კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ ამოვიცნოთ ბედისწერის მინიშნებები ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

რაც გიწერია არ აგცდება, ბედისწერას ვერსად დაემალებიო, – ეს ფრაზა ძალიან ხშირად გაგვიგია სხვისგან და თავადაც ბევრჯერ გვითქვამს რაიმე მოვლენის, განსაკუთრებით კი, უბედური შემთხვევის დროს. მაგრამ, ისიც გეცოდინებათ, რომ ნათქვამია: ასეთი ამბების შესახებ ბედი მინიშნებას წინასწარ გვიგზავნის და თუ მის შეცნობას შევძლებთ, მოსალოდნელ საფრთხესა და უბედურებასაც თავიდან ავიცილებთო. როგორ ამოვიცნოთ ბედის მინიშნება ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში; რა ფორმითა და გამოხატულებით მიგვანიშნებს ზებუნებრივი ძალა ნეგატიურ თუ, ზოგჯერ სასიკეთო მომავალზეც კი და როგორ ვისარგებლოთ მიღებული ინფორმაციით, – ამ ყოველივეზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მაია ა.
– ყოველი ადამიანი ნაწილობრივ ექსტრასენსია და თითოეულს აქვს უფლება, ისარგებლოს თანდაყოლილი უნარითა და არამიწიერი მფარველის კარნახით. ეს კარნახი, შეიძლება, შესაფერის მომენტში მოსმენილი სიმღერაც კი აღმოჩნდეს. ეს როგორ? – მაგალითად, რაღაც საკითხი გაქვთ გადასაწყვეტი, ჩართეთ რადიო ან ტელევიზორი და პირველივე გაგონილი ფრაზა იქნება პასუხი თქვენს კითხვაზე. იქნებ ეს უბრალო დამთხვევააო, შემედავებით. ამ დროს ინტუიციას მოუსმინეთ, ის არ გიმტყუნებთ და მიგანიშნებთ, რომ ინფორმაცია სანდოა. არსებობს სხვა საიდუმლო მინიშნებებიც, როგორიცაა თუნდაც უცნაური, ზოგჯერ კი მოსაბეზრებელი, თანამგზავრი ტრანსპორტში, რომელიც სულ ტყუილად გგონიათ შემთხვევითი. მისი სრულიად ბანალური გამოლაპარაკება-გადალაპარაკებისას წამოსროლილი სიტყვა ან ფრაზა, შეიძლება, ზუსტი პასუხი აღმოჩნდეს თქვენი დიდი ხნის წინანდელი პრობლემის გადასაჭრელად. თუმცა, ასეთი შეხვედრა იშვიათია, ყველას როდი უგზავნის არამიწიერი ძალა ასეთ საჩუქარს...
– ზოგჯერ ერთი და იგივე ინციდენტი ზედიზედ რამდენჯერმე მეორდება. ეს რაზე მიგვანიშნებს?
– ზოგჯერ არის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შემთხვევა, მაგალითად, უნებლიეთ ფოცხს დაადგით ფეხი, თუმცა იოლად გადარჩით, მაგრამ მალე ისევ იგივე განმეორდა... ეს ასე აიხსნება: პირველი შემთხვევა გაფრთხილებაა და სერიოზული პრობლემა არ მოსდევს. მაგრამ, ეს სპეციალური გზავნილია ზებუნებრივი ძალისგან, რომ მისი მფარველობის ქვეშ მყოფს გარკვეული გამოცდილება მიგეღოთ. მაგრამ, თუ ამ გაფრთხილებას ყურად არ იღებთ, სიტუაციის გამეორებას უკვე სერიოზული პრობლემები მოჰყვება და შეიძლება, ყველაფერი სიკვდილითაც კი დამთავრდეს. ასე იყო ტიტანიკის შემთხვევაშიც – დაღუპილთა უმეტესობას ადრეც შემთხვევია ინციდენტი წყალთან დაკავშირებით. კატასტროფის ერთი მსხვერპლი თუ ბავშვობაში ძლივს გადაურჩა წყალში დახრჩობას, მეორემ – გონება წყლით სავსე აბაზანაში დაკარგა და ასე შემდეგ... სიტუაცია სხვადასხვანაირი გახლდათ, მაგრამ ყოველი შემთხვევა მათ აფრთხილებდა, რომ წყალს არ გათამამებოდნენ. არამიწიერმა ძალამ ყოველი ადამიანის სიკვდილის მიზეზი უწყის, თუმცა თავად ობიექტი ყოველთვის როდი უგდებს ყურს „ზემოდან კარნახს“. მაგალითად, ჩემს სოფელში ერთი სახლი დღემდე უცვლელი სახით დგას, რომელსაც სამჯერ დაეცა მეხი. ახლა ის უკაცრიელია და ხმები დადის, იქაურობა უწმინდურია და მოჩვენებები დაეპატრონენო. საქმე ისაა, რომ, როცა პირველად დაეცა სახლს მეხი, სახლის პატრონებმა ეს შემთხვევითობას მიაწერეს და რომ იტყვიან, ყურიც არ შეუბერტყავთ. ვერც მეორე მეხთატეხამ აიძულა ისინი, შეეცვალათ ადგილსამყოფელი. ჰოდა, მესამეჯერ რომ დაეცა მეხი იქაურობას, სახლის მცხოვრებთაგან ცოცხალი აღარავინ გადარჩენილა. მეზობლებს დღემდე სწამთ, რომ წინა ორი მეხის ჩამოვარდნა, „ზემოდან“ იყო გაფრთხილება, მოსალოდნელი უბედურების შესახებ.
