კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№43 რატომ არ აპირებს ბრაიან იდოუ მრავალცოლიანობას და როგორ ჩაგრავდა მას დედინაცვალი

ნინო კანდელაკი ნინო მაისურაძე

ბრაიან იდოუ უკვე დიდი ხანია, საქართველოში ცხოვრობს, თავს ქართველად მიიჩნევს და წლების წინ გაქრისტიანდა კიდეც. თუმცა ის ნიგერიაში მუსლიმანურ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობაში ჩაიფიქრა, რომ აუცილებლად მოილოცავდა მექას და მედინას და ეს ოცნება გასულ ზაფხულს აისრულა.
ბრაიან იდოუ: მუსლიმანურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. მე ხომ ქართველი ვარ, მაგრამ ზაფხულში წავედი ჩემს პირველ სამშობლოში, ნიგერიაში. ნიგერიიდან – საუდის არაბეთში, ჯერ მედინაში, მერე მექაში, ჯედაშიც ვიყავი. ბავშვობიდან მქონდა ოცნება, რომ იმ ქვეყანაში წავსულიყავი. დედაჩემმა მაშინ მოილოცა მექა და მედინა, როდესაც ჩემზე ორსულად იყო და 12 წლის ვიყავი ამ ყველაფერზე რომ მიყვებოდა. მერე გარდაიცვალა და სულ გულში მქონდა, რომ იქ წავსულიყავი. წელს, უბრალოდ, დავჯექი და ღმერთს ვთხოვე: მინდა, წავიდე, ძალა და საშუალება მომეცი-მეთქი.  ისე მოხდა, რომ თურმე, როდესაც, მე ვგეგმავდი წასვლას, ერთი ჩემი ძმა ნიგერიიდან აპირებდა. ჩავედი ნიგერიაში და იქიდან წავედით.
– როგორ მოილოცე?
– კაცებს ყველას თეთრები გვაცვია და მივდივართ  შავ ქვასთან სალოცავად. იქ არის ერთი ადგილი, რომელსაც ეშმაკის ადგილს ეძახიან და ქვები უნდა ისროლო. სამი მილიონი ადამიანი იყო და ყველა ერთად საათ-ნახევარი ფეხით დავდიოდით და ვლოცულობდით. ჯგუფურად წავედით, მე, ჩემი ძმა და მეგობრები. იქ არ არის მდიდარი და ღარიბი, ყველა ერთი და იგივე რაღაცას აკეთებს, ყველას ერთნაირ ადგილას სძინავს. იქ რომ მივედი, საერთოდ სხვა შეგრძნება იყო. ჩემი ოცნება ავიხდინე.
– ქრისტიანად ხომ მოინათლე?
– 2007 წელს ჩამოვედი საქართველოში და წავედი სამტრედიაში. იქ იყო მამაო, რომელიც მეუბნებოდა, რომ მოვნათლულიყავი. მომცა საეკლესიო წიგნები, წაიკითხეო. ვუთხარი, რომ მოვიფიქრებდი. მერე ბათუმში ზაფხულის სეზონი დაიწყო და გელა კაციტაძემ კლუბ „ამნეზიაში“ სამუშაოდ წამიყვანა. მან მითხრა, არ გინდა, მოგნათლოო? ვუთხარი, რომ ველოდებოდი დროს, როდესაც მზად ვიქნებოდი. არა უშავს, წამოდიო. წავყევი და ბათუმის სამების ეკლესიაში მოვინათლე, ნათლობის სახელია აბრაამი. თავიდან მე და ნათლიები ბათუმში დავდიოდით ეკლესიაში, სამტრედიაშიც დავდიოდი, ვლოცულობდი, ხან სახლში ვლოცულობ. მე ვიცი, ღმერთი არსებობს, რომ ღმერთი ერთია. მექაშიც წავედი და ვილოცე.
– როგორ შეგხვდნენ ნიგერიაში დედმამიშვილები?
– ნიგერიაში რომ დავბრუნდით, ჩემმა დებმა და ძმებმა დიდი სუფრა გაშალეს და ჩვენი დაბრუნება აღნიშნეს, რადგან მექაში ბევრი იღუპება და უკან ვეღარც ბრუნდება. დედა და მამა აღარ მყავს, მაგრამ დიდი ოჯახი გვაქვს, ბევრი დედმამიშვილი და მეგობრები მყავს. მამაჩემს ოთხი ცოლი ჰყავდა და აქედან, მე რაც მახსოვს, სამი ცოლი – ერთად. დიდი სახლი გვაქვს და ყველას თავისი საცხოვრებელი ჰქონდა. მამაჩემს თავისი ოთახი ჰქონდა, ცოლებს – თავისი. თვითონ იცოდა, ვისთან როდის დარჩებოდა. მათაც იცოდნენ, დღეს ამის დღეა, ხვალ – ამისი. შვილებიც ერთად ვცხოვრობდით. ამდენი ცოლი რომ გყავს, მდიდარი უნდა იყო, უნდა შეგეძლოს მათი შენახვა. მაგ დროს მამაჩემი ძალიან მდიდარი იყო.
– შენც ხომ არ აპირებ მამის მსგავსად რამდენიმე ცოლი გყავდეს?
