კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№44 აჩი ფურცელაძე: სიყვარული ხომ ის მომენტია, როდესაც შეიძლება, ადვილად გახდე უნამუსო

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: აჩი.
გვარი: ფურცელაძე.
ასაკი: 38 წლის.
პროფესია: ჟურნალისტი, მუსიკოსი.
– რისი გეშინია?
– მეშინია ეჭვის. მე ვფიქრობ, რომ ეჭვი – ეს არის შიში, ეჭვი – ეს არის კომპლექსი. მე ასე დავარქვი. მე თვითონ არ ვარ ეჭვიანი, მაგრამ თუკი გაქვს ეჭვი, ასანთის თავის ხელა უნდა ჰქონდეს გონებაში, ოღონდ არ უნდა გაიზარდოს და არ უნდა დაპატარავდეს. ამით ვხსნი შიშს, იმიტომ რომ თუ გაიზარდა ეს ეჭვი, ესე იგი, შიში გაგეზარდა, რომ რაღაცას კარგავ, ამ დროს არაადეკვატური ხდები, რაღაცას იკიდებ და ხდები ზედაპირული. რაც გარშემოა – ჩემი ოჯახი, ჩემი საყვარელი ხალხი, სამეგობრო, ამის დაკარგვის მეშინია.
– როდის ტირი?
– ძალიან მიამიტი, გულჩვილი, სენტიმენტალური ვარ. წლების განმავლობაში ბევრჯერ მიტირია ფილმზე. მე და ელე რომ ვუყურებთ ფილმს, ის თავისთვის, ჩუმად ფხუკუნებს ხოლმე, მე – ჩემთვის. ერთმანეთს ვუმალავათ, რას ვუმალავთ ნეტავ. მეტირება მაშინ, ხელჩაკიდებულ, ერთად მოსეირნე მოხუც წყვილს რომ დავინახავ, ზღვაზე რომ არიან ჩამოსული და ერთად დაკუსკუსებენ.
– რისი გრცხვენია?
 – მრცხვენია, რაც ინტიმურ რაღაცებს ეხება. ბავშვობიდან ასე ვარ, მაღაზიასა და აფთიაქში ვერასდროს ვიკითხავ პრეზერვატივს. ვერასდროს ვერ ვიტყოდი: გამარჯობა, პრეზერვატივი მინდა, იმიტომ რომ იმ მოლარემ და ირგვლივ ყველამ იცის, რომ მე დღეს სექსი უნდა მქონდეს. შესაბამისად, პრეზერვატივი არასდროს მიყიდია.
– როდის ყვირი?
– ვყვირი ყოველთვის. საჭესთან ხომ სულ დედის გინება მიდის. კულტურაში დიდი გარღვევა გვაქვს და გზებზე სუხიშვილები და რამიშვილები გვჭირდება, იმიტომ რომ ხაზი ვასწავლოთ. ნინო რომ სკამის ფეხს ისროდა, რამდენჯერ მაქვს მეც მოხვედრილი, შემთხვევით თავს რომ შევყოფდი რეპეტიციაზე. ლაპარაკის დროსაც ვყვირი, მაშინ, როდესაც რაღაცას ვხსნი. უარესია, თუ ვიღაც მეწინააღმდეგება. დემაგოგს მეძახიან. თუ არ აქვთ საკმარისი არგუმენტაცია, ჩემთან საუბარი არ ღირს. პირველი-ორი შემთხვევა იყო, ჩემი მეუღლე შეშინებული სახით მიყურებდა. რა მოგივიდა-მეთქი და როგორც კი ტონს აუწიე, დავკარგე სიტყვების აზრიო. მე რომ ტონს ვუწევ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აგრესიული ვარ ან ვჩხუბობ, უსმინე სიტყვებს. ახლა ნელ-ნელა ვსწავლობ მშვიდად საუბარს. ვუთხარი, ძალიან სასაცილო ვიქნები-მეთქი და ჰო, ვიციო.
– სიყვარულს წესები აქვს?
– სიყვარული იყოფა: სიყვარული, რომელიც ჩანს, როცა გადიხარ სახლიდან და სიყვარული, რომელიც საძინებელშია. ლოგინში სიყვარულს წესები არ აქვს, ყველაზე აღვირახსნილი და აუხსნელი უნდა იყოს სიყვარული ლოგინში, მაგრამ ლოგინში რასაც აკეთებ, იმას გარეთ ვერ გააკეთებ. შესაბამისად, რადგან ეს დოგმები არსებობს, გამოდის, რომ სიყვარულს წესები აქვს. უნდა გაყო საძინებელი გარე სამყაროსგან
– სიყვარულში თავი თუ დაგიკარგავს?
– კი. გამიკეთებია ისეთი რაღაცები, დრო რომ გასულა, მივმხვდარვარ, რომ მე ის არ ვიყავი. ეს ის არაადეკვატური აჩი იყო, რომელსაც იმ მომენტში ამოუხსნელი ძალა ამოძრავებდა, ვარქმევდი სახელს, მიყვარს და მინდა, თუმცა მაგ დროს მსხვერპლზეც მიდიხარ. სიყვარული ხომ ის მომენტია, როდესაც შეიძლება, ადვილად გახდე უნამუსო და შენი თავის პატივისცემა დაკარგო. ეტყვი, რომ არ დაურეკავ, მორჩა და მერე ურეკავ. სიყვარულში, რაღაც მომენტში, უთავმოყვარეო ხდები, მაგრამ ეს მხოლოდ სიყვარულის საკითხში „მოსულა“. ამ დროს თავსაც კარგავ, მატერიალურსაც... გამიკეთებია ისეთი რამეები, მერე მიფიქრია, გიჟი ხარ, რა გინდოდა? მაგრამ იმ მომენტში სხვა გზა და სხვა ხსნა არ იყო.
