კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ ცდილობდა სიძის ლოთობისგან განკურნებას ირაკლი ანდრონიკოვის სიდედრი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ცნობილ ქართველ საბჭოთა მწერალსა და მსახიობს, მხატვრული თხრობის დიდოსტატს, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს ირაკლი ანდრონიკოვს (ანდრონიკაშვილი), ერთი პერიოდი, „ზაპოი“  ჰქონდა (ლოთობდა) და სახლში ყოველ საღამოს მთვრალი მიდიოდა. შვილის მდგომარეობით შეწუხებულმა დედამ, ეკატერინე გურევიჩმა, ამის შესახებ თავის მძახალს (ირაკლის სიდედრს) ანა რობინზონს შესჩივლა. სიდედრი ოკულტიზმით იყო გატაცებული და სიძის დედას უთხრა: საკმარისია, წითელ ღვინოში სამი წვეთი ძაღლის სისხლი შეურიოთ და დაალევინოთ, რომ ლოთობა სამუდამოდ გაუვლისო. ანდრონიკოვები სანკტ-პეტერბურგში (ლენინგრადი) ცხოვრობდნენ და იმ პერიოდში აფთიაქებში ძაღლის სისხლი ბოთლებით იყიდებოდა, რომლებსაც ჭლექიანების სამკურნალოდ იყენებდნენ. დათქმულ დროს სიდედრმა ძაღლის სისხლგარეული წითელი ღვინო  სიძის სახლში მიიტანა და „სამკურნალო“ სითხე განჯინაში შეინახა. სიძე რომ მოვიდა, რა თქმა უნდა, მთვრალი, მისმა პატარა ქალიშვილმა წითელი ღვინის ამბავი „ჩაუკაკლა“. ეშმაკმა და ხუმარა ირაკლიმ ძაღლის სისხლგარეული ღვინით სავსე ბოთლი გადააგდო და განჯინაში ზუსტად ისეთივე ბოთლი დადო, ოღონდ სისხლგაურეველი წითელი ღვინით. გაიშალა სუფრა. გამოიტანეს წითელი ღვინო. სიდედრმა სიძეს საკუთარი ხელით შეუსო ჭიქა და წინ დაუდგა. ირაკლიმ სიდედრი ადღეგრძელა, ღვინო გადაჰკრა და ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო. ორიოდე წუთის შემდეგ კი სიდედრს შეხედა და ერთხელ შეუყეფა. მეორე ჭიქა თავად ირაკლიმ შეივსო და კვლავ სიდედრის სადღეგრძელო გადაჰკრა. შემდეგ ისევ სიდედრს შეხედა და უკვე ორჯერ შეუყეფა. მესამე ჭიქის შემდეგ კი ირაკლი ანდრონიკოვი ოთხზე დადგა, სიდედრს მიაპყრო მზერა და რამდენჯერმე შეუყეფა, მერე ფეხზე წამოხტა და სიდედრს მხარზე საკბენად მიეტანა. საცოდავმა ქალმა იფიქრა, სიძე გამიცოფდაო, ერთი კი შეჰკივლა და გულწასული იატაკზე დაეცა. ქალს სიძის „მკურნალობა“ ინფარქტად დაუჯდა და მათ შერიგებას წლები დასჭირდა.
скачать dle 11.3