კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რას ვერ მიაღწია ბექა წივწივაძემ მანიკა ასათიანთან მიმართებაში და როდის ეწყებათ მათ ურთიერთობაში ახალ-ახალი ეტაპები

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

მანიკა ასათიანი გარკვეული პაუზის შემდეგ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნდა. ის „ცეკვავენ ვარსკლავების“ ერთ-ერთი წამყვანია. გარდა ამისა, მანიკას ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა: მისი შვილი, უსაყვარლესი გიო, წელს პირველად წავიდა სკოლაში.
მანიკა ასათიანი: ცხოვრებაში რაღაც კანონზომიერებები ხომ არსებობს და ის შესვენებაც, რაც ტელევიზიაში აღარ ვმუშობდი, წელიწადზე ცოტა მეტი გამოვიდა, ალბათ, საჭირო იყო. თუმცა, უსაქმოდ არ ვყოფილვარ, მეორე სამსახურიც მაქვს. დავისვენე, რადგან დილის რეჟიმში მუშაობა მაინც რთულია. როცა ეს წლების განმავლობაში გრძელდება, ორგანიზმისთვის, გარკვეულწილად, სტრესიც არის, თუმცა მუშაობის მომენტში ამას ვერ ვგრძნობდი. რომ მეუბნებოდნენ: როგორი დასვენებული, დამშვიდებული სახე გაქვსო, ვფიქრობდი: ალბათ, ეს წლები გიჟის სახით დავდიოდი-მეთქი. უძილობამ, ალბათ, თავისი კვალი დატოვა. რაღაც მომენტში ორგანიზმი გაძლევს „ტორმუზს“, რომ გაჩერდე.
– პირველკლასელი ბიჭის დედა ხარ. სკოლაში მისვლის პირველი დღე შენთვის, ალბათ, განსაკუთრებულად ემოციური იყო.
– დღემდე ვერ ვიაზრებ, არ მჯერა, რომ სკოლის მოსწავლის დედა ვარ. მგონია, რომ მეც ახლა დავამთავრე სკოლა. მზადების პროცესი გულსამაჩუყებელი იყო. თან, პირველი შვილი რომ არის, რაღაცებში ვერ ერკვევი, რჩევებს იღებ, მაგრამ ყველაფერს მაინც საკუთარი გამოცდილებიდან სწავლობ. ახლა უკვე ნელ-ნელა შევეგუე. გიოც დიდბიჭობს.
– გარეგნულად ნაზი ხარ, ლამაზ თოჯინას ჰგავხარ... ბავშვობაში შენი გარეგნობა და ქოთქოთა ხასიათი იწვევდა ხოლმე გაკვირვებას?
– ბავშვობაში ძალიან თეთრი ვიყავი, „რიჟა“, გრძელი კულულებით. ფაიფურის თოჯინები რომ იყო, ისეთი. ჩემი ვიზუალის ასეთი თოჯინაც გვქონდა სახლში. ბებიაჩემი სულ მეუბნებოდა: ბებო, ადამიანი რომ შემოგხედავს, ფაიფურის თოჯინა ხარ და ამ როხროხა ხმას რომ ამოიღებ, ცოტა დაწყნარდი ხოლმეო. ომახიანი, ბოხი ხმა მაქვს და რა ვქნა, ვერ დავნაზდები. მგონი, მოვიხდინე და ვინც გამიცნო, ყველამ გაითავისა, რომ არ ვარ ფაიფურის თოჯინა. არც თოჯინობა მდომებია არასდროს, არც მოდელობა და არც ტელევიზიაში მუშაობა. ბავშვობიდან ყველაზე მეტად მათემატიკა და სერიოზული საგნები მაინტერესებდა. მერე ცხოვრება მიგიყვანს ხოლმე იქ, სადაც საჭიროება მოითხოვს და ასე აღმოვჩნდი სამოდელო სფეროში, შემდეგ ტელევიზიაში. გიოსაც ძალიან უყვარს მათემატიკა. ზოგადად, მოხერხებული ბიჭია, მაგრამ მათემატიკისა და სიმღერის ნიჭი გამოკვეთილად აქვს და ეს ორივე, ალბათ, ჩემგან.
