კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№44 რა იმედები გაუცრუეს ებრაელებმა სტალინს მას შემდეგ, რაც საკუთარი სახელმწიფო შექმნეს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს მავანნი ანტისემიტიზმს აბრალებენ და ამის დამამტკიცებელ საბუთად, ეგრეთ წოდებული, „ექიმებისა“ და „ეაკის“ (ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტი) საქმეები მოაქვთ, ირკვევა, რომ ყველაფერი ასე არ ყოფილა და ებრაელთა წინააღმდეგ წამოწყებულ ქმედებებს საკმაოდ მყარი საფუძველი ჰქონდა. პროფესორი ანტონ ივანოვი წერს: „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იოსებ სტალინი სენტიმენტალური ადამიანი იყო და ადვილად ექცეოდა ვინმეს გავლენის ქვეშ, როგორც ეს თითქოსდა ლეონიდ ბრეჟნევს ახასიათებდა. არა! არც ბრეჟნევი მოქცეულა ვინმეს გავლენის ქვეშ (რა თქმა უნდა, როცა ის ჯანმრთელი იყო) და მით უმეტეს, არც სტალინი (იგულისხმება ის, რომ სტალინმა დიდი როლი შეასრულა თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში და რომ მასზე ებრაელებმა იქონიეს გავლენა). არა, არა და კიდევ ერთხელ არა!.. სტალინი პრაგმატული პოლიტიკოსი იყო. მშვენივრად უწყოდა, თუ რა სურდა და ამიტომაც დაეხმარა ებრაელებს საკუთარი სახელმწიფოს შექმნაში. საბჭოთა ბელადს ისრაელის (ებრაელების) მეშვეობით სურდა საკუთარი ახლო აღმოსავლური პოლიტიკის გატარება. სტალინმა კარგად უწყოდა ებრაულ-არაბული დაპირისპირების ისტორია და იმედოვნებდა, რომ ბრიტანეთის იმპერიის გავლენის ქვეშ არსებულ არაბულ ქვეყნებს, ისრაელის სახით, დიდ, შხამიან ეკალს ჩაასობდა და ბრიტანეთს სწორედ  ამით გაამწარებდა. თუმცა, როგორც ოდნავ მოგვიანებით გაირკვა – „ებრაელებმა არ გაამართლეს“ საბჭოთა ბელადის მოლოდინი და არამც თუ ბრიტანელთა გამამწარებლები არ გახდნენ, არამედ უფრო მეტად „შესცოდეს“ და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღეს გეზი, რაც „ცივი ომის“ პერიოდში „პოლიტიკური მკრეხელობა“ იყო და სტალინს თავის „პროტეჟეებზე“ გული აუცრუვდა. რადიკალურად შეიცვალა პოლიტიკური ორიენტირი და „ფსონს“ არაბებზე ჩამოვიდა. ქვეყნის შიგნით კი „დეებრალიზაციას“ მიჰყო ხელი... ამ საკითხზე უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის სტალინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი, რომელიც ღრმა მოხუცებულობის მიუხედავად, მხნედ, საღ გონებაზე მყოფი ტაბუირებულ ტელეინტერვიუში ამბობდა: „ალბათ, ფიქრობთ, რომ რადგან სტალინს ჩემი მეუღლე დაპატიმრებული ჰყავდა, ეგრეთ წოდებულ „ებრაულ საქმეზე“, მე სტალინს ლანძღვას დავუწყებ? სულაც არა. მართალია, პოლინა ჟემჩუჟინა ჩემი ცოლი იყო, მაგრამ მას დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და სასჯელსაც სამართლიანად იხდიდა. მისი დანაშაული კი იმაში მდგომარეობდა, რომ სიონისტური განწყობილებები დაეუფლა. ეს კი ჭეშმარიტი კომუნისტისთვის მიუღებელი რამ იყო და სამართლიანადაც დაისაჯა. კიდევ კარგი, რომ ის სხვებისგან განსხვავებით, სიკვდილს გადაურჩა“. მოლოტოვმა, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი