას და ასე შემდეგ. არაწმიდა დაცემული სული კი სულს ითხოვს ჩვენგან. ყველაფერს მოგცემ, ოღონდ შენი სული მომეციო.
– ღმერთი რას ითხოვს ადამიანისგან?
– ბიბლიაში პირდაპირ წერია: შვილო, მომეცი შენი გული. აქ ანატომიურ გულზე არ არის საუბარი, იგულისხმება გონიერი გული. როგორიც არის ადამიანის გული, ისეთია ის ადამიანიც. ვინც გულით დადის ეკლესიაში, მასზე მეტი მადლი გადმოდის. რადგან ის მეტს ითხოვს, მეტს აკეთებს. მადლის საზომი არავის დაუდგენია. რწმენა სწორედ დაჯერებაა, რომ მივიღებ სულის ცხონებას, წყალობას. ის ადამიანი, რომელიც წირვასაც არ ესწრება ბოლომდე, რა მადლის მიღებას ითხოვს. თავს იტყუებს, მიდის ეკლესიიდან, სხვებს განიკითხავს, რატომ არ დადიხართ ეკლესიაშიო. თუ გინდა, ქვეყანა გადარჩეს, ეკლესიაში უნდა იაროო. იარო, სტადიონი ხომ არ არის, ეკლესიურად უნდა იცხოვროს ადამიანმა, მხოლოდ სიარული ვერაფერში დაგვეხმარება. სახარებაში წერია იგავი: მთესველი გამოდის დასათესად. როგორც თავად  მაცხოვარი განმარტავს, მთესველი თავად უფალია, ხოლო ნიადაგი – ჩვენი გული, თესლი კი ღვთის სიტყვა. ხომ გსმენიათ, როდესაც ამბობენ: რა ქვის გული აქვს ადამიანს, როგორი ოქროს გული აქვს... ბევრნაირი გული არსებობს, მათ შორის აბრეშუმის გული. ქვის გულზე როცა აკაკუნებ, ის ხმას გამოსცემს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის რეაგირებს. მაგრამ აბრეშუმის გულზე რამდენიც უნდა აბრახუნო, არანაირი რეაგირება არა აქვს. ასეთები კი ძალიან ბევრნი არიან. აბრეშუმში აქვთ თავიანთი გული შეხვეული. ძალიან უყვართ საკუთარი თავი, ეშინიათ, რომ არ გაცივდნენ. ვითომ ეშმაკსაც არ აკარებს, მაგრამ არც ღმერთს არ პასუხობს. ღმერთი კი გეუბნება: პირველი თესლი ზუსტად იქ ჩავარდა, სადაც იყო შარა, დღევანდელი ასფალტი. წარმოიდგინეთ, ასფალტზე რომ დაეცემა თესლი, მას მაშინვე აკენკავს ფრინველი. წმიდა მამები ასეთი ადამიანების გულზე ამბობენ, რომ ის არის უზრუნველი, დაუფიქრებელი გული. ჩვენ ხომ ცერა თითის მონები ვართ, მთელი დღე სმარტფონები გვიჭირავს ხელში, ავხედავთ, დავხედავთ. პატრიარქის, მოძღვრის ქადაგებას, წმიდა მამების სწავლებას არ აქცევ ყურადღებას, სამაგიეროდ, გაინტერესებს, ვინ მოკლეს, ვინ ვისთან იმრუშა. ასფალტზე დავარდნილი თესლი ნიშნავს იმ ადამიანის გულს, რომელიც დაუფიქრებელია, არაფერი აინტერესებს. ეს ადამიანი შეიძლება „ეკლესიური“ იყოს, მაგრამ მასში ღვთის სიტყვა არ ითესებოდეს. მისი ეკლესიურობა შემოიფარგლება იმით, რომ წირვაზე მოვიდა, ესმის ღვთის სიტყვა, მაგრამ მის შიგნით ბევრი უაზრო ფიქრი, იდეოლოგიაა და მისთვის ღვთის სიტყვა საინტერესო არ არის. მეორე მდგომარეობაა, როდესაც კლდეზე დავარდება თესლი. კლდე თესლის დასათესად ცუდი ადგილია, რადგან ნიადაგი არ არის. შეიძლება, გამოიღოს ფესვი, მაგრამ კლდეში ვერ გაატაროს. ჩვენი გულიც სწორედ კლდეს ჰგავს. ადამიანი ღვთის სიტყვას მოისმენს, იტყვის: რა კარგია, მაგრამ როგორც კი