კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№44 როდის ფეთქდება ნოე სულაბერიძე და როგორ გამოჰყავს ის ნინი ბადურაშვილს წყობიდან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„ცეკვავენ ვარსკვლავები“, „სიცრუის დეტექტორი“ და „პრაიმშოუ“ – ეს სატელევიზიო სივრცის ის პროექტებია, რაც მაღალ რეიტინგთან და ნოე სულაბერიძის სახელთან ასოცირდება.
ნოე სულაბერიძე: მიხარია, თუ მაყურებელს მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ. ახლა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ძველი სტაფი აკეთებს. მთელი ზაფხული ვიმუშავე ამ შემადგენლობის შესაკრავად, ბევრ რამეში დავეხმარე, მაგრამ ახლა ორი სხვა პროექტი მაქვს, რომელსაც დიდი დრო და ენერგია სჭირდება, იმას კი ისეთი გუნდი აკეთებს, რომ მშვიდად ვარ. ძალიან მომწონს, რომ „სიცრუის დეტექტორმა“ გაამართლა. ძალიან მოუხდა გიორგი გასვიანი და შემოქმედებითი ჯგუფიც ძალიან კარგი შემადგენლობისაა. მაკა რაზმაძე ძალიან ეხმარება ამ პროექტს თავის გამოცდილებითა და კომუნიკაციებით.
– რაც შეეხება „პრაიმშოუს“, ცოტა ხნის წინ გადაცემის თემა იყო სექსი და სრულიად ერი აღშფოთდა იმ ყველაფრის გამო, რასაც უყურა.
– სექსი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ აქტუალურობას არასდროს დაკარგავს. მენტალური მიდგომები ტრანსფორმაციას განიცდის. თუმცა, არსებობს თემები, რომლებზე მსჯელობაც ჯერ კიდევ საჭიროა. გადაცემაში გამოგვაქვს ის, რაც ჩვენს საზოგადოებაში რეალურად აქტუალურია, მოგვწონს თუ არა ეს.
– თანამშრომლებთან ურთიერთობაში როგორია ნოე? ნინი ბადურაშვილი ყვებოდა, ნოე რომ მირეკავს, უკვე ვიცი, უნდა მეჩხუბოსო.
– დისციპლინის მოყვარული ვარ და არ მიყვარს, როცა ვინმე აგვიანებს. როცა საქმე მუშაობას ეხება, არავის აქვს დაგვიანების პრივილეგია. სტაჟიორი იქნება თუ ვარსკვლავი დანიშნულ დროს უნდა მოვიდეს. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ნინი ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებულია და ძალიან შრომისმოყვარე. პროექტის დაწყებამდე ყველაზე არადისციპლინირებულის იმიჯი ანრის ჰქონდა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მოგწონს შენი საქმე, რომელსაც აკეთებ. ანრი იმდენად მოტივირებულია, რომ მგონი, „პრაიმშოუ“ ერთადერთი პროექტია მის ცხოვრებაში, სადაც ყველაზე დაუზარელია.
– სხვები რას ამბობენ შენზე?
