კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 რკინის ფარდის დასასრული

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ანუ ციური ომი ინტერნეტულად

აშშ-ში პროექტს ამუშავებენ, რათა მთელი დედამიწა უფასო ინტერნეტით დაფარონ და თუმცა მისია ფრიად კეთილშობილურია და მოსახერხებელი, ისიც ფაქტია, რომ ინფორმაციულიც ამ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ამიტომაც რუსეთის ფედერალური სამსახური საგონებელშია – მათი განმარტებით, პროექტი შესაძლოა,  სადაზვერვო სამუშაოებისთვის გამოიყენონ, რაც საფრთხეს უქმნის რფ-ის სახელმწიფო უსაფრთხოებასო.
ამასთან, შფოთავენ, რომ პროექტი, რაკი რუსეთის შორეულ და მიუდგომელ რაიონებს უფასო და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს, პროვაიდერ-მონოპოლისტად იქცევა და რუსეთის ამ რეგიონებში მუშაობა რუსული კომპანიებისთვის არარენტაბელური იქნება.
ამიტომაც სავსებით ლოგიკურად ასკვნიან, რომ რუსეთის ის ტერიტორიები გახდება  „სრულად დამოკიდებული უცხოურ კავშირგაბმულობაზე“.
ამიტომაც გამოსავლად ხედავენ უცხოური სათანამგზავრო კავშირგაბმულობის სისტემების აკრძალვას რუსეთის ტერიტორიაზე, საკუთარი თანამგზავრული კავშირგაბმულობის ალტერნატიული სისტემის შექმნას და ამ საქმეში ინდოეთთან და ჩინეთთან შეამხანაგებას (სხვა მსურველებთანაცო).
აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი (OneWeb) გულისხმობს 900 დაბალორბიტული თანამგზავრული ქსელის შექმნას, რომელიც 2027 წლისთვის დედამიწის მოსახლეობას ინტერნეტით, ხოლო ყველა ტიპის ტრანსპორტს კავშირით უზურნველყოფს (პირველი თანამგზავრი 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე უნდა ააფრინონ).
ამ ამბავს კი კოჭებშივე ეტყობა, რომ რფ-ს „რკინის ფარდის“ თავიდან მოქსოვა აღარ გამოუვა.
скачать dle 11.3