კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№44 როგორ მოახერხა ივანე მხარგრძელმა მეფეთა მამის პატივის მიღება და როგორ დაამარცხა მან ამბოხებული მთიელები

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

გარდაიცვალა სახელოვანი ზაქარია მხარგრძელი. ის მონოფიზიტი გახლდათ, სომხური სარწმუნოების მიმდევარი. იგი, არც მაშინ მოინათლა, როცა საქართველოს პატრიარქმა, იოანე მეშვიდემ, „ანგელოსთა მოსაგრემ“, სასწაული მოახდინა და ყველას თვალწინ სარწმუნოებრივ კამათში დაამარცხა სომეხთა მღვდელმთავრები და ვართაპედები (სჯულის მეცნიერები). იმ დღეს მოინათლა ქართულად ანუ დიოფიზიტობა მიიღო ზაქარიას ძმამ, ივანემ და მათი ოჯახის სხვა წარმომადგენლებმა. მართალია, ზაქარია დარწმუნდა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში, მაგრამ, განაცხადა, დაე, ცოდვა მასზე იყოს, ვინც შეცდომა დაუშვაო და დარჩა მონოფიზიტად.
მათი მამაც, სარგისი, ისიც მონოფიზიტი, მანამდე ამირსპასალარის სახელოს ხელმღვანელობდა, მაგრამ, ქართული სახელმწიფო იმდენად ტოლერანტული იყო, რომ სხვა სარწმუნოების წარმომადგენელს სავაზიროში, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მერე, ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა, სამხედრო მინისტრის მსგავსი სახელო ეკავა. მართალია, იმ დროს სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოში შემოდიოდა და სომხებიც ისეთივე მოქალაქეები იყვნენ ჩვენი დიდი ქვეყნისა, როგორც ქართველები, მაგრამ, მაინც. სხვა ქვეყნების მეფეები განსხვავებული სარწმუნოების მიმდევრებს იშვიათად თუ აიყვანდნენ ასეთ სიმაღლეზე და იშვიათად აბარებდნენ დიდ თანამდებობებს.
მხარგრძელები, შესაძლოა, სომხებიც არ იყვნენ წარმოშობით. არის სხვადასხვა ვარაუდი, რომ ისინი შეიძლება ქურთები ან ქურდები (იყო ასეთი ხალხი) ან სხვა იყვნენ. თუმცა, სარწმუნოებრივად სომხურ თემს ეკუთვნოდნენ, გრიგორიანელები იყვნენ.
მეფე თამარმა და მთელმა სამეფომ იგლოვეს ამირსპასალარი. ზაქარია ძალიან გამდიდრებული ყოფილა. მას „ისტორიანისა და აზმანის“ უცნობი ავტორი აქებს და ამბობს, რომ მისგვარი მხნე იმ დროს არავინ იყოო. ჩვენი მემატიანის თქმით, ზაქარია მხარგრძელს გვარიდან მოსდგამდა ასეთი მხნეობა, რადგან არტაქსერქსე მხარგრძელის, ანუ არტაქსერქსე პირველის, აქემენიდის, სპარსეთის შაჰის, შთამომავალი იყოო. ბერძნები არტაქსერქსე პირველს გრძელხელებას, გრძელმკლავებას, მხარგრძელს უწოდებდნენ, რადგან ზოგი ცნობით, მარჯვენა ხელი უფრო გრძელი ჰქონია, თან, შორს ცდილობდა თავის ძალაუფლების გავრცელებას. ეტყობა, ასეთ ლეგენდას ავრცელებდნენ მხარგრძელები საკუთარ წარმომავლობაზე. ამგვარი რამ ჩვეულებრივი მოვლენა იყო ძველ დროში. ჩვენი მემატიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზაქარია სომხური სარწმუნოების გახლდათ, ჰქონია „ყოველნი სათნოებანი საღმრთონი და საკაცობონი“, ანუ, კეთილშობილი ადამიანი ყოფილა. ზაქარიას ერთი შვილი დარჩენია, სახელად შანშე.
თამარ მეფემ ზაქარიას დაკრძალვის მერე მისი ძმა, ივანე მსახურთუხუცესი დაიბარა და უთხრა, რომ ამირსპასალარად მას ნიშნავდა. მაგრამ, ივანემ ეშმაკური ხერხი იხმარა, გაიკვირვა და უპასუხა მეფეს:
„ეს პატივი, რომლითაც მე მაფასებ, მეფეო, ძალიან დიდია და მე უღირსი ვარ. ისე დამეხმარე, რომ ვერ ამბობდნენ, ძმის გამო დანიშნა ამ თანამდებობაზეო, რათა არ მრცხვენოდეს მის ნაცვლად დგომა და ათაბაგის პატივი მომეცი. საქართველოში არ არის წესი და თანამდებობა ათაბაგობისა. ამით განადიდე შენი ჩემდამი წყალობა, რომ ახალი და უაღრესი პატივის ღირსად მყავ და მიბოძე ათაბაგობა. ათაბაგობა სულთანთა წესია. მათთან ათაბაგი მეფეთა და სულთანთა მამად და გამზრდელად იწოდება. ამგვარად განადიდე შენი ჩემდამი წყალობაო“.
