კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 კომპოზიტორების უცნაურობები

ანტონ ბრუკნერი
ავსტრიელი კომპოზიტორი, ანტონ ბრუკნერი ნუმერომანიით იყო დაავადებული და მუდმივად ყველაფერს ითვლიდა. ის დღიურებსაც კი აწარმოებდა იმისთვის, რომ ზუსტად აღერიცხა, რამდენჯერ წაიკითხავდა ძილის წინ „მამაო ჩვენოს“. მუსიკის შექმნა 40 წლის ასაკში დაიწყო. ნაწარმოებების დამთავრებისთანავე მის გადაკეთებას იწყებდა და ასე დაუსრულებლად, მთელი 30 წლის განმავლობაში. ბრუკნერის სიმფონიების სხვადასხვა რედაქცია ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, თითოეული მათგანი დამოუკიდებელ ნამუშევრადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
ამის გარდა, ავსტრიელი კომპოზიტორი  გარდაცვლილი ადამიანების თავის ქალებით იყო შეპყრობილი. 1888 წელს შუბერტის საფლავის გახსნისას ბრუკნერმა ორივე ხელით ჩაბღუჯა მისი თავის ქალა და კუბოს იქამდე არ მოსცილებია, სანამ ძალით არ გასწიეს გვერდზე. შეიძლება, ამ ამბავს ჩვენამდე ვერც მოეღწია, რომ არა ერთი დეტალი - ბრუკნერი რამდენიმე თვით ადრე ბეთჰოვენის საფლავთანაც ანალოგიურად მოიქცა.

რიხარდ ვაგნერი
მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი კომპოზიტორი რიხარდ ვაგნერი ქალის ტანსაცმლით იყო გატაცებული. ის მკერავისთვის გაგზავნილ წერილებში მუდმივად ითხოვდა მაქმანებით გაწყობილ, მეტწილად ვარდისფერ კოსტიუმებს, რომლებსაც ამავდროულად სხვადასხვა აქსესუარი ამშვენებდა. ვაგნერი ხსნიდა, რომ ეს ყველაფერი მესამე ცოლისთვის, კოზიმასთვის უნდოდა. თუმცა, ამ უკანასკნელს თავის ვრცელ დღიურებში ქმრის მიერ ნაჩუქარი სამოსი არასდროს უხსენებია.
ცნობილია ისიც, რომ 66 წლის იუბილეზე კოზიმამ ვაგნერს ფლამინგოს ბუმბულისგან დამზადებული ვარდისფერი ხალიჩა უსახსოვრა. კომპოზიტორი 69 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა და სიკვდილის მომენტშიც ვარდისფერ ხალათში იყო გამოწყობილი.  

ფრანტიშეკ კოცვარა
მეთვრამეტე საუკუნის ჩეხი კომპოზიტორი ფრანტიშეკ კოცვარა კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი პირველი ადამიანია, რომელიც ეროტიკული ასფიქსიით გარდაიცვალა. ეს შემთხვევა 1792 წელს ლონდონის ერთ-ერთ საროსკიპოში მოხდა.
კოცვარამ მეძავ სუზანა ჰილს სთხოვა, ყელზე ჩამოცმული ყულფის მეშვეობით სიამოვნების მიღებაში დახმარებოდა. სუზანამ, რომელსაც კლიენტის დაკარგვა არ უნდოდა, მისი თხოვნა შეასრულა, თუმცა, უსაფრთხოების წესებს ზედმიწევნით ვერ მიჰყვა და მუსიკოსი დაიხრჩო. მოსამართლემ კომპოზიტორის გარდაცვალება უბედურ შემთხვევად ჩათვალა და ქალი ბრალდებისგან გაათავისუფლა. ამ უკანასკნელმა კი ეს ამბავი საკუთარ მემუარებში დეტალურად აღწერა.скачать dle 11.3