კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა უნდა გააკეთოს ცოლმა, როცა მისი ქმარი ყოფილ ცოლთან „მეგობრობს“

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე


იშვიათად, თუმცა მაინც ხდება ისე, რომ განქორწინების შემდეგ ყოფილი მეუღლეები ერთმანეთთან ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცებს ძალიან ხშირად ისევ აქვთ მიზიდულობა პირველ მეუღლესთან, რასაც მეორე ცოლები გრძნობენ და ეჭვიანობენ. მათი ეჭვები კი, ზოგჯერ, სულაც არ არის საფუძველს მოკლებული. 


თიკო (27 წლის): მე არც სინდისის ქენჯნა მაწუხებს და არც დანაშაულის განცდა. საამისო არაფერი ჩამიდენია. ჩემზე არ არის ოჯახის დანგრევის ცოდვა. როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, ის ცოლს უკვე გაშორებული იყო. ქალბატონი კი – სხვა კაცზე დანიშნული. იცით, მე არც ის ქალი მაინტერესებდა და არც მისი პირადი ცხოვრება. მიმაჩნდა, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. იმასაც ვამბობდი – არ მაინტერესებს, რა იყო ჩემი ქმრის  ცხოვრება ჩემამდე. მთავარია, ახლა რა იქნება-მეთქი, მაგრამ ვინ დაგაცადა.
– მომავალი ქმრისთვის არ გამოგიკითხავთ, რა იყო მისი პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
– არა. ვხვდებოდი, რომ არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი. რატომ მექექა მისი წარსული, რომელიც ალბათ, უსიამოვნო მოგონებებს უღვიძებდა. როცა გავიგე, რომ ცოლთან იყო გაშორებული და ოთხი წლის შვილიც ჰყავდა, ძალიან ვინერვიულე. ვუთხარი კიდეც, რომ არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებულიყო. მეშინოდა იმის, რაც მერე მართლაც მოხდა. მეშინოდა, რომ მისი ყოფილი ცოლი მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მოგვცემდა. ხომ არის, რომ შენი გული რაღაცას გელაპარაკება, გაფრთხილებს... სწორედ ასეთი განცდა მქონდა. არ მინდოდა, ყოფილ ცოლს ჩვენს სახლში ერბინა, როცა მოესურვებოდა.
– რატომ უნდა ერბინა.
– როცა ქალსა და კაცს საერთო შვილი ჰყავს და კაცი ისეთი პიროვნებაა, როგორიც ჩემი ქმარია, ამის უზარმაზარი შანსი არსებობს. ჩემი ქმარი როგორზეც მიოცნებია და მინატრია, ზუსტად ისეთია. ძალიან დიდსულოვანია და დამთმობი. ამით კი ბევრი ბოროტად სარგებლობს, უპირველესად მისი ყოფილი ცოლი. იმას ვერ ვიგებ, რა უნდა ამ ქალს. ის კაცი ფუფუნებაში აცხოვრებს. ჩემი ქმარიც ძალიან ზრუნავს ბავშვზე. რატომ გიჟდება იმაზე, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა საყვარელი ადამიანი იპოვა,  მართლა არ ვიცი. რა დავარქვა ამას – ეგოიზმი თუ ბოროტება. ქმარმა მითხრა, ჩემი შვილის დედას ვერც აქ მოსვლას დავუშლი და ვერც გავებუტებიო. ჩემზე ეს ამბავი საშინლად მოქმედებს.
– ეჭვიანობთ?
– დარწმუნებული ვარ, რომ გიგის მასთან შვილის მეტი მართლა არაფერი აკავშირებს, მაგრამ მაინც გული მეგლიჯება. არ მინდა, რომ ვხედავდე, თანაც ჩემს სახლში. უბოროტესი არსებაა – ხელს მიშლის ბავშვთან დაახლოვებაში. არ ვიცი, რას ელაპარაკება ჩემზე, მაგრამ ბავშვი აშკარად სიძულვილით მიყურებს.
– ბავშვი ხშირად არის თქვენთან?
