კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ გაახსენდებათ ნიკოლას ქანთარიასგან წასულ ადამიანებს ის ღამის კოშმარად და ვის შეუთავაზებია მისთვის ფულის სანაცვლოდ ერთი ღამე

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

დიზაინერი ნიკოლას ქანთარია თავისი ეპატაჟური ხასიათით, ჩაცმულობის სტილით მუდმივად გამოირჩევა. მოდის კვირეულებზე მისი ჩაცმულობა, ასევე, წლების წინ გადაღებული თამამი ფოტოები არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ცოტა ხნის წინ მან ჩიქოვანის 10 ნომერში ახალი ატელიე გახსნა.
ნიკოლას ქანთარია: ცოტა ხნის წინ გავხსენი ახალი ატელიე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ „დაარედაქტირონ“ თავიანთი ტანსაცმელი. ადამიანი მოდის ჩემთან, მოაქვს ძველი სამოსი და ჩვენ ერთად ვძენთ მას ახალ სახეს, შეგვაქვს დიზაინერული შტრიხები. მსგავსი მომსახურება არცერთ სხვა დიზაინერს არ აქვს. ვინც მე მიცნობს, მან იცის, რომ არაფრისგან დავიწყე და დღეს, 7 წლის მერე, იმ დონემდე მოვედი, რომელზეც ახლა ვარ. დღეს ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდია, მაგრამ ამის გამო უკან არ ვიხევ.
– რა ხდება, რატომ გაქვს რთული პერიოდი? ეს შენს პირად ცხოვრებას უკავშირდება თუ კარიერას?
– რამდენიმე  რთული პერიოდი გამოვიარე, ახლაც გავდივარ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ შენ ტყუილით ბედნიერებას გაჩუქებენ, ეს ტყუილი ყოველთვის დაიმალება. უყვარხარ, ზრუნავენ შენზე, მაგრამ ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ ერთ დღეს შეიძლება, ეს ტყუილი გაირკვეს. არსებობენ დიდი ბიძიები, სადღაც, მაღალ ადგილებზე შემომსხდრები და ჰგონიათ, რომ ეს ადამიანები მათ საკუთრებაში არიან, როგორც ნივთები. ჩემს შემთხვევაში ასეთი ბიძიები არ ყოფილან, რომლებიც თავის საკუთრებად მიმიჩნევდნენ. თუმცა, მსგავსი ტიპის მცდელობები ყოფილა. როცა ხარ დიზაინერი, ძალიან მოვლილი ხარ, ექსტრავაგანტურად გაცვია, ასეთი ბიძიები ფიქრობენ, რომ შენთან რაღაც გამოუვათ. ცნობილ ხალხს უფრო მეტადაც ენდობიან. ბევრს შემოუთავაზებია ერთი ღამე ფულის სანაცვლოდ ან ვყოფილიყავი მხოლოდ მისი, სამაგიეროდ მე მექნებოდა ფული, აწყობილი კარიერა, ყველაფერი. როგორ შეიძლება... ახალი პარტნიორის პოვნა არასდროს გამიჭირდება, მით უმეტეს ამდენი შემოთავაზება მაქვს. მე ვიცი საკუთარი თავის ფასი და ვინც ჩემგან მიდის, ის არის ცოდო და არა – მე.
– დეპრესიაც გაქვს?
– სელებრითებსაც აქვთ დეპრესიები.
– შენს ორიენტაციაზე ხშირად საუბრობენ. მახსოვს, ადრე თქვი, რომ საცოლე გყავდა. ბევრმა ეს შენი ორენტაციის დასამალად გადადმგულ ნაბიჯად შეაფასა.
– მე რომ მინდოდეს, ორიენტაციის დამალვის მიზნით რამე გავაკეთო, ამ ყველაფერში იმდენად ვარ ინფორმირებული, ჩემს ცხოვრებას თავად განვკარგავ, მაშინ აღარ მივმართავდი ეპატაჟს, ფულით გავაკეთებდი ყველაფერს. მე როგორიც ვარ გარეგნულად, როგორც მაცვია, ის ვარ შინაგანად. შეიძლება, ზოგჯერ ისე მეცვას, რომ არ იყოს ჩემი შინაგანი გამოძახილი, მაგრამ ეს გასაყიდად მჭირდება. ჩვენ, ყველანი ვიყიდებით, ზოგი – ნაკლებად ძვირად, ზოგი – უფრო ძვირად. ბევრს ჰგონია, რომ შეიძლება, რამდენიმე შეყვარებული ერთად მყავდეს, რამდენიმეს ერთად ვეფლირტავებოდე, მაგრამ ასე არ არის. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენ უფრო მეტად გვტკივა, ვიდრე ჩვეულებრივ და უბრალო ადამიანებს, რადგან ჩვენს ცხოვრებაში უფრო მეტად ჩნდებიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, გვატკინონ. ბევრს ათეისტიც ვგონივარ, არადა არ ვარ. ყველაზე მეტად სწორედ ღმერთის მწამს და თვალები მიცრემლიანდება, როცა მის ჩემში არსებობას ვგრძნობ.
