კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№44 როგორ მოიტაცა ხატია სიჭინავამ ქმარი და როდის შეიძლება, ჩაიდინოს მან გამოუსწორებელი დანაშაული

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა იმ წყვილებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, ოჯახური ცხოვრება რომანტიკული სიურპრიზებით გაალამაზონ. ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამაზის დაბადების დღის ტორტი მოექცა, რომელიც მას მეუღლემ მიართვა, წარწერით: „ბიჭი მინდა“.
ხატია: ჩემი აზრით, საჩუქარი ძალიან პრიმიტიულია. დაბადების დღემდე თვეებით ადრე ვიწყებ ხოლმე ფიქრს, რა სიურპრიზი და როგორი ტორტი უნდა გავუკეთო რამაზს. მინდოდა ძველ თბილისში მეპოვა ძველებური ლამაზი და ჩამონგრეული შენობა, რომელსაც რომანტიკულად გავაფორმებდი, მაგრამ  ისეთი, როგორიც მინდოდა, ვერ ვიპოვე. ბოლოს გადავწყვიტე, თავის დაბადების დღეზე „მომეპარა“ და მარტოები წავსულიყავით სადმე.  თუმცა, მანამდე ოჯახში ტორტის შემოტანის აუცილებელი რიტუალი უნდა ჩაგვეტარებინა. ამას დილით ვაკეთებთ ხოლმე, მაგრამ რადგან ღამე მისი გატაცება გადავწყვიტე, ეს რიტუალი საღამოს გადმოვიტანეთ. მერე ჩავისვი მანქანაში და წავიყვანე, მაგრამ თვითონაც არ ვიცოდი, სად მიმყავდა. ყველაფერი შეკვეთილი მქონდა, მაგრამ ფიზიკურად ნამყოფი არ ვიყავი და დანიშნულების ადგილამდე „გუგლ მეფმა“ მიგვიყვანა.
რამაზი: განსაკუთრებული დღე იყო, როგორც წესი, დილით დამახტებიან ხოლმე თავზე ტორტით, მაგრამ ამჯერად ღამით „მომიტაცა“ და ჩვენს ლამაზ კუთხეში, კახეთში წამიყვანა. რესტორანი დახურული იყო და მარტოები ვიყავით. მანამდე ძალიან ორიგინალური ტორტი მომართვა, ზედ ეწერა „ბიჭი მინდა“. თუ უნდა, მიიღებს, რა პრობლემაა (იცინის). ჩემი გოგოები სასწაულად მიყვარს, ბიჭის სიყვარული ჯერ არ ვიცი. მოლოდინში ვართ და თუ ბიჭიც გვეყოლება, მაგას რა სჯობს, მაგრამ თუ ღმერთმა არ გვარგუნა, ჩემს გოგონებს ყოველთვის თავიანთი ადგილი ექნებათ.
ხატია: ჩემმა ქმარმა რაც არ უნდა თქვას, მე ხომ ვიცი, რომ მსოფლიოს ჩემპიონს აუცილებლად სჭირდება პატარა ჩემპიონი. თუმცა, რაც დრო გადის და უკვე გავლილი რომ გაქვს პატარა ბავშვის გაზრდის პერიოდი, ცოტა გეზარება ყველაფრის თავიდან დაწყება. ამიტომ ჯობია, სანამ ორმოცის გავხდები, მანამდე მოხდეს. თუმცა, ასპროცენტიანად ვერავინ მეტყვის, ბიჭი გეყოლებაო, ამიტომ გამოთვლებს არასდროს ვაკეთებ. მგონია, რომ ყველაფერი ზემოთ წყდება. თუ ბიჭი აგვირჩევს, ძალიან კარგი, თუ არადა, კიდევ ერთი გოგო გაჩნდება და ეგ იქნება. თუმცა, წარმოდგენაც არ მაქვს, რა რეაქცია მექნება, თუ მეტყვიან, რომ მეოთხე გოგოს ველოდები. გოგოები მამამისზე მეტად მონდომებულები არიან, ჩვენ როდის გვეყოლება ძამიკოო, – ძალიან ხშირად მეკითხებიან (იცინის). მესამე ფეხმძიმობაზე რომ მითხრეს, გოგო გეყოლებაო, ექიმს ვეჩხუბე, კიდევ გოგო როგორ მითხარი, შენთან აღარ მოვალ-მეთქი. ძალიან გაბრაზებული გამოვედი და რამაზს ვურეკავ ანერვიულებული, კიდევ გოგოა-მეთქი. რამაზმა მიპასუხა: მერე ვინ გითხრა, რომ ბიჭი მინდაო?! როგორი სასაცილო პასუხი იყო, არ იცით. ზუსტად ვიცოდი, რომ ბიჭი უნდოდა, მაგრამ რომ არ მენერვიულა, მიპასუხა, თავი დაანებე ჩემს გოგოსო. ახლა ჩემს შვილს რომ ვუყურებ, იმ მომენტის გამო ცოტა მრცხვენია ხოლმე. შვილი შვილია, ვინც არ უნდა იყოს. მაგრამ ბიჭის დედობა მეც მაინტერესებს. მას სხვანაირი აღზრდა სჭირდება. პრობლემები ყველა ოჯახში არსებობს, მაგრამ ის მშობლების საძინებელში უნდა მოგვარდეს.
