კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ უნდა ჰყავდეს თაკო ვადაჭკორიას კაცი „მოჭიმულ“ მდგომარეობაში და ვინ აჩუქა მას ძვირად ღირებული ავტომობილი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

უნიჭიერესი და ულამაზესი მომღერალი თაკო ვადაჭკორია, ბოლო პერიოდში, სცენასა და ეკრანზე ძველებურად აქტიურად აღარ ჩანს, მაგრამ ამის მიღმა, ბევრი საქმითაა დაკავებული, საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა საქმეში სცდის და პირად ცხოვრებაშიც ძალიან ბევრი სიახლე აქვს.
თაკო ვადაჭკორია: ვმუშაობ რესტორანში, ჩავწერე ახალი სიმღერა და პატარა სიახლეები მაქვს. ახალი სიმღერა უცხოენოვანია და პრინციპში, ქართული ბაზრისთვის არ გამითვლია, უფრო უცხოური საიტებისა და რადიოსთვის შევქმენი. თუმცა, ახალი ქართული სიმღერაც მალე იქნება. ბოლო დროს კომპოზიტორ-ტექსტის ავტორი უფრო ვარ და სხვადასხვა ქვეყანის პროდიუსერებთან ვთანამშროლობ. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგი ჩარტების ლიდერია ხოლმე. ასევე, მინდა, დიჯეიდ ვცადო ბედი – ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი მოვსინჯო. რესტორანშიც, სიმღერის გარდა, დახურული ღონისძიებების წამყვანიც ვარ სამ ენაზე და ამ მხრივაც კარგად ვმუშაობ.
– ბიზნესის წამოწყებასაც აპირებდი.
– უკვე შევიძინე დანადგარები და ჩემი დიზაინით სამოსის შექმნას ვაპირებ. ძალიან ბევრი ტანსაცმელი მაქვს და ამაზე ლეგენდები დადის.  ხუმრობენ ხოლმე, თაკოს სამოსისთვის ცალკე სახლი აქვსო. არა იმიტომ, რომ რაღაც ამბიციები მაწუხებს, უბრალოდ, როცა სცენაზე ხარ, აუცილებლად უნდა გეცვას რაიმე განსხვავებული. ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ჩემს ნაშრომს რომ მთლიანად ამაში ვხარჯავდე, შორს ვერ წავალ. ამიტომ მყავს მკერავი, რომელიც ჩემი დიზაინით მიკერავს და მივედი დასკვნამდე, რომ ამ საქმეში თავადაც უნდა ვცადო ბედი, რადგან იდეები მაწუხებს (იცინის). ამბიცია არ მაქვს, რომ გასაყიდად გამოვუშვებ. პირველ რიგში, მინდა ჩემთვის შევიკერო და თუ ვინმეს დააინტერესებს, რატომაც არა?!
– წელს შენი შვილი სკოლაში წავიდა, როგორია ახალი ეტაპი?
– ქართულ-ამერიკულ სკოლაში შევიყვანე, რადგან ინგლისურად ძალიან კარგად საუბრობს – დამოუკიდებლად ისწავლა. რომ გაჩნდა, ერთი სული მქონდა, სკოლაში როდის წავიდოდა და აი, უკვე დიდი ბიჭია. ღამის გრაფიკით ვმუშაობ და რვის ნახევარზე ადგომა ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავია, დედაჩემსაც შეუძლია, ატაროს, ამის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ მე ამაზე უარს ვერ ვიტყვი. ისე ვემზადები ხოლმე... ყველაზე სასაცილო ისაა, რო დილის რვა საათზეც იმ ფორმაში ვარ, როგორშიც ახლა (იცინის). სანდროსაც არ უყვარს, დედა რომ ფორმაში არ არის. ერთხელ არ გავიკეთე მაკიაჟი და შენიშვნა მომცა. ძალიან მზრუნველი და ასაკთან შედარებით, საოცრად დიდი ბიჭია. ცოტა მკაცრად ვზრდი, იმიტომ რომ ბიჭია და იმიტომ რომ ქალებთან იზრდება. მინდა, კაცური იყო და მგონი, მივაღწიე ამას. ვცდილობ, თავი მამაკაცად იგრძნოს – სიმძიმე რომ მომაქვს, მომეხმაროს, კარი გამიღოს. პატივი მცეს, როგორც ქალს და იცოდეს, ქალს როგორ მოექცეს. არასდროს არ წამომიყენებია სანდრო, როცა დაცემულა, არასდროს ჩავრეულვარ, როცა ჩემს თვალწინ ჩხუბობდა, კაცია და არ მინდა, მერე უცებ შეეჯახოს რეალობას.
