კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№44 უფლის გზაზე

ვინც არ იცის სულიერი გზით სიარული, ის არ ზრუნავს ვნებიან ფიქრებზე. მას მხოლოდ სხეული აწუხებს – ან მუცელმოთნეობითა და გარყვნილებით არის დაკავებული, ან ურვაში, მრისხანებასა და ძვირის ხსენებაშია და ამით იბნელებს თავის გონებას, ან კიდევ ზედმეტად მაღალ ღვაწლზე კადნიერდება და ამით არღვევს და უაზროს ხდის თავის მიზანს.
***
როდესაც ერში ადამიანების საზოგადოებაში ხარ, სულიერ საგნებზე არ უნდა ილაპარაკო; განსაკუთრებით, როდესაც მათში მოსმენის სურვილი არ შეინიშნება.
***
მრავალსიტყვაობა იმათთან, ვინც ზნეობით ჩვენი საპირისპიროა, საკმარისია იმისათვის, რომ დაირღვეს ყურადღებიანი ადამიანის შინაგანი წესრიგი.
***
ვინც ავადმყოფობას მადლიერებით ითმენს, მას ავადმყოფობა ღვაწლად ეთვლება ან კიდევ უფრო მეტად.
***
თუ ცვილი არ გაათბე და არ დაარბილე, მასზე ბეჭედს ვერ აღბეჭდავ; ასევეა სულიც – თუ შრომითა და უძლურებით არ გამოიცადა, მაშინ ვერ მიიღებს ღვთაებრივ სათნოებათა ბეჭედს. როდესაც ეშმაკი განერიდა უფალს, მაშინ მიეახლნენ მას ანგელოზები და ემსახურებოდნენ (იხ. მათე 4,1). თუკი განსაცდელის ჟამს ოდნავ განდგებიან ჩვენგან ღვთის ანგელოზები, იცოდე, შორს არ მიდიან, მალევე მოდიან და გვემსახურებიან საღვთო განგებულებით, ლმობიერებით, სიტკბოებითა და მოთმინებით. სული, რომელიც გაისარჯა, სხვა სრულყოფილებებსაც იხვეჭს.
***
განიკითხე უჯერო საქმე, თვით საქმის ჩამდენს კი ნუ განიკითხავ.
***
არავინ განვიკითხოთ, თუნდაც საკუთარი თვალით ვხედავდეთ ვინმეს შემცოდებელს ან ღვთის მცნებების დარღვევაში დადგრომილს.
***
როდესაც ურვის (ფუჭი წუხილის) ბოროტი სული გულს დაიპყრობს, მაშინ იგი ავსებს მას სიმწარითა და უსიამოვნო განცდებით, არ აძლევს ლოცვის საშუალებას სათანადო გულმოდგინებით და წმიდა წერილის ყურადღებით წაკითხვაშიც უშლის ხელს; ართმევს სიმშვიდესა და გულკეთილობას ძმებთან მიმართებით და შობს მასში ყოველგვარი საუბრისადმი სიძულვილს. რადგან ურვით ავსებული სული სასოწარკვეთილებამდე მიდის, როგორც გონგადასული, და აღარ შეუძლია მშვიდად მიიღოს კეთილი რჩევა ან წყნარად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. ის გაურბის ადამიანებს, როგორც თავისი შფოთის მიზეზს და ვერ ხვდება, რომ ავადმყოფობის მიზეზი თავად მასშია. ურვა არის გულის ჭია, რომელიც თავის მშობელ დედას ღრღნის.
***
ვინც ვნებები დაამარცხა, მან ურვაც დაამარცხა; ხოლო ვნებებით დამარცხებული, ურვის ბორკილებს ვერ გაექცევა.
***
ვისაც წუთისოფელი უყვარს, მისთვის შეუძლებელია, არ იურვოს; ხოლო, ვინც წუთისოფელი მოიძაგა, ის ყოველთვის მხიარულია.
***
სულიერი ცხოვრების მსურველმა ჯერ ქმედითი ცხოვრება უნდა გაიაროს და შემდეგ გადავიდეს გონებით ჭვრეტაზე, რამეთუ ქმედითი ცხოვრების გარეშე გონებრივ მჭვრეტელობაში მოსვლა შეუძლებელია.
***
მჭვრეტელობით ცხოვრებას უნდა შევუდგეთ შიშითა და ძრწოლით, შემუსვრილი გულითა და სიმდაბლით, წმიდა წერილის გამოკვლევით და, თუ შესაძლებელია, რომელიმე გამოცდილი ბერის ხელმძღვანელობით, და არა – თავნებობითა და კადნიერებით, რამეთუ კადნიერი და თავდაჯერებული პირი, წმიდა გრიგოლ სინელის სიტყვებით: ელტვის რა იმას, რაც მის ღირსებას აღემატება, ამპარტავნულად ძალადობს მიაღწიოს მას დროზე ადრე. და კიდევ, თუ ვინმე თავისი ზესთამჩენობით ცდილობს მიაღწიოს სიმაღლეს, ფლობს რა სატანურ სურვილს და არა ჭეშმარიტებას, ასეთ პირს ეშმაკი ადვილად ახვევს თავის ბადეში, როგორც საკუთარ მსახურს.скачать dle 11.3