გულმოწყალე თამარ მეფემ ვერ უთხრა უარი ივანე მხარგრძელს და ამირსპასალარობა და ათაბაგობა უბოძა.
ამგვარად, საქართველოს სამეფო კარზე, სავაზიროში, მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. მანამდე მეფეთა მამად და მზრდელად ჭყონდიდელი ეპისკოპოსები ითვლებოდნენ. რომლებიც დავით აღმაშენებლის დროიდან სავაზიროში მწიგნობართუხუცესის თანამდებობას იკავებდნენ, ანუ ვაზირთა უპირველესის სახელოს. დავით აღმაშენებლის სამთავრობო რეფორმით, სავაზიროს მეთაური და უფლისწულების მზრდელი, გახლდათ ბერი, მწიგნობარი, ღვთისმეტყველების სპეციალისტი, მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპოსი, ადამიანი, რომელიც ამქვეყნიური პატივისთვის და ქონების მოსაპოვებლად არ იზრუნებდა, არამედ, მთელ თავის ენერგიას მიმართავდა მემკვიდრის მართლმადიდებლურად და სამეფოდ აღზრდისთვის და ქვეყნის გაძლიერებისკენ.
ივანე მხარგრძელმა, ფაქტობრივად, გადატრიალება მოახდინა მთავრობაში, ამიერიდან მეფეთა მამის წოდება ივანე მხარგრძელის ხელში უნდა გადასულიყო, რომელიც არც ღვთისმეტყველი იყო, არც ბერი, არც ქართული ეკლესიის წარმომადგენელი. თანამდებობებიც უყვარდა, რაც კარგად ჩანს მის ქმედებაში, პატივმოყვარეც იყო, ვისაც ქვეყანაში დიდი გავლენის მოპოვება სურდა, ჭყონდიდელის პატივის მითვისება.
იმ ხანებში განუდგნენ მეფეს მთიულები, ფხოველები და დიდოელები. დიდოელებზე მემატიანეს უწერია, რომ იყვნენ მშფოთვარე ბუნების, უხარშავ ხორცს ჭამდნენ და მრავალ ძმას ერთი ქალი მოჰყავდათ ცოლადო. ეს, ალბათ, გადაჭარბებულია, რათა სამეფოსგან გამდგარი დიდოელების ველურობა დამტკიცდეს. გარდა ამისა, ჩვენი მემატიანე წერს, რომ, დიდოელები რაღაც უჩინო ეშმაკებს და უნიშნო შავ ძაღლებს სცემდნენ თაყვანსო. ფხოველების შესახებ მემატიანე გვიამბობს:  ჯვრის მსახურნი არიან, ქრისტიანობას იჩემებენო. მათ დაუწყიათ მეზობელი ტერიტორიების რბევა, ხოცავდნენ ხალხს და ატყვევებდნენ დღისით და ღამით.
მეფე თამარმა ათაბაგს დაავალა წესრიგის დამყარება და მოუწოდა მთიელებს: „დვალთა, ცხრაზმელთა, მოხევეთა, ხადელთა, ცხავატელთა, ჭართალთა, ერწოთიანელთა“, ისინი ათაბაგის ჯარს შეუერთა და გააგზავნა ამბოხებულების წინააღმდეგ.
ივანე მხარგრძელი გონიერი კაცი იყო და კარგი სტრატეგი. ავიდა ხადის (ხადას) ძალიან მაღალ მთებზე და გადაიარა. მიადგა ფხოველთა და დიდოთა მთებს. ისეთი გზებით იარა, რომ სხვა ადამიანს ეს არ უქნია, არც მანამდე, არც მერეო, წერს მემატიანე.
ერთ მხარეს დარჩა დურძუკეთი, მეორე მხარეს კი – დიდოეთი და ფხოეთი.
 დურძუკებმა რომ გაიგეს ათაბაგის მისვლა, ძღვენით ეახლნენ, მისცეს ლაშქარი, დაუდგნენ მხარში და შეუტიეს ზემოთა მხრიდან. არბევდნენ, კლავდნენ, ატყვევებდნენ და წვავდნენ.
უამრავი ამბოხებული მოუკლავთ, დიდოელი და ფხოველი. სამი თვე დაყვეს მთაში – ივნისი, ივლისი და აგვისტო.
მაშინ ათაბაგის მიერ შევიწროებულმა დიდოელებმა და ფხოველებმა ითხოვეს შეწყალება. მისცეს მძევლები და აღუთქვეს ხარაჯის მიცემა და ერთგულება. ივანე ათაბაგმა აიყვანა მძევლები, მოელაპარაკა დანებების პირობებზე და გამარჯვებული წამოვიდა ტფილისში.
მეფის წინაშე წარსდგა ივანე მხარგრძელი და უპატაკა:
„ძლიერო მეფეო! შევასრულე შენი ბრძანება, მოვაოხრე შენი ურჩი დიდოეთი და ფხოეთი“.
მეფეთა მეფემ დიდი პატივით მიიღო გამარჯვებული მხარგრძელი და მადლობა გამოუცხადა.
კვლავ მშვიდობა დამყარდა საქართველოში.
скачать dle 11.3