– პირადი ცხოვრების ამბებიც მომიყევი, საყვარელმა ადამიანმა არაჩვეულებრივი ავტომობილი გაჩუქა.
– ათი წელია, საჭესთან ვარ. ბოლო ორი წელია, ავტომობილი არ მყავს, თუმცა ამის გამო დისკომფორტი არ შემქმნია, საჭიროება არ იყო. მაგრამ სანდრო
რომ სკოლაში წავიდა, უკვე დამჭირდა და ყიდვას ვაპირებდი. ხუმრობა დავიწყე: სანამ არ მაჩუქებენ, ასე ვიქნები-მეთქი (იცინის). მერე გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფერზე არ მენერვიულა. სხვათა შორის, წლების წინაც მომიყვანეს საჩუქრად მანქანა, მაგრამ უკან დავუბრუნე. ვერც მანქანითა და ვერც ვერანაირი ნივთით ვერასდროს მიყიდიან. არაფერი მიკვირს, მაგრამ გააჩნია ფორმას. ამ ადამიანმა ყველაფერი ისე გააკეთა, რომ თავი არც დამცირებულად მიგრძნია და არც ვალდებულად. ჩათვალა, რომ მე ეს მჭირდება და გამიხარდებოდა. ჩემი სიხარული კი მასაც გაახარებდა, ამიტომაც მივიღე მისგან.
– შენც თუ ანებივრებ საჩუქრებით?
– მიმაჩნია, რომ მე თავად საჩუქარი ვარ (იცინის) და ეს სრულიად საკმარისია. ვიცი ჩემი პლუსები, რატომ უნდა მამაკაცს ჩემთან ყოფნა. ბევრი ქალისგან რადიკალურად განვსხვავდები. ქართველ ქალებს  აუცილებლად ვეტყოდი, რომ კაცის „დაჭერით“ და „ტვინის ბურღვით“ წინ ვერ წავალთ. რაც უფრო „უშვებ“ და მარტივად უყურებ, ის უფრო შენთანაა. მირჩევნია, ყველა ურთიერთობაში, კარგი გაგებით, ზედაპირული ვიყო, მიზნები არ დავსახო და ყურებამდე არ შევიყვარო, რომ რაღაცებს ვეღარ ვხედავდე. სიტუაციას ყოველთვის ვაკონტროლებ. ვფიქრობ, ჯობს, კაცს უყვარდე და შენც აძლევდე შენი სიყვარულის უფლებას.
– ცოტა ეგოისტური არაა?
– ძალიან ეგოისტურია, მაგრამ ასე ყოველთვის ძალიან მაგარია. მე მაქსიმუმს ვაძლევ. რაც სჭირდება, ყველაფერი აქვს და ვგრძნობ, რომ მისთვის ეს საკმარისია. თუ მანქანის მსგავსი დეტალებით მაბედნიერებს, მერე თვითონაც ძალიან ბედნიერია და ვფიქრობ, ეს იდეალური ურთიერთობაა.
– ქორწინებას გეგმავთ?
– არა. ვფიქრობ, ქორწინება ყველაფერს აფუჭებს. სასწაული უნდა მოხედეს, რომ ამაზე ვიფიქრო. ეს ბედნიერებისთვის საჭირო არ მგონია. საქართველოშია სტერეოტიპი, თუ ურთიერთობას ოფიციალურად დააკანონებ, ვეღარსად გაიქცევა. პირიქით, კაცს არ უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ საბოლოოდ მისი ხარ და ყოველთვის „მოჭიმულ“ მდგომარეობაში იქნება (იცინის). ამიტომ ეს მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვარ, ძალიან მომწონს.
– სანდრო თუ იცნობს?
– ეს არ არის დიდი ხნის ურთიერთობა და არც გაგვისერიოზულებია. მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ოცი წელი ვიქნებით ერთად თუ ოცი თვე, ჩემთვის მთავარია, როგორ იქნება ის სანდროსთან. პატივს სცემს, მეგობრობს და რითაც შეუძლია, ახარებს. სანდრო მას იცნობს, როგორც მეგობარს. ზოგადად, ვცდილობ, ჩემი ურთიერთობები შვილს ნაკლებად შეეხოს.
– ამ ეტაპზე  რა არის შენთვის მამაკაცში ყველაზე მნიშვნელოვანი?