– მამაჩემს რომ ბევრი ცოლი ჰყავდა – ეს ცუდია. როცა ერთი ცოლი გყავს, უფრო ადვილია ყველაფერი. მე არ მოვიყვან ბევრ ცოლს. იცი, რა პრობლემაა? მე ხომ იმ სახლში ვცხოვრობდი, ყოველდღე ყვირილი და ჩხუბი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყველას თავისი ოთახი ჰქონდა, ყველას – თავისი ტელევიზორი, ყველას იმ დიდ ოთახში უნდოდა, სადაც მისაღებია, იმ ტელევიზორთან. დაიწყებდნენ ჩხუბს. ცოლებიც ჩხუბობდნენ, შვილებიც ჩხუბობდნენ, დიდი მაფიაა... რომ გავიზარდეთ, შვილებს კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ მე ჩემს ცხოვრებაში არ ვაპირებ ერთდროულად რამდენიმე ცოლი მყავდეს... მამაჩემი ქალაქის კოლორიტი იყო, მთელი ქალაქი პატივს სცემდა. ისეთი ტიპი იყო, თუ ქალები ჩხუბს დაიწყებდნენ, სახლიდან მიდიოდა, ან ძმაკაცთან, ან ვინმესთან, რომ მოვიდოდა, უკვე ყველაფერი დაწყნარებული იყო.
– დედა ადრეულ ასაკში გარდაგეცვალა?
– დედაჩემი რომ გარდაიცვალა, 14 წლის ვიყავი. ძალიან ავადმყოფობდა, ცუდად იყო და სულ ვტიროდი, ვიცოდი, ვერ გადარჩებოდა.  ერთ ღამეს თვითონაც მიხვდა, რომ გარდაიცვლებოდა, ამბობდა, მე გარდავიცვლებიო. იმ ღამეს წავედი სახლიდან და დეიდასთან დავრჩი. დილით რომ დავბრუნდი, დედაჩემის ოთახის კარი დაკეტილი იყო, ვაკაკუნებდი და მითხრეს, დედაშენს სძინავს, წადი ითამაშეო, წავედი სათმაშოდ, მაგრამ ვერ მოვისვენე, უკან დავბრუნდი – რა ხდება-მეთქი, მამაჩემიც მოსული იყო და მივხვდი, რომ უკვე გარდაიცვალა, ტირილი დავიწყე. 31 დეკემბერს გარდაიცვალა, ახალი წლის ღამეს, ისეთი ცუდი ახალი წელი მქონდა. 31-ში ყოველთვის მესიზმრება. რაღაც რომ ხდება, სიზმარში სულ ვხედავ და მეუბნება: ყველაფერი კარგად იქნებაო. მამაჩემი 19 ივნისს გახდებოდა 80 წლის, შვილები ვაპირებდით აღგვენიშნა, იუბილე გადაგვეხადა, მაგრამ ორი კვირით ადრე გარდაიცვალა, მე წასვლას ვაპირებდი, მაგრამ რომ დამირეკეს, გარდაიცვალაო, აღარ წავედი, აზრი არ ჰქონდა – მუსლიმანებს იმ საღამოსვე ასაფლავებენ, ერთი კვირის შემდეგ მამაც დამესიზმრა – ნუ გეშინია კარგად ვარო.
– დედის გარდაცვალების შემდეგ როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება?
– დედის გარდაცვალებამ ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა, უცებ გავხდი კაცი. ცოცხალი რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა, მაგრამ მისმა გარდაცვალებამაც ბევრი რამ მასწავლა. ახლა ასეთი რომ ვარ, დედის დამსახურებაა. ძმები პატარები იყვნენ, ერთი ორის და მეორე ოთხი წლის. ჩემს ძმებს დეიდა ზრდიდა. მე კი სახლიდან სხვა ქალაქში წავედი, ძალიან შორს, ნიგერია დიდია. დედაჩემი რომ ავად იყო, სკოლიდან გამოვედი. სულ დედასთან ვიყავი, და იქიდან იმიტომ წავედი, რომ ეს ყველაფერი დამევიწყებინა და არ გავგიჟებულიყავი. სამი წელი იმ ადგილას ვიყავი, სადაც მუსლიმანი მოლები იყვნენ. ახლობელი არავინ მყავდა. მამაჩემის ძმაკაცის ძმაკაცი იყო მხოლოდ. როგორც ქრისტიანულ მონასტრებში ცხოვრობს ბევრი ხალხი, ისე ცხოვრობენ იქ, ლოცულობენ, მიწაზე მუშაობენ. ძალიან ძნელი იყო. სამი წლის მერე მივხვდი, რომ იქ ვერ ვიცხოვრებდი. ლაგოსში ფეხბურთს ვთამაშობდი. მამაჩემი ძალიან მიყვარდა, მისაბაძი ადამიანი იყო, თან, ფეხბურთელი. დედა რომ მეუბნებოდა, ისწავლე, იმეცადინეო, მამა ამბობდა: კი, ისწავლე, მაგრამ ფეხბურთზეც წადიო. ბავშვი რომ ვიყავი, დედინაცვალთან ვჩხუბობდი ხოლმე, ალბათ, პატარა ვიყავი და ამიტომ. მისი შვილიც რომ იქ იყო, მე მეუბნებოდა, შენ წადი, შენ გააკეთეო. მე ვაპროტესტებდი – მე რატომ მავალებს და არა თავის შვილს-მეთქი. თუმცა ახლა მადლობელი ვარ, რადგან დამოუკიდებლად ყველაფრის გაკეთება შემიძლია.
– ნიგერიაში ჯადოქრობები მართლა იციან?
– არსებობს ჯადოქორობები და შელოცვები. დედაჩემი ცუდად რომ იყო, საავადმყოფოში ექიმებმა ვერ გაარკვიეს, რა სჭირდა, ამიტომ სოფელში, ექიმბაშებთან წაიყვანეს და იქ უთხრეს, რომ ვიღაცამ რაღაც ჯადო გაუკეთა, მაგრამ დღემდე არ მეუბნებიან, ვინ.
скачать dle 11.3