– ცნობილია და პრესაშიც არაერთხელ დაბეჭდილა, რომ მაგალითად, თვითმფრინავის მგზავრთა 15 პროცენტი არ გამოცხადდა იმ რეისზე, რომელმაც კატასტროფა განიცადა. რა მოვლენაა ეს?
– არაერთმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ მგზავრთა ნაწილი სასიკვდილო რეისს დაგვიანების ბანალური მიზეზით გადაურჩა. მდგომარეობა ისე აეწყო, თვითმფრინავს იმის გამო ვეღარ მიუსწრეს, რომ ზოგს საბუთები დაეკარგა, ზოგს გასაღები დარჩა, მანქანა დაუზიანდა და მსგავსი რამ... ამან კი მათი სიცოცხლე იხსნა. ასეთი სახის მცირე უიღბლობა ნეგატიური ხასიათის კარნახია ზემოდან. ამიტომ, ვთქვათ, თუ დარჩენილი ნივთისთვის სახლში დაბრუნება მოგიწიათ, სარკეში ჩაიხედეთ და მოსალოდნელ უბედურებას აცდებთ. მაგრამ, თუ უკან მობრუნება სამჯერ მოგიხდათ, ის საქმე თუ სადმე გამგზავრება უნდა გადადოთ, ან საერთოდ გააუქმოთ. ამას გკარნახობთ ზებუნებრივი ძალა. ამიტომ, თუ ცხოვრებაში ხშირად აწყდებით მსგავს უსიამოვნებასა თუ შეფერხებას, არ ინერვიულოთ. შეიძლება, სწორედ მისი წყალობით გადაურჩით უფრო დიდ უბედურებას ან სულაც კატასტროფას. ამიტომ, ყველაფერი, რაც ხდება – უკეთესობის საწინდარია. არსებობს ლეგენდა კაპიტან ფლინტზე, რომელიც ზღვაში ისე არ გავიდოდა, თუ გასვლის წინ ჩიბუხს პირველ ან მეორე ცდაზევე ვერ მოუკიდებდა. თუმცა, რაღა შორს წავიდე, საკუთარ მაგალითზე გეტყვით. ამას წინათ, უკვე საღამო იყო და საქმეზე გასვლას აღარ ვაპირებდი, მეორე დღისთვის მქონდა ყველაფერი დაგეგმილი, რომ უცებ გადავწყვიტე: რატომ გადავდო ხვალისთვის ის, რაც შეიძლება, დღესაც მოვასწრო-მეთქი  და სასწრაფოდ გარაჟში ჩავედი. რადგან, დამტოვებელი არავინ იყო, ჩემი ერთი წლის შვილიშვილიც თან გავიყოლე. მანქანა ჩვეულებრივ გამყავდა, მით უმეტეს, რომ ტარების საკმაო გამოცდილებაც მაქვს. შესაბამისად, ყველაფერი კარგად მიდიოდა და რომ ჩავთვალე, უკვე გავედი სამშვიდობოს-მეთქი, არც კი შემიმჩნევია, როგორ შეტრიალდა საჭე მარცხნივ და დაჯახების ხმაც გაისმა... მოკლედ, მანქანას ბამპერი მოძვრა და რა თქმა უნდა, აღარსად წავსულვარ. მეორე დღეს კი იცით, რას ვიგებ?! სწორედ იმ დროს ქუჩის კუთხეში, მშენებარე კორპუსიდან ბეტონის კედელი ჩამოვარდა, ჩვენი ჩიხიდან გამსვლელ მანქანას დაეცა და კონსერვის ქილასავით დაჭეჭყა. იქ მსხდომი 4 ადამიანიდან მხოლოდ ერთი გადარჩა და ისიც, უმძიმეს მდგომარეობაში გახლდათ. შეფასება თქვენთვის მომინდვია.
– არსებობს ალბათ მინიშნება იღბალზეც...
– მაშ ასე, როცა ხშირად გეკარგებათ ან ხელიდან გიცვივათ ნივთები, შემთხვევით გესვრებათ ტანსაცმელი... – ეს ნიშნავს, რომ ზებუნებრივი ძალა ამით გაბრკოლებთ, რომ მოსალოდნელი უბედურება თავიდან აგაცილოთ. მაგრამ, თუ მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენ წინაშე ყველა კარი იღება, შუქნიშანზეც მწვანე ფერი ინთება, ყველგან საჭირო ადამიანები გხვდებიან და მოულოდნელად კარგ ამბებს იგებთ – თქვენ იღბლის „ზვავში“ ხართ მოყოლილი და აუცილებლად გააგრძელეთ ის საქმე, რაც დაიწყეთ.
скачать dle 11.3