კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№44 ბრძნული აზრები

შპელინგერი: დემოკრატია, ეს არის უფლება, გააკეთოთ არასწორი არჩევანი.
ნობელი: ნებისმიერი დემოკრატია ნაძირლების დიქტატურამდე მიგვიყვანს.
პითაგორა: კაცობრიობას სამი სახის საშიშროება ემუქრება – სწავლულთა მატერიალიზმი, მორწმუნეთა უგულობა და დემოკრატიის ქაოსი.
პრუსტი: რევოლუცია ომს სჯობია, რადგან საბრძოლველად მხოლოდ მოხალისეები მიდიან.
პოლ ვალერი: რწმენა ჩემს მრწამსს უპირისპირდება, ისევე, როგორც ყველა ღმერთი – ჩემს ღმერთს.
ჰიუგო: დღეს ჩემი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა.
ლაო ძი: ნამდვილი დემოკრატიისთვის საჭიროა, რომ მოსახლეობის 40-50 პროცენტს 50 დოლარზე მეტი თვიური შემოსავალი და კარგი განათლება ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში ხალხი არჩევნებზე თაღლითებსა და მსახიობებს აირჩევს.
გოდერძი ჩოხელი: რა არის  სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.
თაგორი: ძალზედ მარტივია, იყო ბედნიერი, თუმცა ძალიან ძნელია იყო  მარტივი.
გოეთე: ძლიერს დაბრკოლების გადალახვა შეუძლია, ჭკვიანს – მთელი გზის.
კლუჩევსკი: დედას ჰკითხეს: რომელი შვილი გიყვარს ყველაზე მეტადო. დედამ უპასუხა: უმცროსი – სანამ გაიზრდება, ავადმყოფი – სანამ გამოჯანმრთელდება, სახლიდან გასული – სანამ დაბრუნდებაო.
ლი იაკოკა: გვიან მიღებული სწორი გადაწყვეტილება ყოველთვის მცდარი აღმოჩნდება.
ბილ ბოქსი: წარმატების მისაღწევად საჭიროა, რომ წარმატების სურვილი უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მარცხის შიში.
სოკრატე: უფრთხილდი საკუთარ ფიქრებს. გონება ყველაფერია, რასაც ფიქრობ, იმას აღწევ.
მარტინ ლუთერ კინგი: თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქცეი. თუ ვერ დარბიხარ – იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია – იფორთხე, ოღონდ არასოდეს შეწყვიტო წინსვლა.
ჰესე: მასწავლებელი მხოლოდ კარს გიხსნის – გზა მარტომ უნდა გაიარო.
უაილდი: ადამიანებს ძალიან უყვართ იმ ერთი რამის გაცემა, რაც თავადვე სჭირდებათ ყველაზე მეტად. სწორედ ამას ვეძახი დიდ ხელგაშლილობას.
ჰაინე: რჩევას მაშინ ვითხოვთ, როცა უკვე ვიცით პასუხი, მაგრამ სიამოვნებით არ გვეცოდინებოდა.
ბაირონი: რაც უფრო მეტ ქალს იცნობს მამაკაცი, მით უფრო პრიმიტიულია მისი წარმოდგენა ქალებზე.
მოლიერი: თუ ქალი მართალი არ არის, სასწრაფოდ პატიება სთხოვეთ.скачать dle 11.3