კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მაწვნისა და ბანანის 5-დღიანი დიეტა და მინუს 3 კილოგრამი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ეს დიეტა ეფექტურია მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წონაში დაკლება. ბანანი ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლო ხილია, ის მდიდარია სხვადასხვა სახის ვიტამინითა და  მინერალით. ასევე, საკმაოდ სწრაფად წვავს ცხიმს. მაწონი კი, მსუბუქი მისართმევი რძის პროდუქტია და დადებითად აისახება კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე. ასე რომ, ამ დიეტით თქვენ, მინიმუმ, 3 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ და ორგანიზმსაც გაჯანსაღების საშუალებას მისცემთ. დიეტის დაცვისას, გაითვალისწინეთ – მოერიიდეთ საკვების მიღებას საღამოს 6 საათის შემდეგ. თუ შიმშილმა ძალიან შეგაწუხათ, შეგიძლიათ, დალიოთ უშაქრო ჩაი.
პირველი დღე
დღის განმავლობაში მიირთვით 5 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, 1 ცალი მწვანე ვაშლი და სვით წყალი, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთ.
მეორე დღე
დღის განმავლობაში – 4 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, 1 ფილა შავი შოკოლადი და წყალი.
მესამე დღე
დღის განმავლობაში – 3 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, რამდენიმე ცალი ფინიკი და წყალი.
მეოთხე  დღე
დღის განმავლობაში – 2 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, 1 ცალი ფორთოხალი და წყალი.
მეხუთე დღე
დღის განმავლობაში – 1 ცალი ბანანი, 400 გრამი მაწონი, 3 ცალი მანდარინი და წყალი.скачать dle 11.3