კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რატომ იზიდავს ანა ჯავახიშვილს მახინჯი და კუზიანი გმირები და როგორ მოუკლა მას შეყვარებულმა „საქმრო“

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

მსახიობი ანა ჯავახიშვილი, რომელიც ფართო აუდიტორიამ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, ძალიან წარმატებულად მოღვაწეობს რუსეთში. შემოთავაზებები აქვს ამერიკიდან, გერმანიიდან, ვროპის სხვა ქვეყნებიდან. ხშირად მას მთავარი როლების მორგება შეყვარებულთან, ლუკა თარხან-მოურავთან ერთადაც უწევს.
ანა ჯავახიშვილი: პირველ გადაღებაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი კურსის დამთავრების შემდეგ წავედი. ეს იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი რუსეთში, რომელშიც მე და ლუკა (შეყვარებული) ერთად ვთამაშობდით. გავიგეთ, რომ არარუსული გარეგნობის ტიპაჟებს ეძებდნენ. ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, ქასთინგიც რამდენიმეჯერ გავიარეთ და საბოლოოდ, დადებითი პასუხი მივიღეთ. ეს იყო პირველი მთავარი როლი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამის შემდეგ კარგად აეწყო საქმე. მომდევნო პროექტი სერიალი იყო, რომლის თითოეული სერია დამოუკიდებელი ისტორიებია. ერთ-ერთი ისტორია თბილისში ვითარდებოდა და ჩემი მეორე მთავარი როლი მას უკავშირდება. ისე გამოვიდა, რომ ყოველ ზაფხულს რუსულ პროექტებზე ვმუშაობ (იცინის). მესამე პროექტი, რომელშიც ახლახან მივიღე მონაწილეობა, ასევე, სრულმეტრაჟიანი ფილმია.
– ეს უკვე შენი მესამე მთავარი როლია რუსეთში. რას ამბობენ, რა მოსწონთ შენში განსაკუთრებულად?
– ალბათ, იქ უცხოა ჩვენი გარეგნობა, უფრო ემოციურებიც ვართ და კიდევ ბევრი რამით განსხვავდებით, თორემ მსახიობების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან. მითხრეს, აქ ჩვენ ასეთები არ გვყავსო. მე კი ვეუბნებოდი, რომ საქართველოში ბევრს აქვს სახასიათო გარეგნობა-მეთქი. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რეალიზებისა და საკუთარი ძალების მოსინჯვის საშუალებას გაძლევს.
– არ გიფიქრია კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება?
– ჩემი მეგობრების აბსოლუტური უმრავლესობა უცხოეთშია წასული ან ახლა მიდის სასწავლებლად და სამუშაოდ. მეც მაქვს ასეთი გეგმები, მაგრამ ჯერ აქ თეატრალური უნდა დავამთავრო. მეოთხე კურსზე ვარ, ბოლოში გავედი და ახლა მიტოვება უაზრობა იქნება. შემდეგ კი სწავლას აუცილებლად ამერიკაში ან ევროპაში განვაგრძობ.
– როგორც ვიცი, შენი მონაცემები ამერიკაში, ჰოლივუდის ერთ-ერთ სტუდიაშიც გაგზავნე და ძალიან კარგი შეფასებაც მიიღე.
– ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ მოთხოვნა იქაც არის, თუმცა ამერიკის შემთხვევაში საქმე ცოტა რთულადაა, რადგან იქ პირადად ჩასვლა და შეხვედრაა საჭირო. რამდენიმე სააგენტომ დადებითად გვიპასუხა, მოგვწერეს: საინტერესო ბავშვები ხართ, საბუთები გააკეთეთ და ჩამოდით, გელოდებითო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთ ადგილზე რომ მიდიან, ზოგჯერ არც პასუხობენ და შენ შორიდან, პატარა ქვეყნიდან უგზავნი მონაცემებს და ასეთ პასუხს იღებ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია.
– შეყვარებულიც მსახიობი გყავს და სხვა ქვეყნებში ერთადაც თამაშობთ.
– კი, ბევრჯერ ვითამაშეთ შეყვარებულები. წინა სერიალში მე პატარძალი ვიყავი, ლუკას გმირს ვუყვარდი და საქმრო მომიკლა (იცინის).  ბოლო, მესამე პროექტი იყო, რომელზეც მარტო მე ვიყავი, ლუკას გარეშე. დანარჩენზე ერთად ვიყავით და ეს ორივესთვის დიდი სტიმულია – გვერდზე გყავს ადამიანი, რომელიც სწორად შეგაფასებს, გიგულშემატკივრებს და ზუსტად ეცოდინება, რა გჭირდება.