– ბექასგან კალათბურთის კარგად თამაშის ნიჭი ხომ დაჰყვა?
– მამისგან აქვს, მაგრამ, რა იცი, სკოლის დონეზე კალათბურთს მეც კარგად ვთამაშობდი. გარეგნულადაც ჩემი ასლია. არა, კალათბურთში მამიკოს ჰგავს და კიდევ ხასიათის გარკვეულ ნაწილში, რაც ამ სპორტს სჭირდება. დანარჩენი „კოპიო“ მე ვარ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ბავშვს აქვს სილაღე, რის ნაკლებობასაც დღეს განვიცდით. ვითრგუნები, როდესაც ადამიანში სილაღე არ არის. შინაგანი პროტესტი მიჩნდება ხოლმე და მეცოდება, რადგან ეს ცხოვრებისეული ან ხასიათში არსებული კომპლექსია, რომელიც ადამიანს ბოჭავს და საშუალებას არ აძლევს, ბედნიერი იყოს.
– როდისმე გიგრძნია, რომ ამ სილაღეს კარგავ?
– არა და ღმერთმა არ დამაკარგვინოს. რაც ბოლომდე შენია, არ მგონია, რამე კონკრეტულმა დაგაკარგვინოს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი მეორე ნახევარი გყავს, მაგრამ მისთვის ხომ შენც მეორე ნახევარი ხარ. შენ რომ ლაღი ხარ, ცდილობ, ბედნიერი იყოს შენ გვერდით, ისიც ცდილობს, ანალოგიურად მოიქცეს. ურთიერთობაც ხომ ეს არის: ურთიერთგაგება, პატივისცემა. ადამიანმა შეიძლება, შენგან რაღაც ისწავლოს და შენ – მისგან.
– რა ისწავლეთ ერთმანეთისგან?
– მე და ბექა იმდენად პატარები ვიყავით, როცა დავოჯახდით, ერთად ვიზრდებოდით თამაშ-თამაშით. სათამშოებით კი არ ვთამაშობდით, მაინც ჩვენ-ჩვენ საქმეს ვაკეთებდით, ერთად ვერთობოდით, ნაკლები პასუხისმგებლობა გვქონდა ოჯახის მიმართ. ახლა უკვე გავიზარდეთ, ხშირად გვაქვს დიდური საუბრები, ბავშვობა წარსულში დავტოვეთ. შეიძლება, ჩემი თავისუფალი ხასიათი გადავდე, რადგან ბექა ახლა უფრო მეტად გახსნილი და ლაღია. თვითონ დღემდე ცდილობს, რომ მე უფრო მეტად პუნქტუალური ვიყო, მაგრამ ამას ბოლომდე ვერ მიაღწია.
– არის რამე, რასაც შენ ვერ მიაღწიე ბექასთან მიმართებაში?
– ზოგადად, ძალიან მარტივი ხასიათი მაქვს და მოთხოვნები დიდად არ მაწუხებს. როგორიც არის, ისეთი მომწონს და თუ რამე არ მომეწონება, დიდ პრობლემად არ აღვიქვამ. ზოგჯერ მეუბნება: რა კარგია, რომ ასე ხარ და ზოგჯერ: რა არის, როგორ არ ნერვიულობო. მარტივად მიყვარს ყველაფრის

მიღება: კარგისაც და ცუდისაც. ცხოვრებას ზედმეტად არ ვირთულებ. რაღაც საკითხებს ბექა უფრო სერიოზულად მანახვებს, პრობლემას გამომიკვეთავს, მიხსნის. რაღაცას მე ვუხსნი. რომ ნერვიულობს, მე ვულაითებ – ეს არის გვერდში დგომა. ერთად გავიზარდეთ.
–  გქონდათ ერთად ზრდაში შეფერხების მომენტი?  
