კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№44 რომელი საკვები პროდუქტი იწვევს კანის პრობლემებს, თმის ცვენასა და ფრჩხილების მტვრევას

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

ადამიანის კანის, თმისა და ფრჩხილების ხარისხი დიდადაა დამოკიდებული საკვებზე, რომელსაც მიირთმევს. არასწორად შერჩეულმა პროდუქტებმა თუ დიეტამ, შესაძლოა, გამოაშროს, დაასუსტოს  და გამოიწვიოს ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა, კანზე გამონაყარი. მიუხედავად იმისა, რომ მათი მდგომარეობა სხვა გარემო ფაქტორებზეცაა დამოკიდებული, მაგალითად, ცხოვრების წესზე, გარემოზე, სიგარეტის კვამლზე, ამინდის ცვალებადობაზე და ასე შემდეგ, კვება მაინც მთავარ ფაქტორად რჩება. ასე რომ, გაითვალისწინეთ და ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიური კვების რაციონს, რადგან გარკვეული პროდუქტი კანის ხარისხთან, თმის სტრუქტურასა და ფრჩხილების მდგრადობასთან პირდაპირ კავშირშია.
თევზეული
ბევრი დიეტა არსებობს, რომლის დროსაც ძირითად საკვებს ზღვის პროდუქტი წარმოადგენს. თევზის დიდი რაოდენობით მიღება, თმისა და ფრჩხილების დათხელებას იწვევს. ეს პრობლემა ხშირად ექმნებათ სუშის მოყვარულებს. თუმცა, მისი ზომიერად მოხმარება და საკვებ რაციონში შეტანა სასარგებლოა არა მარტო თმის და ფრჩხილის, არამედ მხედველობისთვისაც.
შაქარი
ტკბილეულის გადაჭარბებული დოზით მიღება არა მხოლოდ სისხლისა და კბილებისთვის, არამედ კანის, თმისა და ფრჩხილებისთვისაც მავნეა. შაქრის დამატებითი დოზა იწვევს მამაკაცის ჰორმონის, ანდროგენის გამოყოფას, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, და ამან კი, შეიძლება, გამოიწვიოს ჭარბთმიანობა.
ცომეული
თეთრი პურის, სპაგეტის, ნამცხვრებისა და სხვა ცომეულის შემადგენლობა შაქართან ხსნადია. შესაბამისად, მოქმედებს ფრჩხილებსა და თმაზეც. ამ ტიპის საკვების დიდი რაოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა, თმისა და ფრჩხილების დათხელება გამოიწვიოს.
ვიტამინი A
ამ ვიტამინის დიდი ოდენობით მიღება იწვევს თმის ცვენასა და ფრჩხილების დაზიანებას. მულტივიტამინებში A ვიტამინის შემადგენელი დოზა, სახიფათო არ არის. იმავეს ვერ ვიტყვით სხვადასხვა გაურკვეველი წარმომავლობის – დიეტურ, იმუნიტეტის გამაძლიერებელ და ასე შემდეგ – აბებზე. ამიტომ, სანამ ასეთი აბის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გადაამოწმეთ, შედის თუ არა მასში A ვიტამინი და თუ შედის, რა რაოდენობით.
პროტეინის ნაკლებობა
იმის გამო, რომ ფრჩხილებისა და თმის ძირითადი შემადგენელი ნაწილი სწორედ პროტეინია, საკვები, რითაც ორგანიზმი პროტეინის საკმარის რაოდენობას ვერ იღებს, შესაძლოა, თმისა და ფრჩხილების დაზიანების მიზეზი გახდეს. პროტეინს ხორცის გარდა შეიცავს ლობიო, ტარხუნა, ხორბალი, ბროკოლი და კიდევ ბევრი სხვა მცენარეული კულტურა.
რკინისა და თუთიის ნაკლებობა
ფრჩხილებზე თეთრი ლაქები შესაძლოა, გამოწვეული იყოს თუთიის ნაკლებობით. თუთიაზე არანაკლებ სასარგებლოა რკინაც. ამ ნივთიერებების ორგანიზმისთვის მიწოდება შესაძლებელია წითელი ხორცისა და ზოგი ზღვის პროდუქტის საკვებ რაციონში შეტანით. თუ ვეგეტარიანელი ხართ, რკინით და თუთიით ორგანიზმის შესავსებად, შეგიძლიათ, მიირთვათ ლობიო. გაითვალისწინეთ, რომ იმ დიეტების დაცვით, რომლებშიც რკინისა და თუთიის შემცველობა გათვალისწინებული არაა, შესაძლოა, თქვენი თმა და ფრჩხილები დაასუსტოთ, კანის სტრუქტურაც დააზიანოთ და ზოგადად, თქვენს ჯანმრთელობასაც დიდი პრობლემა შეუქმნათ.скачать dle 11.3