– ძალიან ხშირად. მაგრამ მის ყოფილ ცოლს რა უფლება აქვს, შუაღამისას ან დილაუთენია დაგვადგეს თავზე, აქაოდა, ვერ მოვისვენე, ბავშვს უნდა დავხედოო. თავიდან ვფიქრობდი, მართლა ბავშვის გარეშე ვერ ძლებს-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას ჩემს გასამწარებლად აკეთებს. ხვალ ხომ შეიძლება ისევ პირველ ქმართან  დაბრუნება  მოუნდეს. ამ შემთხვევაში, მე სრულიად ზედმეტი და ხელის შემშლელი ვარ. შეიძლება, იმასაც ფიქრობს, რომ როცა ბავშვს გავაჩენ, ჩემი ქმარიც  ნაკლებად იზრუნებს უფროს შვილზე. ფაქტია, რომ ბრძოლა გამომიცხადა.
– თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ ქმრის სიყვარულში?
– დარწმუნებული კი ვარ, მაგრამ მაინც მეშინია. ბავშვის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ისიც მითხრეს, რომ სანამ მე გამოვჩნდებოდი, ქალბატონი საერთოდ არ მოდიოდა ყოფილ ქმართან და ბავშვსაც ძალიან იშვიათად აჩვენებდა. ხოლო როცა აჩვენებდა, მაშინაც ბებიამისს ან მძღოლს მოჰყავდა. მაინცდამაინც ახლა რატომ გაუსკდა სიყვარულის ბუშტი, როცა ხედავს, რომ მისი ყოფილი ქმარი ბედნიერია. ერთხელ უკვე ველაპარაკე ჩემს ქმარს და მითხრა, შენ მაგას არ იცნობ, თუ გადაირია, ბავშვს აღარ გამაკარებს და დარდით მოვკვდები. ისევ შენ უნდა მოითმინო, მოსწყინდება ჩვენს ცხოვრებაში ქექვა და თავს დაგვანებებსო. გამოდის, რომ ხედავს, ის უნამუსო ჩვენს ცხოვრებაში რომ იქექება, მაგრამ ვერაფერს აკეთებს. „მოითმინე, მოსწყინდება“ ჩემთვის ვერაფერი ნუგეშია. მე რა ვიცი, როდის მოსწყინდება. მაგას უნდა ველოდო და გულზე გავსკდე? ხომ ხვდებით, რა გამოუვალ სიტუაციაში ვარ.  ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო, მე კი ლამის, ყოველ მეორე ღამეს ბალიშს ცრემლებით ვასველებ. ვის ვუთხრა და ვის მოვუყვე, რა უბედურება მჭირს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი, მას რომ გავყევი ცოლად. მისი ექსმეუღლე ჩვენ მშვიდად ცხოვრების უფლებას არასოდეს მოგვცემს.
– ასე ცხოვრება არ გაგიჭირდებათ?
– ჩემთვის იდეალური მამაკაცი ყოველთვის იყო ის, ვინც ქალის პატივისცემა და დაფასება იცოდა. ჩემს ქმარს შეუძლია ჩვეულებრივი დღე დღესასწაულად გიქციოს და ამისთვის სულაც არ სჭირდება ბევრი ფული. მაგალითად, შეუძლია ადგეს და სანამ გაიღვიძებ ისეთი საუზმე დაგახვედროს, რომ გადაგრიოს. ან უსიტყვოდ აიფაროს წინსაფარი და დაგირეცხოს ჭურჭელი. უთქმელად ხვდება რა გაწუხებს. საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შენ წინაშე პირნათელი იყოს. არც თამაში შეუძლია. თავის ყოფილ ცოლსაც არ ლანძღავს. მაქსიმალურად ცდილობს, კორექტული იყოს. არ ვიცი, საიდან აქვს ამხელა მოთმინება. სხვა კაცი აქამდე აუცილებლად სცემდა. ადამიანურად ელაპარაკება და ითმენს მის უზნეო გამოხდომებს,  ეს ჩემი ქმრის დიდსულოვნებაზე მიუთითებს.
– რომ არ მოსწყინდეს თქვენი ქმრის ექსმეუღლეს თქვენს ოჯახში ქექვა, ამ შემთხვევაში რას აპირებთ?
– ეგ რომ ვიცოდე, მაშინ პრობლემაც ხომ არ მექნებოდა. ალბათ, იქამდე მომიწევს ამ ყველაფრის ატანა, სანამ ბავშვი არ გაიზრდება და ჭკუაში არ ჩავარდება, თუ მანამდე, გული არ გამისკდა. დარწმუნებული ვარ ის „ახალი“ კაციც  კარგად ეყოლება გამოჭერილი. აბა, შუაღამისას ჩვენთან რომ მოდის „დასაწიოკებლად“, რატომ არ ეკითხება, რა უნდა, თავის ყოფილი ქმრის ოჯახში. ვხვდები, რომ ბავშვს ძალიან წარმატებით იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. მაგრამ ეს ჩემს პრობლემებს ვერ შველის. ნეტავ, ჩემს ქმართან რამე სხვა გაუგებრობა მქონდეს, რომ ვთქვა, ერთმანეთს ვერ ვეწყობით-მეთქი. ამ ქალმა როგორ უნდა დაანგრიოს ჩვენი ბედნიერება.
скачать dle 11.3