– ყველამ იცის, რომ ძალიან ფეთქებადი ხასიათი მაქვს. არც ისეთი წყნარი ვარ, როგორიც შეიძლება ჩანდეს. წამში გამოვდივარ წყობიდან, თუ რამე ისე არ არის, როგორც იმ მომენტში ვთვლი საჭიროდ და ვერ ვწყნარდები, სანამ ყველაფერი არ დალაგდება. ზოგადად, ხასიათი მაქვს ასეთი – თუ რამე მიზნად დავისახე, ვერ მოვისვენებ, სანამ ბოლომდე არ მივიყვან და აუცილებლად მივიყვან. ამ ჯგუფის თითოეული წევრი ძალიან მოტივირებულია. ნინას ყოველთვის განსხვავებული აზრი აქვს, შავზე აუცილებლად იტყვის, რომ შავი არ არის, რაც გადაცემას ამრავალფეროვნებს. ანრის კარგი რეჟისორული ხედვა და ინტუიცია აქვს. ვენდობი ირაკლის გემოვნებას, მას ძალიან სწორი რჩევების მოცემა შეუძლია. ეს ადამიანები მარტო წამყვანები არ არიან, ჩვენ ერთად ვგეგმავთ გადაცემას. ირაკლის მხრიდან ძალიან დასაფასებელია, რომ უკრაინაში ცეკვის პარალელურად, არცერთ გადაცემას არ ტოვებს. ნინი ძალიან გაიზარდა, როგორც ტელეწამყვანი, ძალიან ემოციური და ნიჭიერია. სალომეს ყველასგან განსხვავებული ნიშა აქვს – გარე გადაღებებზე ყველაზე აქტიურია, ეთერში შეიძლება, ნაკლებს საუბრობდეს, მაგრამ რასაც ამობს, ძალიან გააზრებული და ბუნებრივია.
– მინუსები?
– სალომეს მინუსია ის, რომ სულ შია. შუა ეთერში, გაცხარებული მსჯელობის დროს, შეუძლია, ყურში მითხრას, რომ სიამოვნებით შეჭამდა და ამის იქით ვერაფერზე ფიქრობს. ანრი შეიძლება, ჩაწერაზე გამოუძინებელი მოვიდეს და ძალიან შევასკდეთ ერთმანეთს, თუმცა, ეს იშვიათად ხდება. ნინის შეიძლება, ელაპარაკებოდე, მაგრამ არ გისმენდეს და იმ მომენტში აბსოლუტურად სხვა, უმნიშვნელო რამეზე ფიქრობდეს. შენს საათნახევრიან ლაპარაკს ცალ ყურში შეუშვებს, მეორედან გაუშვებს და მეორე დღეს იმავე კითხვით დაგირეკავს, რაზეც უკვე ნახევარი საათი ელაპარაკე. აქ ჩანს ხოლმე ჩემი ფეთქებადი ხასიათი. ირაკლის მინუსი ისაა, რომ ჩხუბი არ შეუძლია. არცერთხელ არ გამომივიდა ეთერში მისი წყობიდან გამოყვანა. მინდა, ერთხელ მაინც გაბრაზდეს, მაგრამ არ ვიცი, საამისოდ რა უნდა მოხდეს, ვერაფრით ბრაზდება. ნინას რაც შეეხება, მან თუ ლაპარაკი დაიწყო, ვეღარ გააჩერებ. ხანდახან მინდა ხოლმე, მეხი დაეცეს სტუდიას, რომ ნინა კუზანოვა გაჩერდეს, მაგრამ, თუ ამოქოქილია, ვერანაირი ბუნების ძალა ვერ გააჩერებს. ჩემი მინუსი მოუთმენლობაა, რასაც ძალიან ხშირად გაუფუჭებია ბევრი რამ. როგორებიც დავიბადეთ, ისეთები ვართ. მე ამ მინუსების ადგილობრივ ანესთეზიას ვცდილობ, თორემ ყველას რაღაც ქრონიკული გვაქვს და ამას ვერ გამოასწორებ, ჩემი ყველა მეგობარი ისეთი მიყვარს, როგორიც არის.
– ნინი ყვებოდა შენ შესახებ, ცოტა „ტრაგიკულ“ ამბავს: ნოეს რამდენი გოგოც მოეწონება, მოდის „კეთილისმსურველი“ მეგობარი და იმ გოგოზე ისეთ ამბებს უყვება, რომ მერე ნოე დიდი ხანი ძალიან მოწყენილი სახით ზისო.
