კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ხერხემლის, სახსრების, კუნთების, მყესების, ნერვული სისტემის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ნინო კანდელაკი თამარ ჩხენკელი

სხეულის საყრდენ-მამოძრავებელი დაავადებები ბოლო პერიოდში ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებად ითვლება. ხერხემლის, სახსრების, კუნთების, მყესებისა და ნერვული სისტემის  პრობლემები  ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. ამ პრობლემებს კი  ხშირად თან  ახლავს გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც ცხოვრების ხარისხს აქვეითებს.
    ზაზა კრაწაშვილის კლინიკა „მალა-მედი“ პაციენტების დიდი ნდობით სარგებლობს. ეს არის პირველი კინეზიოლოგიური კლინიკა საქართველოში. აქ პროფესიონალთა დახმარებით, თანამედროვე და ეფექტური მეთოდებით ხდება საყრდენ-მამოძრავებელი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია. ზაზა კრაწაშვილის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში კინეზიოლოგიის, როგორც მედიცინის ახალი დარგის ჩამოყალიბება და განვითარება.  ბატონ ზაზას ამ მიმართულებით პრაქტიკული  მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად წოდებული  კინეზიოლოგიური მეთოდი არის ეფექტური და უსაფრთხო  ხერხემლის, სახსრების, კუნთების, მყესების,  ნერვული სისტემის დიაგნოსტიკასა  და მკურნალობაში,  მას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს.

ზაზა კრაწაშვილი: კინეზიოლოგიას, როგორც მედიცინის მიმართულებას, 40 წლის წინ ამერიკაში დაედო საფუძველი. მეთოდის ავტორია მეცნიერი ჯორჯ გურდხარტი. ევროპაში კინეზიოლოგია საკმაოდ პოპულარული მეთოდია და აქტიურად  გამოიყენებენ წარმატებულ კლინიკებში. ჩვენთან ეს შედარებით ახალი დარგია, თუმცა იმ შედეგებმა, რაც გვაქვს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, ნევრალგიების და სხვა დაავადებების მკურნალობაში, დამარწმუნა, რომ მას საქართველოშიც დიდი პერსპექტივა აქვს. საკმაოდ ხშირად მიწევს ჩასვლა ევროპის ქვეყნებში, სადაც კინეზიოლოგია მზარდი მეცნიერებაა და ვცდილობ, მათი გამოცდილება გავიზიარო. თუმცა, უკვე არსებულ და აღიარებულ მეთოდს მე ახალი ასპექტებიც დავამატე, რომლითაც  გამარტივებულია პრობლემის აღმოჩენის  გზა, რაც  უკეთესი ეფექტის მიღების საშუალებას მაძლევს.
– ამაში თავადაც დავრწმუნდი, თქვენს კლინიკაში შევხვდი  უამრავ მადლიერ პაციენტს, რომლებიც აცხადებენ, რომ საოცარი შედეგები მიიღეს  და თავიდან აიცილეს ქირურგიული ჩარევა.    
– კინეზიოლოგიური მეთოდით ადამიანის სხეულს ვმკურნალობთ, როგორც ერთ მთლიან ორგანიზმს. სწორედ სხეულის  ჯანმრთელობის მთლიანობა არის ამ მეთოდის მთავარი საფუძველი. კინეზიოლოგიური კვლევა მოიცავს პაციენტის  ორგანიზმის „მოსმენას“ საიდენტიფიკატორო კუნთების რეფლექსების ტესტირებით.  თითოეულ კუნთს ამა თუ იმ ორგანოსთან აქვს  კავშირი. კუნთების ტესტირების მეთოდით შესაძლებელია, გამოვლინდეს ის ზონები, სადაც დარღვეულია  ადამიანის ფიზიკური, ემოციური ან ენერგეტიკული ერთიანობა. ეს სისტემა საშუალებას იძლევა, განსაზღვროს ადამიანის ფსიქოსომატური მდგომარეობა, ცხოვრების სტრესული ფაქტორები და ემოციური ტრავმები, რასაც საბოლოო ჯამში, ადამიანი ჯანმრთელობის დარღვევამდე მიჰყავს. როდესაც პაციენტი მოდის, მაგალითად, კუჭის პრობლემით, მე ვიკვლევ კუჭსაც და კუჭთან დაკავშირებულ კუნთსაც. თუ კუნთი საწყის ეტაპზე ძლიერია და რეფლექსების ტესტირებამ ცვლილება არ გვიჩვენა, ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ ორგანოს პრობლემა არ აქვს. ეს არის კუნთების უნივერსალური რეაქცია ორგანიზმის დისბალანსზე და პათოლოგიაზე. კინეზიოლოგიური მკურნალობის საწყისი არის, აღმოვაჩინოთ კუნთი, რომელიც დაავადების გამოწვევაშია „დამნაშავე“. სადაც არის ტკივილი, იქ პრობლემა არასდროსაა, თუ არ მიმდინარეობს ორგანული ცვლილება.    
– რა პათოლოგიების მკურნალობა არის შესაძლებელი კინეზიოლოგიური მეთოდით?
– ნებისმიერი პათოლოგიის დროს, რაც ორგანიზმში მიმდინარეობს, გარდა სიმსივნისა, როცა   ორგანიზმი სხვანაირად მუშაობს და დიდია ალბათობა, ორგანიზმმა არასწორი ინფორმაციები გადმოსცეს. ეს არის ძვალ-სახსროვანი და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია, შინაგანი ორგანოების მდგომარეობის დიაგნოსტიკა, ნევრალგიები, ოსტეოქონდროზი, ოსტეოპოროზი, სქოლიოზი, მალთაშორისი თიაქარი, მწვავე სტრესი, ქრონიკული დაღლილობის, დეპრესიის, უძილობის, აპათიის მიზეზების დიაგნოსტიკა და პრევენცია. მკურნალობის მეთოდებს შორის აქტიურად ვიყენებთ ფიზიოთერაპიას, აკუპუნქტურას, ფარმაკოპუნქტურას, ვაკუუმთერაპიას, ელექტროსტიმულაციას, სამკურნალო მასაჟს და სამკურნალო ფიზკულტურას. პროცედურები არის ინდივიდუალური.  გარდა იმისა, რომ მე პრაქტიკოსი ექიმი ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ, რაც შეიძლება, მეტი ინტერესი იყოს საქართველოში კინეზიოლოგიის მიმართ. კლინიკაში ფუნქციონირებს კვალიფიციური სასწავლო კურსი, სადაც მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, მაღალ დონეზე შეისწავლონ, კინეზიოლოგიის საფუძვლები.
P.S. ის, რომ ზაზა კრაწაშვილის კლინიკა „მალა-მედში“  მკურნალობის საოცარი მეთოდიკა არის დანერგილი, რომლის მეშვეობითაც საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში შეძლებთ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, საკუთარ თავზე გამოვცადე, ამაში  თავადაც დარწმუნდებით, თუ მიმართავთ  კლინიკა „მალა-მედს“. იყავით ჯანმრთელი და იცხოვრეთ ტკივილის გარეშე!  
დეტალური ინფორმაციისთვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ტელეფონებზე:  2 30 70 55, 555 167 476. დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“!
თელავის ქუჩა ¹20გ, მეორე სართული (მეტრო „სამას არაგველთან“).


скачать dle 11.3