რამაზი: ჩემთან ვერც ბედავენ ხოლმე იმას, რასაც ხატიასთან. იციან, თუ კარგად არ მოიქცევიან, კარგად არ ჩაატარებენ დღეს, სახლში დარჩებიან. ჩვენი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ვერ ვერთობით, მაგრამ შაბათ-კვირას ყველაფერს ვუკეთებ. ვფიქრობ, შვილი არ უნდა მიაჩვიო, რომ ყველაფერს მშობელი გაუკეთებს – რომ დაეცემა, თვითონ უნდა წამოდგეს. ცხოვრება რთულია და ყოველთვის შვილების გვერდით ვერ ვიქნებით. ამიტომ მზად უნდა იყვნენ.
– როგორ წარმოგიდგენია სამი გოგოს მამობა, როცა მათ ცხოვრებაში თაყვანისმცემლები გაჩნდებიან?
– არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც სამი გოგო ჰყავს. მაგ დროისთვის, ალბათ, მეც გავიზრდები და სხვანაირად ჩამოვყალიბდები. ახლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. მინდა, რომ ჩემი გოგონები ყოველთვის ჩემი ფრთის ქვეშ იყვნენ.
ხატია: მე იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული საზოგადოების მხრიდან უმიზეზო აგრესიაზე და როცა ეს მე მეხება, რეაქცია საერთოდ არ მაქვს. მაგრამ, ჩემს შვილს რომ ვინმე შეეხოს, შეურაცხადი ვხდები. აღარაფერი მაინტერესებს და შეიძლება, გამოუსწორებელი დანაშაული ჩავიდინო. აქედან გამომდინარე, ძალიან მეცოდებიან ჩემი შვილების თაყვანისმცემლები, ერთი მხრივ, ასეთი დედა და მეორე მხრივ, ასეთი მამა.
– თან, როცა მამა ასეთ ფიზიკურ ძალასთან ასოცირდება.
რამაზი: თუ გამორჩეული ვარ და ჩემი მეობა ძალასთან ასოცირდება, მომავალ სიძეებს სჯობს, რიდი ჰქონდეთ. ჩემს გოგოს თმა ჩვეულებრივად ვერ ჩამოუვარდება თავიდან ისე, რომ ამას რამე არ მოჰყვეს.
ხატია: გარდა იმისა, რომ სიყვარულით სავსე ოჯახში იზრდებიან, ძალიან მიხარია, რომ დაცულები არიან და ზურგსუკან მყარ კედელს გრძნობენ, რაც ბავშვობაში მე არ მქონდა, რადგან ჩემი მშობლები ადრე გაშორდნენ.
– როგორი იქნება რამაზი, ხატია რომ ბიჭს ელოდებოდეს?
– ალბათ ისეთი ბედნიერი იქნება, ჩემი თავი აღარ ექნება (იცინის).
რამაზი: რატომ, შვილი შვილია, თუმცა, ბიჭი ჩვენი ოჯახის ბუკეტი იქნება. მით უმეტეს, ჩემი და ხატიას ბიჭი ძალიან კარგი ტიპი გამოვა.
– ბიჭის მამობა როგორი იქნება?
– ჩემს ძმაკაცებს ბიჭები ჰყავთ და რომ ვუყურებ, „ჩმორებივით“ დადიან,  მე არ მინდა „დავჩმორდე“ (იცინის). გოგოების მამები სულ ტონუსში არიან, რადგან არ შეიძლება გოგოს მამის მოდუნება. ბიჭის მამები დუნდებიან, რადგან თავიანთი კაცობის რეალიზებას შვილში ხედავენ და მე მაგის უფლება არ მაქვს, სანამ ბიჭი არ მეყოლება. თუ ღმერთი ბიჭს მომცემს, მერე, ალბათ, ცოტას მეც მოვდუნდები.
ხატია: როცა ბიჭები დედიკოს პომადებს ისმევენ, ქუსლებზე დადიან და დედები ტაშს უკრავენ, ჩემი აზრით, ეს ნიშნავს, რომ უკვე არასწორი მიმართულებით ზრდი შვილს. პირიქით, დაბადებიდან კაცურად უნდა გაზარდო და კოდი ჩაუდო, რომ კაცობა ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია. რაც  უნდა თანასწორობაზე ვილაპარაკოთ, ძირითადი აქცენტი მაინც კაცზეა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ოჯახში წამყვანი ქალი იყოს. ბავშვს თავიდანვე უნდა აგრძნობინო, რომ როგორც მამაკაცს, ბევრი პასუხისმგებლობა აკისრია.
– ხატია როგორი გოგოა ოჯახში?
რამაზი: ძალიან მაგარი გოგო რომ არის, იმიტომ მიყვარს და იმიტომაა ჩემი ცოლი. ძალიან მაგარი დედაა, გადაფარებულია ქმარ-შვილზე და ცივ ნიავს არ გვაკარებს.
– როგორც ვიცი, საჩუქრებით და სიურპრიზებით ანებივრებ.
– ჩვენ ფულით აწყობილი ოჯახი არ გვაქვს. ხატია რომ მოვიყვანე, ძალიან გვიჭირდა და რამდენჯერმე შევიცვალეთ ნაქირავები ბინა. ერთად ვძლიერდებოდით და დღემდე ასე მოვდივართ. ამ სირთულეებმა ძლიერ სიყვარულს ჩაუყარა საფუძველი და დღეს ბევრ რამეს გვიადვილებს.
ხატია: ჩემი პირველი მანქანა, მინივენი, ფაქტობრივად „მარშუტკა“ იყო. ისიც იმიტომ მიყიდა რამაზმა, რომ რვა თვის ორსულს ფეხით არ მევლო. იმ მინივენით იმ პერიოდში უბედნიერესი ვიყავი და დანარჩენი სულ ერთი იყო.
скачать dle 11.3