– ნინიმ ერთი ჩვენი მეგობარი სატანა ახსენა, მაგრამ უტრირებულად. შეიძლება, ერთი და ორი ფაქტი ყოფილა, მაგრამ სინამდვილეში მე არავის ვუსმენ, გადაწყვეტილებას ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იქნება, ჩემს მეგობრებთან იყოს ინტეგრირებული, რადგან ჩემი ცხოვრება ჩემი მეგობრები არიან. ძალიან ხშირად, როცა ადამიანები ერთად იწყებენ ცხოვრებას, ერთ-ერთი მხარე მეორის სრულ ანექსირებას ცდილობს და ხშირად უხეშად იჭრება მის პირად სივრცეში, რასაც მეგობრობა ჰქვია. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც პირადი ურთიერთობის აწყობისას მეგობრებს კარგავს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, პირველ რიგში, მეორე ნახევრის, ვისაც სიტუაცია აქეთკენ მიჰყავს და ალბათ, კაცის სისუსტეცაა. მესმის, როცა ურთიერთობას იწყებ, გინდა, ყველაზე დიდი დრო შენ დაგითმონ, მაგრამ ადამიანი საკუთარი გარემოს მიმართ უარყოფითად არ უნდა განაწყო.
– რის გამო შეიძლება, გადაგიყვარდეს ქალი, რომელიც ძალიან გიყვარს?
– ტყუილების გამო. ამაში მაინცდამაინც ღალატს არ ვგულისხმობ. ადამიანი, რომელიც წვრილმანებს იტყუება, სანდოობას მიკარგავს და თუ ვერ ვენდობი, მასთან ვერ ვიქნები.
– ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობები გხიბლავს თუ პირიქით?
– კი, ხანგრძლივი და სტაბილური.
– აბა, რატომ გაქვს მექალთანის იმიჯი?
– ცუდია, რომ მაქვს, მე არ მიმაჩნია, რომ მექალთანის იმიჯი მაქვს. ვინმესთან თუ კაფეში და რესტორანში ვზივარ, ეს არაფერს ნიშნავს. ბოლო სამი წელია, სერიოზული ურთიერთობა არ მქონია და თუ ამ დროს ვიღაცებთან მქონდა რამე, ეს მექალთანეობას არ ნიშნავს. მექალთანე მაშინ ხარ, როცა გვერდით გყავს ადამიანი, მაგრამ ვერ ძღები და სულ „ახალ იუბკას“ დასდევ. ეს არასწორია, რადგან ურთიერთობა პასუხისმგებლობას ნიშნავს. ძალიანაც მინდა, რომ მქონდეს სერიოზული ურთიერთობა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მაქვს.
– რატომ?
– ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად ძალიან ბევრი კრიტერიუმი დაემატა იმ თვისებებს, რითაც შეიძლება, ქალს ვაფასებდე. მარტო მოღიმარი სახე და კარგი ფიზიკური გარეგნობა არაა საკმარისი. საერთო ინტერესები და საინტერესო დიალოგია ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, გარეგნობით უნდა მოგეწონოს ქალი, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მასთან საინტერესო დიალოგი და მისი აზრის მოსმენა. საერთო იუმორიც კი მნიშვნელოვანია.
– მგონია, რომ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი ხარ. ხომ არიან ბიჭები, რომლებიც როცა ქალი უყვართ, მისთვის ყველაფერს აკეთებენ და საკუთარ თავზე ნაკლებად ფიქრობენ, არ მგონია, შენ ასეთი იყო.
– საერთოდ არ ვარ საკუთარ თავზე შეყვარებული.  მიმაჩნია, რომ მეც ბევრი ნაკლი მაქვს და საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ. ქალთან მიმართებაში მეც ასე ვარ – როცა გრძნობა მქონია, ძალიან ბევრი რამე გამიკეთებია. საკუთარი თავი არ მახსოვდა და ყოველთვის მის სიამოვნებაზე ვიყავი ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ ყველა მამაკაცი ასე უნდა იყოს, თუ უნდა, რომ ქალისგანაც ანალოგიური დამოკიდებულება მიიღოს.
скачать dle 11.3