– როგორ არა და ეს არ არის წარმოუდგენელი. ცხრა წელი ხდება, რაც დაოჯახებული ვართ, თითქმის 10 წელია, ერთად ვართ და როგორ შეიძლება, პრობლემა არ გქონდეს? გვქონია, თუმცა ისეთი არა, რომ ვთქვა, ჩვენი ურთიერთობა სასწორზე იდო-მეთქი. მე არ ვარ არაჯანსაღი ურთიერთობის მომხრე. რადგან ასეთი ურთიერთობა ბავშვებზეც ცუდად აისახება და წყვილზეც. თუ ერთად ყოფნა აღარ გინდათ, უნდა დაამთავროთ ურთიერთობა. მე და ბექას მსგავსი რამ არ გვქონია, ყოველი დაბრკოლების შემდეგ ბევრად კარგი ეტაპი იწყებოდა. პატარ-პატარა დაბრკოლებებს კი ერთად გავდივართ. ადამიანი რომ გიყვარს, შენი ცხოვრების მეგზურად რომ აირჩიე, ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში უნდა დაუდგე და ისიც უნდა დაგიდგეს. როცა ადამიანისგან დაფასებას, უდიდეს სიყვარულს, პატივისცემას გრძნობ, შენც იგივენაირად იქცევი. თუ ამას ვერ ხედავ, ესე იგი, არ გიყვარს. მაშინ 17 წლისაც არ ვიყავი, ასეთ საკითხებში – ბავშვი, თუმცა ბავშვური ხასიათი ახლაც მაქვს შემორჩენილი. ერთადერთი რაზეც ყოველთვის ვიდავებ, ეს არის სულელური გამონათქვამები. კაცი ყოველთვის გაძვრებაო – მსგავსი გამონათქვამები ძალიან მაღიზიანებს. ამას რომ იტყვი, შენი ქმარი აუცილებლად გაძვრება. ასეთ გამონათქვამებზე სულ ვკამათობ. გენდერულ თანასწორობაზე გადაჭარბებულად თავის დადებაც მაღიზიანებს. თანასწორობა ურთიერთობაში უნდა გამოიხატოს. მაგრამ ისიც უნდა იგრძნო, რომ რაღაც მომენტში მამაკაცი ქალზე ძლიერია. მაგრამ კაციც ხვდება, რომ თუნდაც წონასწორობის მხრივ, ქალი უფრო ძლიერია
– „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველ ეპიზოდში შენმა კაბამ ჭორები გამოიწვია. ამბობდნენ: მანიკა ორსულად არისო.
– არ ვარ ორსულად. აუცილებლად გავაჩენ მეორეს და ალბათ მესამესაც. მაგრამ ჯერჯერობით, უახლოეს მომავალში, არ არის გეგმაში. ძირითადად, მწერდნენ და მეკითხებოდნენ, ოჯახშიც რეკავდნენ შორეული ნაცნობები და ახლობლები.
–  არასდროს გიფიქრია „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობაზე?
– ცეკვა რომ მოვინდომო, კარგად გამომივა  – ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არ ვარ მოუქნელი. მაგრამ ჩემი სიმაღლე ცოტა მზღუდავს. შემოთავაზება ყოფილა, მაგრამ პროექტში შენი თავი უნდა დაინახო და მე ვერ ვხედავ. არის რაღაცები, რაც შემბოჭავს.
– მონაწილეობაზე რომ დათანხმდე, როგორი რეაქცია ექნება ბექას?
– ბექას მოსწონს ეს პროექტი, უყურებს ხოლმე. სიმართლე გითხრა, არ მგონია, ჩემი მონაწილეობა დიდად გაუხარდეს. არც ვამტყუნებ, ეს ცეკვები ჩემთვისაც ზედმეტად თამამი იქნებოდა. თუ ოდნავ მაინც ვგრძნობ, რომ შეიძლება, ბექას დისკომფორტი შევუქმნა, რატომ? მეც სულ ვგრძნობ ბექასგან ამ კომფორტს, არაფერი მაქვს გასაპროტესტებელი, ყველაფერში ხელს მიწყობს და შესაბამისად, მეც ასე ვარ. მთელი ცხოვრება მეც ვუწყობ ხელს მის რეჟიმს, ასე რომ, თანხვედრაში ვართ. რა თქმა უნდა, რთულია, როცა შორსაა, თან, როცა მარტო ცხოვრობთ. არის ზოგჯერ ჩავარდნები, რაღაც გეზარება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ბექა არ არის მომთხოვნი, თუმცა რაც სჭირდება, ისედაც ყველაფერი აქვს..
скачать dle 11.3