კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 პაატა შავაძის წარმატების ფორმულა და გახმაურებული საქმეები

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

ცნობილი ადვოკატი პაატა შავაძე,  პროფესორ თინათინ წერეთლის სახელობის საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, რომლის სამართალწარმოებაში არაერთი რთული და გახმაურებული საქმე ყოფილა, გამოჩენილი  ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის – ალექსანდრე შავაძის შვილია, რომლის სახელს და გავლენას პაატა შავაძე დღესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობს. სპს „პაატა შავაძე და პარტნიორების“ იურიდიული კომპანიის გენერალური დირექტორი, ბათუმის იურიდიული აკადემიის გენერალური დირექტორი, საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე და ქვეყნის გენერალური ანტიკორუფციონერი, აჭარის იურიდიული განათლების ფონდის დირექტორი, დღემდე უამრავი საწარმოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, 2015, 2016, 2017 წლებში ზედიზედ  სახელდება ქვეყნის საუკეთესო ადვოკატთა შორის. საკუთარი საავტორო გადაცემა „ზღვარიც“ აქვს, სადაც ყოველკვირეულად აშუქებს ქვეყანაში არსებულ სამართლებრივ პრობლემებს.
არჩეულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარედ. მისი იურიდიული  კომპანია შპს „პაატა შავაძე და პარტნიორები“ 2017 წელს ეროვნულმა ბიზნესსარეიტინგო საბჭომ – NBR-მ, მართვის ეფექტიანობისა და დაქირავებულთა რაოდენობის გამო, რეგიონში ვერცხლის, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – ოქროს  რეიტინგებში დაასახელა,  რისთვისაც  იგი საერთაშორისო ბიზნესდაჯილდოებაზე უკრაინის ქალაქ ლვოვშიც კი იყო მიწვეული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ  თუ საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე არაერთხელ  დასახელებული პაატა შავაძე თვლის, რომ წარმატება თან სდევთ მათ, ვინც ოსტატურად მართავს თავის რეპუტაციას.


პაატა შავაძე: ექიმების ოჯახში დავიბადე. მშობლები  სწავლობდნენ და ორი კვირის ვიყავი, როდესაც დედაჩემის მშობლებთან დამტოვეს და 6 წლამდე
ბებია-ბაბუსათან ვიზრდებოდი. ჩემს მეხსიერებაში ეს წლები  ბავშვობის ყველაზე თბილ და უდარდელ პერიოდად დარჩა, ხოლო სულმნათი ბებო, ბაბუ და ბიძა ჩემთვის დაუვიწყარნი. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ბავშვობა აღარ მქონია, სულ სწავლას და ათას სხვა აქტივობას ვიყავი შეჭიდებული, რასაც მთელი დრო მიჰქონდა.  დავამთავრე ბათუმის 22-ე  (ამჟამად მე-8 საჯარო) სკოლა, სწავლების მაღალი დონით გამოირჩეოდა და შესაშური პირობები გვქონდა, რომ საუკეთესო მოსწავლეები ვყოფილიყავით. მაშინ სხვა დრო იყო, სწავლა რომ მოდაში გახლდათ და ყველა და ყველაფერი ამ ფასეულობას იყო მიძღვნილი. მეც იმ თაობის ვარ, საღამოს მამა დღიურს რომ შემიმოწმებდა და ჩემი სწავლა-განათლება მისთვის პრიორიტეტული იყო.
– ექიმების ოჯახში გაზრდილი, იურიდიულ ფაკულტეტზე როგორ მოხვდით?
– მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ სამართალმცოდნეობა ბავშვობიდანვე ჩემი მოწოდება იყო, რაც ვფიქრობ, ბიძაჩემის – რომან შენგელიას შემხედვარეს ჩამომიყალიბდა. ის ძალიან ცნობილი და წარმატებული იურისტი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე  გახლავთ,  რომელიც წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი იყო. ბიძა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თუ ამ პროფესიას ავირჩევდი, ძალიან დიდი შრომა დამჭირდებოდა წარმატებისთვის და ყოველთვის მომიწოდებდა, კარგად მესწავლა. ეს პროფესია მან შემაყვარა,
ხოლო შემდეგ ქართული იურიდიული მეცნიერების სიდიადეს კიდევ უფრო მაზიარეს ჩემმა აღმზრდელებმა, აწ განსვენებულებმა ვალერი ლორიამ და გივი  ინწკირველმა.
– ოჯახი გაგვაცანით.
