კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№43 რატომ ტოვებდნენ გიორგი კეკელიძეს ყოველთვის ქალები და მართლა აწყობდა თუ არა ის ორგიებს ბიბლიოთეკაში

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: გიორგი.
გვარი: კეკელიძე.
პროფესია: პოეტი, მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.
– რისი გწამთ?
– რთული ამბავია. მწამს რაღაც კანონზომიერების, რომელსაც ალბათ, რაღაც სახელიც შეიძლება აქვს. ვიღაცისთვის ეს არის ღმერთი, ვიღაცისთვის ეს არის ბედისწერა, ვიღაცისთვის ეს არის ცხოვრების ლოგიკა.
– რა გაღიზიანებთ?
– ძალიან მაღიზიანებს უზრდელი ადამიანი და მგონია, რომ რაღაც ტიპის ეთიკურობა არის ადამიანური ნიშნების ელემენტარული გამოვლინება. უზრდელობა ძალიან ბევრ მინუსზე მიუთითებს. ამავდროულად, ხანდახან მაღიზიანებს ადამიანი, რომელიც იმ ცოდნას ჩემულობს, რომელიც მას არ გააჩნია. საბოლოო ჯამში, ორივე ტიპის ადამიანი საინტერესოა ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, დამკვირვებლისთვის, ამიტომ მთლიანად მათ გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელია, მაგრამ ყოველდღიურობაში მთლად ასატანი არ არის.
– როდის  ტირით?
– ვტირი, როცა კარგ ფილმს ვუყურებ ან რომელიმე მხატვრულ ტექსტში ემოციურ ან მაღალმხატვრულ ნაწილს გადავაწყდები. ცხოვრებაში ცრემლები იშვიათად მომდის ხოლმე და ეს შემთხვევა უკიდურესად დრამატული უნდა იყოს. მხატვრულობა უფრო ადვილად მატირებს ხოლმე.
– სევდიანი როდის ხართ?
– სევდიანი ხშირად ვარ, მაგრამ როგორც ვიიონი იტყოდა, სევდას ხანდახან აქვს უმიზეზობაც და ეს უმიზეზობაც იწვევს მის დადგომას.
– ყოფილა შეცდომა, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა თქვენს ცხოვებაში?
– ძალიან ბევრი. ეს შეცდომები რეალურად ჩემთვის გზის მანიშნებელი აღმოჩნდა. მეტიც, მე რომ დრო უკან გადავახვიო, თუ სწორხაზოვნად გავიგებთ, ამ შეცდომებს, ალბათ, არ გავიმეორებდი, მაგრამ ზოგადი აზრით, მირჩევნია ის, რაც გზრდის, აუცილებლად მოხდეს.
– რისი გრცხვენიათ?
– რიგ შემთხვევაში, მრცხვენია იმ შეცდომებისაც, რომელიც დამიშვია, მაგრამ ცხოვრება ამითაც არის საინტერესო. ძალიან ბევრი შეცდომა დამიშვია ცხოვრებაში – საქმიან ველზეც და არასაქმიანზეც. მეტიც, ეს შეცდომები ჩემთვის ძალიან დიდი გაკვეთილები ყოფილა, მაგრამ რაღაცებს, ალბათ, არ გავიმეორებდი.
– რას ეძებთ?
– ამ წუთას ვეძებ დროს, იმისთვის, რომ მეტი კომფორტი შევიქმნა, ან, უფრო სწორად, ვეძებ დროს, რომ მეტი კომფორტი შევიქმნა.
– იბუტებით?
– ვიბუტები ძალიან ცოტა ხნით. ადვილად შემიძლია რთული შეცდომებიც კი შევუნდო ადამიანს და დაველაპარაკო.
– რა მოგწონთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში?
– მიზანდასახულობა, რაც ასევე ჩემი ენერგიის წყაროც არის. ეს ბადებს იძულებას, რომ მე რაღაცები ვაკეთო.
– როდის ყვირით?
– ძალიან იშვიათად არა, ემოციური ვარ. ვყვირი ფეხბურთის მატჩის დროს.
– ცხოვრების ყველაზე მძაფრი მოგონება...
– ნეგატიური ნიშნით მახსენდება მომენტი – ბაბუაჩემი, რომელმაც თავი მოიკლა, ამ მდგომარეობაში ვნახე. მაშინ მეხუთე კლასში ვიყავი. ძალიან მძაფრად მახსენდება სხვა საინტერესო ამბებიც, მათ შორის მოგზაურობები, მაგალითად, საყვარელ ადამიანთან ერთად. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია – მოგზაურობებს ვგულისხმობ.