იცოდა და ალბათ, სწორედ ამიტომ ამტკიცებდა ასე დაჟინებით – ჩემმა ცოლმაც შესცოდაო. პოლინა ჟემჩუჟინა ებრაელი იყო და საბჭოთა მთავრობაში საკმაოდ მაღალი თანამდებობაც ეკავა. აქტიურად თანამშრომლობდა ებრაელთა ანტიფაშისტურ კომიტეტთან და რაც მთავარია, ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ახლად შექმნილი ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან საბჭოთა კავშირში, გოლდა მეირთან. მოლოტოვი ყვებოდა: „ეგრეთ წოდებული „ებრაული საკითხი“ მას შემდეგ წამოვიდა წინა პლანზე, როდესაც ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდროდ დაკავშირებული მოვლენები განვითარდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. დავიწყოთ გარე ფაქტორებით, იმით, რომ სტალინის წყალობით შექმნილმა ისრაელმა, ფაქტობრივად, ხელი ჰკრა საბჭოთა ბელადს, საბჭოეთს და ყოველგვარი დიპლომატიური ფორმალობების გარეშე მკვეთრი კურსი აიღო ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. ამან კი ნეგატიური შედეგები მოგვიტანა და ჩვენ იძულებულები გავხდით, ისრაელის სახელმწიფოსა და ზოგადად, ებრაელების საზიანოდ, არაბულ სახელწიფოებს დავახლოვებოდით. ქვეყნის შიგნით კი, უფრო  ცუდი რამ ხდებოდა. საკუთარი სახელმწიფოს შექმნით აღფრთოვანებული ებრაელები, აშკარად სიონისტურ ტალღაზე მოიმართნენ. თავიანთ ამ გრძნობებს ვეღარ მალავდნენ, ეს კი საბჭოთა იდეოლოგიას რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა და ლოგიკური გაგრძელებისკენ მიდიოდა. აპოთეოზს კი 1948 წლის 3 ოქტომბერს მიაღწია. სულ რაღაც ოთხი თვის დანიშნული 50 წლის ელჩი ქალი, გოლდა მეირი ღვთისმსახურებაზე მოსკოვის სინაგოგასთან მივიდა. იქ კი ებრაელთა 100-ათასიანი ბრბო დახვდა, რომლებიც მას ისე მიესალმნენ, როგორც დამოუკიდებელი ისრაელის პირველ დესპანს. ამის შესახებ მაშინვე ამცნეს სტალინს. მან კი დამიბარა და მითხრა: „ებრაელებს სიონიზმი ღრმად აქვთ გამჯდარი და მთელი ეს წლები, უბრალოდ, მარჯვედ მალავდნენ თავიანთ განწყობას. ახლა კი ვულკანივით გადმოაფრქვიეს და ამას რაიმე უნდა მოვუხერხოთ...“
სტალინის დაზვერვამ იმ ადამიანების სია და საუბრის ჩანაწერები წარუდგინა, რომლებიც ამერიკელებთან საუბრებში, ფაქტობრივად, დაუფარავად ქადაგებდნენ სიონიზმს და საბჭოთა ბელადმა მათ წინააღმდეგ აქტიური მოქმედებების დაწყების ბრძანება გასცა. შედეგმაც არ დააყოვნა. დაიწყო, ეგრეთ წოდებული, დეებრალიზაციის პროცესი – ამ ეროვნების ადამიანები იდევნებოდნენ ყველა მაღალი პოსტიდან, რომლებიც მათ ეკავათ. ამას მოჰყვა „ეაკისა“ და „ექიმთა“ საქმე, გადასახლებები, გოლდა მეირთან მეგობრობისა და სინაგოგის მონახულების გამო ციმბირის შორეულ ბანაკში  გაამწესეს მოლოტოვის ცოლიც. სტალინმა ხელი არ ახლო მხოლოდ ებრაელ ფიზიკოსებს, რომლებიც საბჭოურ ატომურ ბომბს აკეთებდნენ. თუმცა აკადემიკოსი სერგეი კაპიცა მაინც ჩამოაშორა „ატომურ პროექტს“ და მართალია, სამართლებრივად არ დაუსჯია, მაგრამ უმკაცრესი კონტროლის ქვეშ ჰყავდა“.
скачать dle 11.3