კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (51)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

№44 რატომ არიან სასწაულის მოყვარე ქრისტიანები ურწმუნოები და რა ცრუ სწავლება ვრცელდება ბოლო პერიოდში

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

იმისთვის, რომ ადამიანში ცოდვა განვითარდეს, ის სხვადასხვა ეტაპს გადის. როგორია ცოდვის განვითარების ეტაპები, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– იმ ენაზე, რომელზეც ბიბლია დაიწერა, ანუ ძველ ებრაულ ენაზე, „ცოდვა“ არის გზიდან აცდენა. ადამიანი უნდა მიდიოდეს უფლის გზით, გადახვევა მარჯვნივ ან მარცხნივ უკვე გზიდან აცდენაა. მე, როგორც მოძღვარი, ჩემი მცირე გამოცდილებით გეტყვით, რომ როდესაც ადამიანი აღსარებაზე მოდის, ასე იწყებს: ეშმაკმა შემაცდინა, შემაცდინა მოყვასმა, ოჯახის წევრმა, ახლობელმა, მეგობარმა. იშვიათია ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე შევცდი, ჩემი ბრალია. ყველას გადაბრალება გვიყვარს. ეს ჯერ კიდევ სამოთხიდან მოდის. ადამიანი სამი მდგომარეობიდან გამომდინარე ვარდება ცოდვაში.
– რა მდგომარეობებია ესენი?
– პირველი – ეს არის ზეწოლა არაწმიდა სულისგან, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით. მეორე არის არასრულყოფილი ცოდნა, რადგან მან ბევრი რამ არ იცის. ისევე, როგორც ადამმა არ იცოდა ბევრი რამ სამოთხეში. მესამე – ქვედრეკილი ბუნება. ადამიანი მიწისგან არის შექმნილი და მისი ბუნება მაინც მატერიალიზმისკენ, მიწისკენაა მიდრეკილი. ეს სამი რამ განაპირობებს ადამიანის ცოდვაში ჩავარდნას. ადამიანის პირველად ცოდვაში ჩაგდება არის კვეთება, ანუ მას არაწმიდა სული ეკვეთება. ისე არ გავიგოთ, რომ ის ეჭიდავება, ან რქები აქვს, ჩლიქები. არა, ადამიანში აზრიდან შემოდის ცოდვა და როცა გონება აქვს დახშული, მასში შემოდის გარკვეული აზრი, ამბობს: რა კარგი აზრი მომდის. ჩვენი გონების დანიშნულება კი ის არის, რომ გადავახარისხოთ, ეს აზრი კარგია თუ ცუდი. გვეკვეთა აზრი? არ უნდა მოვიყვანოთ ის სისრულეში. რაც ჩემში შემოდის, ის არ არის ცოდვა, რადგან მე ქმნილება ვარ და ქმნილებას ახასიათებს: მიმღეობა, შეწყნარება და გაცემა. ქმნილება რომ ვარ, მოაზროვნე, უნდა გავარჩიო – ეს აზრი მარგებს თუ არა. მამები ამბობენ: ცოდვა, როგორც მოგზაური, ისე დადის. შენ გაუღებ კარს, მოეფერები, ატრაპეზებ და გაშინაურდება. რადგან გონიერი არსებები ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ცოდვა ჩვენში აზრით შემოდის. ხშირად ამ აზრებს ლამაზი ფერები აქვს. სწორედ ამიტომ თავიდან რთულია, მიხვდე – ის კარგია თუ ცუდი. როგორც იცით, ეშმაკი უფლის ნების გარეშე ვერაფერს აკეთებს. მაგრამ თუ ადამიანის ნება ემორჩილება ეშმაკის ნებას, მაშინ უფალი ვეღარ ჩაერევა, რადგან ეშმაკი ეტყვის: რატომ ზღუდავ ადამიანის თავისუფალ ნებას, მას უნდა, რომ მიმიღოს. პავლე მოციქული ამბობს: ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. როგორც კი კარს გაუღებ, გააშინაურებ აზრს, რომელიც ცოდვის სახით შემოდის, შენ უკვე კარს უღებ ეშმაკს. გამოცხადებაში წერია: მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. ეშმაკი არ აკაკუნებს, ფანტაზიორია, ნაზად, მშვიდად გაწვდის აზრებს. ხშირად ამბობენ ხოლმე: კომპიუტერი ეშმაკის არისო, არაფერია ეშმაკის. ყველაფერი შექმნა ღმერთმა, ჩვენ როგორ გამოვიყენებთ – ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ტელეფონით, ინტერნეტით, სოციალური ქსელით რამდენი სიკეთის გაკეთებაა შესაძლებელი, რამდენი ქადაგება.
– მამაო, როგორია ცოდვის განვითარების შემდეგი ეტაპები?
– როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, ყურადღება გაფანტული აქვს, ყველაფერზე ფიქრობს, ლოცვის გარდა. ამიტომაც ითხოვს ღმერთი მისგან ყურადღებას, ისევე, როგორც ეშმაკი. შენი ყურადღება უფლისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ არასწორმა აზრმა არ მიიპყროს. წმიდა მამები ყოველ შემოსულ აზრს ეჭვით უყურებდნენ. ამიტომ თქვენც ეჭვით შეხედეთ და მაშინვე არც უარყოთ და არც აღიაროთ. გააანალიზეთ, რამდენად სასარგებლო იქნება მისი სისრულეში მოყვანა. მესამე მდგომარეობა არის ტკბობა, ანუ შემოვიდა აზრი, ყურადღება დაუთმე და სიამოვნების ჟრუანტელი გივლის: რა კარგია. ჩვენ ხომ, ძირითადად, უმოქმედოდ ვართ, ვსხედვათ კომპიუტერთან, ტელევიზორთან და ილუზიებით, ოცნებით ვცხოვრობთ. ტკბობით ადამიანი უკვე ოცნებობს. ოცნება ეს არის ეშმაკის ყველაზე დაბალი დონის იარაღი, რომელიც ადამიანს რეალობას აკარგვინებს. ტკბობას უკვე მოჰყვება სურვილი, ამ დროს ჩემი ნება იწყებს მოქმედებას: უნდა მივიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფრით დავტკბე თუ არ დავტკბე, მივიღო სიამოვნება თუ არა. ყოველთვის ფრთხილი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. გაიგე, რომ ხატიდან მირონი მოდის. ვიცით, რომ სასწაულები ხდება, მაგრამ მაშინვე არ უნდა დაიჯეროთ. არც მივიღოთ და არც უარვყოთ – ეს ეშმაკისგან არისო. არაერთგან წერია, რომ ბევრ სასწაულს მოახდენს არაწმიდა სულიო. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამბობს: სასწაულების მოყვარულია ურწმუნო ადამიანიო. მაცხოვარი ამბობს: სასწაულებს ეძებს ბოროტი და მემრუშე მოდგმა, თქვენ არ მოგეცემათ მეტი, გარდა იონასი, რომელიც სამი დღე იყო ვეშაპის მუცელში. აღდგომაზე დიდი სასწაული რა შეიძლება იყოს?!
– ხშირად გარემო პირობები უბიძგებს, ცოდვის ჩადენაში ეხმარება ადამიანს.
– ზუსტად ეს ხდება გადაწყვეტილების მიღების პერიოდში. თუ ადამიანი ცოტა გონიერია, ის გადაწყვეტილების მიღებამდე აზრს ეკითხება მასზე გონიერ ადამიანს, მოძღვარს. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, მანამდე მისწერე, დაურეკე მამაოს და არა – რომ გადაწყვეტ, მერე. გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ ამ მამაკაცთან ან დედაკაცთან ოჯახს ქმნის და მოძღვარს ეუბნება: მაკურთხეო. მე, როგორ გაკურთხო, თუ უკვე გადაწყვიტე, მე შემიძლია ჯვარი დაგწერო.
– რომელია ცოდვის განვითარების ბოლო ეტაპი?
– გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ საქმით აღსრულება. ეს უკვე ცოდვაა – შემოვიდა აზრი, გეკვეთა, მოიფიქრე, გააანალიზე და აღსრულებაში მოიყვანე ცოდვა. ამიტომ, სანამ აღსრულებაში მოიყვან, მანამდე ცოდვას დაახვედრე სიბრძნე, საეკლესიო სწავლება, წაიკითხე სახარება, მოძღვარს, ახლობლებს ჰკითხე აზრი. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: ჩვენში შემოსული აზრების 99 პროცენტი უკეთურია, რადგან ჩვენი ცხოვრებაა უკეთური და დაცემული. როგორც ცხოვრობ, ისე ლოცულობ, როგორც ლოცულობ, ისე ცხოვრობ, რასაც აკეთებ, ის გესიზმრება და ასე შემდეგ. დღეს არასწორი სწავლება შემოდის, რომ თითქოს ადამიანს ბოლოს ყველაფერი მიეტევება.  მაცხოვარი ამბობს, რომ არის ცოდვა, რომელიც არც ამ სოფელში, არც იმ სოფელში არ მიეტევება. სულიწმიდის გმობა კი ნიშნავს, ხედავ ეკლესიის, უფლის მოქმედებას და ამბობ: არაფერი არსებობსო. ხედავ ეკლესიის სიყვარულს, სიკეთეს და ამბობ: არაფერის მწამსო, უარს ამბობ ცხონებაზე. ადამიანმა რომელმაც ცხონებაზე უარი თქვა, სიკვდილის შემდეგ ცხონება ენდომება? უფლის ნებაა, ყველა ცხონდეს, მაგრამ თუ ადამიანს არ უნდა ცხონება, მას უფალი ვერ აცხონებს.

скачать dle 11.3