– მანქანა და ბრილიანტი არ მიწყვეტს რამეს. მაგრამ სხვა მომენტია, რომ ამას რაღაცის გარანტიისთვის კი არა, იმიტომ გიკეთებს, რომ შენი გახარება უხარია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა, როცა ჩემი ბედნიერება უხარიათ. ბევრი ძალიან შეძლებული თაყვანისმცემელი მყოლია და უთქვამთ: შენ აკვირდები, კაცი რას გიკეთებს, მერკანტილური ხარო. ძალიან მარტივი პასუხი მაქვს: მათ მოსწონთ თაკო მოწესრიგებული, ლამაზი თმით, მაკიაჟით, სამოსით, სუნამოთი და ამ ყველაფერს ფული სჭირდება, ციდან ნამდვილად არ მოდის. როცა კარგად შეფუთული ქალი გინდა, უნდა იცოდე, რომ კარგი გაგებით, მას თავის ფასი აქვს. თუ გაქვს საშუალება და თავი ასეთი ქალი აიტანო და გაიტანო, მაშინ უნდა მიაწვე, თუ არადა, არ უნდა მიხვიდე. ჩემზე
ნაკლები მონდომების, შესაბამისად, შეუმდგარ და ჩამოუყალიბებელ, ცანცარა მამაკაცს არასდროს მივიღებ. ის ჩემს თვალში კაცი არ იქნება.
– ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა თუ გაქვს?
– საერთოდ არ გვქონდა კონტაქტი, მაგრამ აღვადგინეთ. სანდრომ არაფერი იცოდა მის შესახებ და შემთხვევით წააწყდა „იუთუბიზე“ ჩემს ვიდეოს, რომელშიც მამამისიც ჩანდა. ორი დღე უყურა და მკითხა, ეს არის მამაჩემიო? ახლახან იყო ეს ყველაფერი. აქამდე იცოდა, რომ მამა სამკურნალოდ იყო წასული. რომ დაინტერესდა და დეპრესიული მომენტები და მამის გაცნობის სურვილი გაუჩნდა, ძალიან განვიცადე. მივაკითხე ჩემს ყოფილ მეუღლეს და ავუხსენი, რომ ბავშვს მამის გაცნობა უნდოდა. ძალიან გაუხარდა და დღეს უკვე აქვთ ურთიერთობა და დროს ერთად ატარებენ ხოლმე. რამდენიმე წელი დაკავებული იყო და მათი ურთიერთობა ფიზიკურადაც ვერ გამოვიდოდა. თან ბიჭია და საოცრად ჰგავს მამას. მათი პირველი შეხვედრა ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.
– დაც გაიცნო, არა?
– არასდროს მქონია თამთას მიმართ აგრესია. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას ჩემთვის ქმარი არ წაურთმევია, უკვე დაშორებულები ვიყავით, როცა ისინი შეხვდნენ. მის გამოც რომ დავშორებულიყავით, ამაში ქალს არ დავადანაშაულებდი. კაცს უნდა და მიდის. მოკლედ, მე და თამთას ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა და შორიდან ვკონტაქტობდით. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებმა ერთმანეთი უნდა გაიცნონ. ეს მოხდა მანამ, სანამ ბავშვები მამას შეხვდებოდნენ, ჯერ ერთმანეთი გაიცნეს. ყველაფერი ძალიან ბუნებრივი იყო და და-ძმა ბევრ რამეში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მე და თამთასაც ძალიან ადეკვატური და ჩვენს სიტუაციაში ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– შენც თუ აღადგინე მამასთან ურთიერთობა?
– არა. როგორც ვიცი არც აქვს ამის სურვილი და სიმართლე რომ ვთქვა, მე რომ მინდოდა, იმ პერიოდმაც გაიარა. გულიწყვეტას არ გაუვლია, ანალოგიურად მტკივა დღემდე – რთული იყო სრული იგნორის მომენტი. ზოგადად, მარტივად შემიძლია პატიება, მაგრამ სიბერეში მობრუნებული მამა აღარ მინდა. თუკი აქამდე ცდილობს, რომ ყველას გადააბრალოს ის, რაც მოხდა და ამით ბედნიერია, კი ბატონო, მაგრამ ასაკს სინანული მოაქვს ხოლმე და ამის მაგალითი ბევრი გვინახავს. მასაც გაუმარჯოს, მის მეუღლესაც და ჩემს პატარა დასაც, რომელსაც არ ვიცნობ. სანდროზე ერთი წლით პატარა შვილი ჰყავს, რომლის სურათიც შემთხვევით ვნახე. არც ვიცოდი, რომ ჩემი და იყო, მაგრამ იმდენად ჰგავს მამაჩემს, მაშინვე მივხვდი. ვერ ვიტყვი, რამდენად შევძლებ ოდესმე, რომ ეს მივიღო. არ ვიცი წლების შემდეგ რა იქნება, მაგრამ ახლა არ მინდა.
скачать dle 11.3