– ჩემი მეუღლე – ნათია ბურჭულაია, პროფესიით იურისტია, ჩემი კოლეგაა, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს, უკვე 7 წელზე მეტია, ერთად ვართ. ის მეხუთე წელია, იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სისტემაში მოღვაწეობს, უმაღლესი სასწავლებელიც წარჩინებით დაამთავრა და სამსახურშიც წარმატებულ თანამშრომლად ითვლება. ჩემი წარმატებული მოღვაწეობა მისი მხარდაჭერის შედეგიცაა, ორი შვილი მყავს –  22 წლის ნიკუშა  და 3 წლის ტასო. მე და ნიკა მამა-შვილზე მეტად, მეგობრები ვართ, გული მწყდება, რომ ჩემი პროფესია არ აირჩია, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს „სეუში“ და საკმაოდ წარმატებული სტუდენტია. ასე იყო სკოლაშიც, უყვარს სწავლა და ჯანსაღი წესით ცხოვრობს. მეამაყება, რომ ასეთი კარგი შვილი მყავს, რომელიც სწორ გზას ადგას. ტასოს უკვე ექიმობა უნდა, დედაჩემი პედიატრია და ტასოს არჩევანზე მისი გავლენა იგრძნობა. ჩემი პროფესია  მთელ ჩემს დროსა და ენერგიას მოითხოვს – დღე-ღამეში 24 საათი ჩემთვის უკვე არასაკმარისია, მხოლოდ 3 საათი მძინავს. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ,  ოჯახთან მეტი დრო გავატარო, ეს თითქმის არ გამომდის. მადლობელი ვარ და მეამაყება ჩემი ოჯახი, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და ჩემს მოუცლელობას გაგებით ეკიდება.  ბევრი ტკივილიც გამოგვივლია თუმცა, ვცდილობთ, დავივიწყოთ და რაც შეიძლება მეტი პოზიტივი შემოვიტანოთ  ჩვენს ცხოვრებაში.
– მამათქვენის სახელი თუ დაგხმარებიათ ცხოვრებაში?
– მამა – ალექსანდრე შავაძე გახლდათ გამოჩენილი ქართველი ექიმი,  საზოგადო მოღვაწე და ქართული რენტგენოლოგიური სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ამ ხელისუფლებას, რომელმაც დააფასა მამაჩემის ღვაწლი ჩვენი საზოგადოების წინაშე და დღეს როცა ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ჩავივლი და დავინახავ მემორიალურ დაფას რომელიც მისი სახლის კედელს ამშვენებს წარწერით – „ამ სახლში ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი ექიმი და ქართული რენტგენოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ალექსანდრე შავაძე“, საოცარი სიამაყით ვივსები. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ და მისი ავტორიტეტი დღესაც ბევრ რამეში მეხმარება. 23 წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა და ეს იყო საშინელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც ძალიან ძნელად გადავლახე. 2014 წელს დავკარგე კახაც, ჩინებული ადამიანი, ჩემი ძმა და კოლეგა.
– იურიდიული კომპანია „პაატა შავაძე და პარტნიორები“ როგორ ჩამოაყალიბეთ?
– მე და დედამ 2006 წელს დავაფუძნეთ იურიდიული კომპანია შპს  „პაატა შავაძე და პარტნიორები“, რომლის გენერალური დირექტორიც მე გახლავართ. ამის შემდეგ დავაარსე საქართველოს სისხლის სამართლის ეროვნული ცენტრი, რომელსაც მე და ცნობილი ადვოკატი, ჩემი უახლოესი მეგობარი და ოჯახის
წევრი – ტატო კაკაბაძე ვხელმძღვანელობთ. დავაარსე საკუთარი იურიდიული კლინიკა და ექსპერტიზებისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი, რომელიც დასავლეთ საქართველოში პირველი და ერთადერთია.  ფულზე აქცენტი არასდროს გვქონია და დღემდე ასე ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მთავარი მონაპოვარი ის წარმატებული საქმეებია, რომელიც ჩვენი მუშაობის პერიოდში გვქონდა და დღემდე დიდი წარმატებით ვაგრძელებთ. მეამაყება, რომ ჩვენი კომპანიები დღემდე 90-ზე მეტ გამამართლებელ განაჩენს ითვლის, ეს არ არის ცოტა ციფრი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ადამიანებს სიმართლის დაცვაში დავეხმაროთ.
16 წელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სახელგანთქმული უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის – ბათუმის აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის იურიდიული აკადემიის რექტორი გახლდით. იურისტთა თაობები აღვზარდე, მათ შორის არიან მოსამართლეები, გამომძიებლები, პროკურორები თუ ადვოკატები. ჩემი აღზრდილია ცნობილი ქართველი იურისტი დავით ჯანდიერიც. 20-ზე მეტი იურიდიული სახელმძღვანელოსა თუ დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი ვარ, რომლებითაც  თაობები ამჟამადაც იწრთობიან – ეს ჩემთვის საამაყოა. ახლა სისხლის საპროცესო სამართლის სახელმძღვანელოზე ვმუშაობ, მგონი ცუდი არ უნდა გამომივიდეს, მასში მთელი ჩემი პრაქტიკა და გამოცდილება ჩავდე.