– მექალთანე ხართ?
– ბოლო წლებია, ნაკლებად ვარ მექალთანე, რადგან მაქვს მყარი ურთიერთობა.
– რა არის ქალი თქვენთვის?
– ქალი ჩემთვის არის ცხოვრებაში გადამწყვეტი მოცემულობა, გარკვეულწილად, სტიმული და მიზანიც.
– ქალი, რომელმაც განსაკუთრებული როლი ითმაშა თქვენს ცხოვრებაში...
– განსაკუთრებული როლი იქონია ყველა ქალმა, ვინც კი ჩემს ცხოვრებაში ყოფილა, მაგრამ იყო რამდენიმე, რომლებმაც ჩემში პოზიტიური და ნეგატიური კვალი დატოვეს.
– ჭკვიანი ქალის კაცებს ეშინიათ?
– კაცებს გააჩნია, მე, პირიქით, მიზიდავს.
– როგორია სექსუალური ქალი თქვენთვის?
– სექსუალური ქალი არის ქალი, რომელიც პირველივე შეხვედრისას რეალურად თვალებით გიყვება ამ სექსუალობის შესახებ.
– მოგწონთ დომინანტი ქალები?
– მომწონს აქტიური ქალები.  მგონია, რომ ქალი და კაცი საზოგადოებრივ ასპარეზზე თანაბარი უნდა იყვნენ.
– სიყვარულს წესები აქვს?
– სიყვარულს არ აქვს წესები, მაგრამ აქვს თავისებური წესრიგი, რომელიც ალბათ, რაღაც ტიპის დათმობების ხელოვნებას გულისხმობს.
– სიყვარულში თავი დაგიკარგავთ?
– თავი დამიკარგავს, მაგრამ უფრო ხშირად მიპოვნია.
– გშორდებოდნენ თუ შორდებოდით?
– მშორდებოდნენ.
– თქვენგან წასული ქალი თუ მიგიღიათ?
– ადამიანური თვალსაზრისით, მიმიღია, ყველასთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.
– როდის მიდის კაცი ქალისგან?
– მე არასდროს არავისგან არ წავსულვარ. ყოველთვის ისინი მიდიან ჩემგან. თუ რატომ, მათ უნდა ჰკითხოთ, ალბათ, რთული ვარ...
– ერთდროულად რამდენიმე რომანი გქონიათ?
– ადრე – ძალიან ხშირად. არავის ვატყუებდი, იცოდნენ, სანამდეც შეეძლოთ, იტანდნენ და მერე, როგორც გითხარით, მე ჩემი ნებით არავის დავშორებივარ.
– ყველაზე ხანმოკლე ურთიერთობა რამდენ ხანს გაგრძელებულა?
– ერთი დღე.
ვნება და სიყვარული ერთი და იგივეა?
– ვნება და სიყვარული ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ერთამენთს კარგად ავსებენ.
– ურთიერთობაში ქმრის, ცოლის სტატუსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?
– გადამწყვეტი მნიშნველობა არ აქვს, მაგრამ არც წინააღმდეგი ვარ. მე მგონია, ურთიერთობები ფორმალიზებას არ საჭიროებს და დღესაც ამ ტიპის ურთიერთობა მაქვს. ადამიანები უნდა ზრუნავდნენ ერთმანეთზე ეს ზუსტად ვიცი.
– ბიბლიოთეკაში ორგიებს მართლა მართავდით?
– ორგიებზე გავრცელდა ჭორი, მაგრამ ეს სასაცილო თემა უფროა, ვიდრე სერიოზული.
– გარყვნილება რა არის?
– გარყვნილება არის ქცევები, როდესაც ჩვენ ჩვენი მოქმედებით ვაზარალებთ ადამიანს.
– ალკოჰოლის ზემოქმედების დროს თავი დაგიკარგავთ?
– სტუდენტობის დროს რამდენჯერმე ვიყავი ძალიან მთვრალი და მას მერე არ ვსვამ, რადგან არ მახსოვს, როგორი ვიყავი.
– ნარკოტიკი გაგისინჯავთ?
– არასდროს. არც სიგარეტი მომიწევია.
– დეპრესიაში ხშირად ყოფილხართ?
– დეპრესიაში ხშირად ვყოფილვარ და საკმაოდ ხანგრძლივშიც. ამ ბოლო დროს ვუმკლავდები.
– რისთვის იბრძოლებთ?
– იმისთვის, რომ გარემოებები და კონტექსები, სადაც მე აღმოვჩნდები იყოს უფრო უკეთესი, როცა მე წავალ.
скачать dle 11.3