– რა არის შენთვის ქალი?
– ქალი ჩემთვის კულტია, იმიტომ რომ გამზარდა დედამ, მამის გარეშე. ჩემში ქალის კულტი, პატივისცემა დედაჩემის ძმამ, ვაჟა მარიამიძემ ჩადო. დედას ყოველთვის ვეძახდი ტიტიკოს, ვაჟას – დედას. ქალი არის პლანეტის მამოძრავებელი ძალა, მით უმეტეს, კაცის. ვერცერთი შემდგარი და ნორმალური კაცი ვერ იქნებოდა მაგარი, რომ არ ყოფილიყო მის გვერდით ქალი.
– კაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ?
– კაცებს გვეშინია ჭკვიანი ქალების. პირადად მე  შიში არ მაქვს, აშკარად ჭკვიანი მყავს დედა და მეუღლეც ძალიან ჭკვიანი გოგო მყავს. აქვთ მომენტი კაცებს, უნდათ, რომ შტერი ცოლი ჰყავდეთ და როგორც დაუქნევენ თითს, ისე გააკეთებინონ. ჭკვიანი ადამიანი ძალიან რთული სამართავია, მას თავის აზრი აქვს, არგუმენტირებულად გეტყვის, რომ არ უნდა, რასაც დაძაბულობა მოჰყვება. არიან ტიპები, რომლებმაც სპეციალურად მოიყვანეს პატარა გოგონები და თავისთვის გამოზარდეს. ცუდია, მაგრამ ფაქტია, იმ გოგოს ასე უნდოდა, იმ გოგომაც ხომ აირჩია და ასე ცხოვრობს, კარგად არის ამ კაცთან. კითხვაზე, ჭკვიანი ქალი ჯობია, თუ შტერი, ყველა გეტყვის, რომ ჭკვიანი, მაგრამ მათთან ცხოვრება რთულია.
– ცოლის როლი შენს ცხოვრებაში...
– ცოლი, პირველ რიგში, მეგობარი უნდა იყოს. ეს წყვილია, რომელიც ერთად იწყებს ცხოვრებას. როდესაც პრობლემები იწყება, შეიძლება ძალიან მაგარმა ცოლ-ქმარმა იჩხუბოს, მაგრამ აბსტრაგირებული მეგობრები შერიგდებიან. ცოლი ის ადამიანია, რომელთანაც მაგრად მსიამოვნებს ყოფნა და რომ მის გარეშე სადმე რომ მივდივარ, სულ მასთან მეჩქარება.
– პარტნიორისთვის თუ გიღალატია?
– რომ დავიწყო ლაპარაკი... არა, რა სისულელეა-მეთქი, ცოტა დაუჯერებელია. სულ მაბრალებდნენ, რომ ვღალატობდი, ოღონდ არცერთს არანაირი ფაქტი არ ჰქონია. ფლირტი „მევასება“ –  ამ დროს არავის ღალატობ, ეპრანჭები, გეპრანჭება. ქალი რომ გამეპრანჭება, არა, შესდექ, მე ცოლი მყავს ხომ არ ეტყვი, რა სიქაჯეა. რომ გამეპრანჭება, იქ მეც გავეპრანჭები, თვალს ჩავუკრავ, მადლობას გადავუხდი და მორჩა. ფაქტზე დაჭერილი აჩი ფურცელაძე არასდროს არავის უნახავს. მიწერ-მოწერა მქონდა და მექნება ყოველთვის.
– როდის ბეზრდება კაცს ქალი?
– როდესაც ადამიანი თავის თავისთვის უინტერესო ხდება, ის მეორე ნახევრისთვისაც გახდება უინტერესო. მოდის კონფლიქტები და აბრალებენ იმას, რომ სჯობს, შენ მოგბეზრდეს, ვიდრე იმას. ეს უკვე კომპლექსია. არის მეორე მომენტიც, როდესაც ვიღაც გამოჩნდება. შეიძლება 30 წელი ცხოვრობ ვიღაცასთან და უცებ ვიღაც გამოჩნდება, აგირევს თავგზას, იმასთან იგრძნობ იმას, რაც იგრძენი 30 წლის წინ ამასთან. მაშინ ვერც ჯვრისწერა, ვერც ხელმოწერა, ვერანაირი ვალდებულება ვერ შეგაკავებს. მე სიტყვა ვალდებულება ჩემი ლექსიკონიდან ამოვიღე. მე მაქვს სურვილი და არა ვალდებულება.
– როგორია შენთვის სექსუალური ქალი?
– ადრე ვფიქრობდი, რომ გახდილი ქალია სექსუალური, ახლა ვფიქრობ, რომ ჩაცმული ქალია სექსუალური. სულ ვამბობ ელეს რომ ჩააცმევ ბოტასებს, „პაცანკასავით“ არის, მაგრამ რომ შედგება ქუსლებზე, იმდენად იცვლება, სიარულის მანერაში, თავის მოწოდებაში ბევრი რამ იკვეთება – ქალის სექსუალურობა, ქალის სურვილი. როცა კაცი უყურებს, თეძოს მოძრაობა იცვლება, როგორც კი კაცის არეალი იკარგება, თეძოები ამხელა ამპლიტუდას აღარ იძლევა. ეს ესთეტიკური სილამაზეა. სექსუალური ჩემთვის არის ქალი, სექსის სურნელი შლეიფივით რომ მოყვება, ის ინტრიგა, რომელიც ჩანს პიჯაკში, რომელიც ოდნავ გახსნილია, საერთოდ, ცუდად ვხვდები „ჩულქებზე“, „ჩულქი“, ცოტა მოხუჭუჭო თმა და წასული ვარ.
скачать dle 11.3