კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 თმის სიგრძე და ჩვენი ხასიათი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე


მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ხასიათს ყველაზე კარგად თმის სიგრძე განსაზღვრავს. არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც, თმის სიგრძე არის პიროვნულობის ხარისხის ჭეშმარიტი გამოხატულება.
გაიგეთ, რას ამბობს თქვენი თმის სიგრძე თქვენ შესახებ.  საინტერესოა, რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ „მეს“, ამაში ეს ტესტი დაგეხმარებათ. აირჩიეთ შესაფერისი ვარიანტი:   
* ძალიან მოკლე თმა – თქვენ ყოველთვის იმას ამბობთ, რასაც ფიქრობთ. არ აქვს მნიშვნელობა, ამით ვინმეს გულს ატკენთ თუ არა. პოულობთ ბალანსს თქვენს პირად ცხოვრებასა და პროფესიას შორის. უშიშარი, თამამი და ორგანიზებული ხართ. პრობლემების გადაჭრაც ადვილად შეგიძლიათ, თუმცა, ზოგჯერ დაუფიქრებლადაც მოქმედებთ, რაც წარუმატებლობის მიზეზი ხდება. ამაზე ღირს დაფიქრება. მით უმეტეს, იცით, როგორ აკონტროლოთ საკუთარი თავი.
* თმა მხრებამდე – ძალიან ქალური    და ელეგანტური ხართ. საინტერესოდ საუბრობთ. თქვენი ბუნებრიობა კი ყველას ხიბლავს კარგი მეგობრობა შეგიძლიათ და ამისთვის გაფასებენ კიდეც.
* ძალიან გრძელი თმა – ძალიან ფრთხილი ხართ.  შინაგანად წესიერი და მეოცნებე. ჯერ კიდევ გჯერათ კეთილი ზღაპრების. თქვენი რომანტიკული ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის შეყვარებული ხართ და ხშირად – იმედგაცრუებულიც, რადგან ცხოვრება ისეთი არ არის, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. თქვენ მხოლოდ ხანგრძლივი ურთიერთობები გინდათ, რითაც მამაკაცებს  აფრთხობთ.
скачать dle 11.3