ხშირად მსმენია,  რომ მართალ კაცს დაცვა არ უნდა, სინამდვილეში ძალიან ხშირად ადამიანებს უჭირთ საკუთარი სიმართლის დამტკიცება და სწორედ მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ხშირად პარალელურ რეჟიმში გვიწევს გამოძიების ჩატარება, სიმართლის დასამტკიცებლად დღე და ღამე ვმუშაობთ.
– პაატა შავაძე ადვოკატად ძვირად ღირებული სიამოვნება და ფუფუნებააო...
– ხარისხი ძვირი ღირს – ჩვენ ვართ მაღალკვალიფიციური გუნდი, რომლის მომსახურებაც საკმაოდ ძვირად ღირებულია. ჩვენმა კლიენტებმა იციან, რომ აქ ყიდულობენ მაღალპროფესიონალურ მომსახურებას და შედეგზეც ორიენტირებულები ვართ. დღეს საქართველოში მაღალკვალიფიციური ადვოკატის პოვნა დიდი ფუფუნებაა. გვქონია შემთხვევები, როდესაც ადამიანს ძალიან უჭირს, არ აქვს გადახდის უნარი, მაგრამ ჩვენ მისი სიმართლის დასამტკიცებლად სრულიად უსასყიდლოდ გვიმუშავია. ჩემთვის გამამართლებელი განაჩენი და ბედნიერი სახეების ხილვა  ყოველგვარ გასამრჯელოზე მაღლა დგას.
– თქვენი კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა ქვეყნის მთავარი  პროკურორის თანამდებობაზეც. თქვენი აზრით, რატომ შეიცვალა მოვლენები ბოლო წუთებში?
– დიახ, ამ პოსტზე ჩემი კანდიდატურა აქტიურად განიხილებოდა და გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად დამთავრდა. რატომაც მოხდა ასე, საქართველოში ეს სულ ორმა ადამიანმა ვიცით. ვინც მიცნობს, ყველამ იცის რომ მე ყოველთვის სიმართლის მხარეს ვდგავარ და როცა საქმე სამართლიანობას ეხება უმართავი ვხდები – ეს ფაქტორიც იყო. შემეძლო, ამის შემდგომ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილედაც მემუშავა,  მაგრამ
ვფიქრობ, დღეს ადვოკატურაში უფრო საჭირო ვარ.
– თქვენთან ბევრი გახმაურებული საქმე იყო, მათ შორის ყოფილი პოლიციელის, კობა მანველიძის საქმეც, რაზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობდნენ.
– დიახ. ბევრი მაღალი ინტერესის მქონე საქმე იყო და არის ჩემს წარმოებაში. პრაქტიკულად, არ არსებობს რეზონანსული საქმე, სადაც მე არ ვიღებდი მონაწილეობას. გავიხსენოთ ჩხვირკია-ღოღობერიძის საქმე, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობის საქმე, ამჟამად, ეგრეთ წოდებული, ქურდული სამყაროს საქმე, ვინ მოთვლის კიდევ. ჩემი მონაწილეობით გამამართლებელი განაჩენები დგება მკვლელობების, ყაჩაღობების, ძარცვებისა თუ ქურდობების, გაუპატიურების საქმეებზე, და რაც მარტივი როდია. თუ არა საკუთარი პროფესიისადმი ფანატიკური სიყვარული და თავგანწირვა, ასეთ შედეგებზე ვერასდროს გახვალ. იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ცნობად სახედ ვითვლებოდი, ამოდენა საადვოკატო სიმაღლეზე რომ შევმდგარიყავი, უამრავი უძილო ღამე და ტანჯვითა და ვაებით განვლილი წლები დამჭირდა. იყო ძლიერი ადვოკატი, ეს არის დავიწყებული შენი პირადი ცხოვრება, წიგნებში თავჩარგული და მუდამ სიახლის ძიებაში. რაც შეეხება კობა მანველიძეს, ის ჩემი მეგობარია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება გამოცემისთანავე ბათილია. როგორ შეიძლება, პირველი პოლიციელი მიუთითებდე, რომ პოლიციელი, რომლის გათავისუფლების ბრძანება სექტემბერს გამოიცა, თურმე, ივლისიდან გათავისუფლებულა? განა „სანიანგო“ არ არის? სექტემბრამდე ისე აგრძელებდეს პოლიციელი  თავის საქმიანობას და მონაწილეობდეს მნიშვნელოვან საგამოძიებო მოქმედებებში, რომ არაფერი იცოდეს გათავისუფლების შესახებ. რაც ყველაზე კომიკურია, ერიცხებოდეს ხელფასი, რომლის უკან დაბრუნებასაც სთხოვენ.
– ვის არ დაიცავდით?
– არის ადამიანების კატეგორია, რომელთა დაცვის საქმეს არასოდეს მოვკიდებ ხელს. მაგალითად, არასდროს დავიცავ პედოფილს, ასევე ადამიანს, რომელიც დედაზე ხელს აღმართავს. არის საქციელი, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ადვოკატად ისინი მე პირადად ვერასოდეს ამიყვანენ.
скачать dle 11.3