– როგორ რეაგირებ ხოლმე დიდი ბიძიების შემოთავაზებებზე?
– ყოველთვის ვაკეთებ იგნორს. ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ გიყიდიან ფულით, ან ისეთი რამით, რაც შენ არ გინახავს. რა უნდა მანახონ ისეთი, რაც მე არ მინახავს, რომ გავიყიდო?! კარგი მანქანის, თანამდებობის გამო, რომელიც დროებითია, დღეს ძალიან ბევრი იყიდება. დიდი ბიძიები ამ პატარა ბიჭებს ეუბნებიან: შენ ეს გექნება, ხალხი გაგიცნობს. საქართველოში ძალიან ბევრი პედოფილია. ზოგს ოჯახი აქვს, ზოგს – არა. ისინი, ძირითადად, პატარა ბიჭებზე ნადირობენ, გოგონები არ აინტერესებთ. ზოგჯერ ცოლები ბეზრდებათ და ახალ სექსუალურ სათამაშოებს ეძებენ, მაგრამ ვერ გაურკვევიათ, სად მოძებნონ. ლამაზად მაცვია, არაფერი მაკლია, შენ რისთვის უნდა მჭირდებოდე – ამასაც ვერ ხვდებიან. გამოჭერაზე არიან ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც რაღაც აკლიათ, სოფლიდან ჩამოვიდნენ და ასე შემდეგ. გული მწყდება, რომ 17-18 წლის გოგონებს ფულიანი ბიძიების გამო ცხოვრება აქვთ დანგრეული. დღეს საქართველოში ქართველ კაცებზე ნორმალური გოგონები „არ მოდის“. შეიძლება, მათთვის ნორმალურ გოგონაზე სექსუალური ის გოგონა იყოს, რომელიც ფულზე იყიდება და ჩვენმა იდიოტმა ქართველმა კაცმა ის აირჩიოს. ამის გამო კი, ეს ძალიან მაგარი გოგონები იჩაგრებიან, რადგან კაცებს ისეთი გარყვნილი სექსუალური ცხოვრება და ფანტაზია აქვთ, რომ ასეთ გოგონებს არ შეხედავენ. გარბიან ისეთ გოგონებთან, რომლებმაც შეიძლება, წინა ღამის ურთიერთობიდან აღებული ფულით იყიდეს ის კაბა, რაც მათ ძალიან მოსწონთ.
– საცოლეს რატომ დაშორდი?
– იმიტომ დავშორდიი, რომ არ სტკენოდა გული. ჩემს დიდ რისხვას ავარიდე. თუ ბრენდ „ნიკოლასში“ ხარ, „დიშოვ“ რაღაცებში არ უნდა მიიღო მონაწილეობა. როცა მე ყველაფერს გაძლევ, ყველგან დამყავხარ, შენ კი რაღაც სხვას ირჩევ, ყველანაირი ჟინი და ინტერესი მეკარგება. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდება. მე ვამაყობდი ჩვენი სიყვარულით. ალბათ, უნდა გაიზარდოს. ვისთანაც კი მქონია ურთიერთობა და აღარ მაქვს, მათთვის აუცილებლად დავრჩები ღამის კოშმარად. მათთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში დაღი მექნება დასმული. იმხელა სიყვარულის გაცემა შემიძლია, რომ სხვისგან ამ სიყვარულს ვერ აიღებს. ბევრი ადამიანი მინახავს ჩემ წინ მუხლებზე დამდგარი და დამიბრუნებია. სიყვარულს ბოლომდე ვიცავ ხოლმე, მაგრამ მერე ხელ-ფეხს მიკრავენ, მაბამენ სკამზე და მეუბნებიან: ეს ასე უნდა მოხდეს და იხურავენ კარს. მერე თვითონ იხსნი ხელ-ფეხს და აგრძელებ ცხოვრებას. საკუთარ თავს ილუზიებს არ ვუქმნი და ზუსტად ვიცი, რომ ჩემგან წასული ადამიანი ამას ინანებს. ზოგისთვის სექსუალური ცხოვრება ქორწინებამდე მიუღებელია, ჩემთვის – მისაღებია. მე მიყვარს სექსი და კარგი სექსუალური ცხოვრება შემდგარი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. ეს გამოცდილი მაქვს, ინფორმირებული ვარ ამ თემაზე. მაინტერესებს ადამიანის ანატომია და ვიცი, როგორი შეიძლება იყოს ადამიანური ინსტინქტები და სექსუალური ფანტაზიები. სიყვარული მიყვარს და სიყვარულში სექსი, მოფერება მიყვარს. ამიტომაც დავრჩები მათთვის კოშმარად. ერთჯერადი ურთიერთობებით ნიკოლასი არასდროს კავდება. ამის გაკეთება ფიზიოლოგიური მდგომარეობის დასაკმყოფილებლად სრული მარაზმია. სხვა რაღაცებიც არსებობს, რითიც შეგიძლია, საკუთარი თავი დაიკმაყოფილო.
скачать dle 11.3