– მოკლედ, შეყვარებული მაქსიმალურ კომფორტს გიქმნის.
– კი და აღარ მიწევს ფიქრი, ვის ვთხოვო დახმარება (იცინის). როგორც ცხოვრებაში, ისე პროფესიაში, მან ზუსტად იცის, რა მჭირდება და იგივე დამოკიდებულება მაქვს მეც.
– ახლა რომ განშორება მოგიწიათ?
– ეს პირველი შემთხვევა იყო. ეს ჩემთვისაც ძალიან კარგი იყო და ჩვენი ურთიერთობისთვისაც. მარტო ცხოვრებასა და ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას მივეჩვიე. როცა იცი, რომ გვერდით ვიღაც გყავს, მაინც მისი იმედი გაქვს. მეც აღარ ვარ ისეთი პატარა. პირველად რომ წავედით, 18 წლის ვიყავი, ახლა უკვე 21-ის ვარ და ბევრი რამ ვისწავლე. ეს თვე-ნახევარი ძალიან გამიჭირდა, სამაგიეროდ, ძალიან გაზრდილი ჩამოვედი.
– ლუკასთვის როგორი იყო ეს განშორება?
– ლუკასთვისაც კარგი იყო (იცინის). სამი წლის შემდეგ, პირველად გვქონდა თვე-ნახევრიანი განშორება. ეს ჩვენთვის გამოცდა იყო. ჩვენი პროფესია ასეთია. რთულია ამის გაცნობიერება, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ამის გარეშე არ გამოვა.
– როლების არჩევის დროს პრეტენზიული ხარ?
– ჩემნაირ გოგოებს, ძირითადად, კარგი, კეთილი და საყვარელი გმირების როლებში იღებენ. მსახიობისთვის ეს უფრო მარტივი სათამაშოა, მაგრამ უფრო მეტად საინტერესოა შენი გარეგნობისა და ხასიათისგან განსხვავებული როლის მორგება. აუცილებელი არაა მთავარი როლი იყოს, რაც უფრო მეორეხარისხოვანი, მახინჯი და კუზიანი იქნება გმირი, მით უფრო საინტერესო სამუშაოა (იცინის). ბოლო ფილმში ძალიან ცივი, სნობი და ირონიული გოგო ვარ, თუმცა, ბოლოს აღმოჩნდება, რომ რეალურად ასეთი არაა.
– გარეგნულად ისეთი სიფრიფანა, ნაზი გოგო ხარ, რომ თითქოს დაცვას და მოფრთხილებას საჭიროებ. ასეა?
– არა (იცინის). ძალიან ხშირად პირიქით ხდება. ყველას ჰგონია, რომ ჩემი გარეგნობის მიღმა დაუცველი გოგო იმალება. არადა, თუ ვიცი, რომ გამოუვალი მდგომარეობაა, ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდება, ყველას იქით ვიცავ, მაშინ ვაჩენ ჩემს „კლანჭებიან“ ხასიათს (იცინის). წყობიდან ხშირად არ გამოვდივარ, მაგრამ, როცა დიდ უსამართლობას ვხედავ, თავს ვეღარ ვიკავებ. მერე აღარ ვარ საყვარელი (იცინის). მგონია, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი რთული ეტაპია. სულ რაღაცების გადალახვა და საკუთარი თავისთვის დამტკიცება მიწევს. ჩაბარება, სწავლა, როლებზე ფიქრი, შენ თავს რომ არ ეკუთვნი და ამ დროს სხვაზეც უნდა იფიქრო. როცა გადაღებები არ მაქვს, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე რთული ეტაპია, რადგან განვითარების საშუალება არაა, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. როცა სამუშაო იწყება, ეს კიდევ უფრო ძნელია, რადგან უამრავი სასწავლი გაქვს და ყველაფერი თავზე გაყრია. ორი უკიდურესობაა, მაგრამ მგონია, რომ მაინც მუშაობა სჯობს. წინა წელს სერიალში ვიყავი, ანა ფრანკის დღიურებში ვმონაწილეობდი, პარალელურად, კიდევ ორი სპექტაკლი მქონდა, პლუს სწავლა და მიუხედავად იმისა, რომ სრული საგიჟეთი იყო, როცა დასრულდა, ვფიქრობდი, რა მეკეთებინა და ვხვდებოდი, რომ უბრალოდ ჯდომა აღარ შემეძლო.
скачать dle 11.3