კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ოცნებები სომხურად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ თხების სიმრავლე

ის, რომ ჩვენი მეზობლები (ამჯერად სომხეთი მაქვს მხედველობაში) ყველაფერში გვეზიარებიან – თვით ანბანით დაწყებული და მერე რა, რომ დამწერლობა, არც მეტი, არც ნაკლები, სამი გვაქვს (ოღონდ სამართლიანობის გამო უნდა შევნიშნოთ, რომ არა მხოლოდ ჩვენ), უკვე სახალისო ამბად იქცა.
შესაძლოა, იმიტომ რომ მადა ჭამაში ხურდება, გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შექმნილა.
დამფუძნებელი ყრილობა გასულ კვირას გამართულა და მის დამფუძნებელთა შორის არიან: პოლიტოლოგი (არმენ მკრტჩიანი), სამი იურისტი (ცოლაკ გრიგორიანი, დავიდ ხოსროვიანი, არტავაზდ სარქისიანი.), ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მეთაური (არშაკ არშაკიანი), ეკონომისტი (სუმბატ როსტომიანი) და აღმოსავლეთმცოდნე (გეგამ არუთინიანი).
ხოლო, რაკი მანამდე ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა „ხავერდოვან რევოლუციად“ შეფასდა (აბა, ხომ არ ჩამოგვრჩებოდნენ?!), „სომხური ოცნების“ მამებმა აწ უკვე ბრძანეს, რომ მას შემდეგ, რაც „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმე უღლისგან გადაარჩინა, საბოლოოდ გასამარჯვებლად  ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სისტემა უნდა შეიქმნას!
ღმერთმა ხელი მოუმართოთ, რა ჯობია დემოკრატიას?! ოღონდ იმას ვშიშობ, ამ თხა თხაზე ნაკლებობაში ემანდ ბეჭი არ ამოიგდონ.
თუ რატომ? ამას მეორე ამბად შემოგთავაზებთ.

скачать dle 11.3