ეკლესიიდან გავა, მაშინვე დაავიწყდება და დაიწყებს ამაო საზრუნავს. ასეთი ადამიანები მუდამ საკუთარ თავმოყვარეობაზე ფიქრობენ. ჯერ ერთი, რომ ვთქვა: მოძღვარი მყავს, აღსარებას ვამბობ, რას იტყვიან სხვა ადამიანებიო, რადგან დღეს კარგ ტონად არ მიიჩნევა ეკლესიაში სიარული. ანუ ასეთი ადამიანები მოისმენენ ღვთის სიტყვას, მაგრამ იმდენად თავმოყვარეები არიან, რომ მათ გულში ღვთის სიტყვა ვერ იდგამს ფესვს. ასეთი შეიძლება იყოს ეკლესიური ადამიანი, სასულიერო პირი, ბერ-მონაზონიც. დააკვირდით სასულიერო პირები რამდენს დადიან, რამდენს გადაადგილდებიან, მაგრამ რომ გააჩერო, გეტყვიან დრო არ მაქვსო. არანაირი სითბო, სიყვარული და სახარებისეული სიბრძნე არ მოდის მათგან. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა. როგორც კი დაინახავ, რომ შენს კლდეზე დავარდა თესლი, მაშინვე დაიწყე ამ კლდის დამსხვრევა. ნარცისიზმით ვართ დღევანდელი ქრისტიანები შეპყრობილი.
– როგორია დანარჩენი მდგომარეობები?
– მესამე მდგომარეობაა, როდესაც დავარდება ეკალთა შორის. შეიძლება, ნიადაგი კარგი იყოს, აღმოცენდეს, მაგრამ ეკლებმა, ამაო საზრუნავმა გააფუჭოს ის. დღეს ყველა ნორმალური მოძღვარი ყველა ტექნოლოგიას იყენებს, რომ ადამიანთან მივიდეთ ღვთის სიტყვა. მაგრამ იმდენად ეკალ-ბარდით არის ჩვენი გულები სავსე, რომ კი ამბობთ: მიყვარს მოძღვარი, ეკლესია, მაგრამ იმდენი ეკალია ჩემს გულში, რომ ვერ მოვდივარ ეკლესიაში. იმდენი ვალი მაქვს, მეუღლე მყავს ცუდადო. ამით იმშვიდებ თავს, არ მიდიხარ ეკლესიაში და უფრო მეტად იქმნი პრობლემებს. უნდა მოხვიდე ეკლესიაში, რომ ის ეკლები ანგელოზებმა შემოგაცალონ აღსარებით, ზიარებით, თავმდაბლობით. ისინი უნდა ამოიძირკვოს და მერე შენს გულში აღმოცენდება ღვთის სიტყვა. მეოთხე მდგომარეობა, უკვე ნოყიერი ნიადაგია. ბევრი ადამიანი, ალბათ, ფიქრობს, რომ სწორედ მას აქვს ნოყიერი ნიადაგი, რადგან არ ვარ ბოროტი, შურიანი, დღეს ვეზიარე – თუ ასე ფიქრობ, ზუსტად შენ ხარ უნაყოფო ნიადაგი, რადგან ნაყოფიერი ნიადაგი იმდენ ნაყოფს გამოიღებს, თან სხვებისთვის, რომ თვითონაც ვერ მიხვდება ამას. ასეთი ადამიანი ფიქრობს, მე ცოდვილი ვარ, არაფერი მეშველა. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უნაყოფოა, სწორედ ის არის ნაყოფიერი. ხოლო ის, რომელიც ფიქრობს რომ ნაყოფიერია, მისმა ამპარტავნებამ გამოიღო ნაყოფი და სიცრუეში ცხოვრობს.  ყველაზე ნოყიერი ნიადაგი ავაზაკის გული იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყანას მართავს ღმერთი, მაგრამ ჩვენ ღმერთს მმართველობა ჩამოვართვით და ეშმაკს გადავეცით. ადამიანმა დაკარგა მეუფება და ეშმაკს ირჩევს. ამიტომაც ვტყუვდებით ძალიან ადვილად. თუ ადამიანი გააკეთებს იმას, რაც მას ღვთისგან მიეცა, ცხოვრება შეუმსუბუქდება. მაცხოვარი ამბობს: წუთისოფელში ჭირი გექნებათო, რადგან მან იცოდა, ქრისტეს მაგივრად ბელიარს ავირჩევდით, რომ ორი ბატონის მსახურება გვიყვარს.

скачать dle 11.3