კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ახალგათხოვილს დედამთილი ქმართან მარტო არ მტოვებს

ახლახან გავთხოვდი და ჯოჯოხეთში ამოვყავი თავი. ზურა სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი. დიდხანს ვსაუბრობდით მიმოწერით; შემდეგ ერთმანეთს შევხვდით და დაახლოებით, ხუთ თვეში ცოლად გავყვევი. არც მისი მატერიალური მდგომარეობა მაინტერესებდა, არც მშობლები და არც სანათესაო. ძალიან შემიყვარდა და ვიფიქრე, ეს არის მთავარი ბედნიერებისთვის-მეთქი. სწორედ აქ შევცდი. აღმოჩნდა, რომ ზურას ოჯახს საკმაოდ უჭირდა, მშობლებიც უცნაური ხალხია და სანათესაოც რაღაცნაირად ცხვირაბზუებით მიყურებს. თავიდან ვერ მივხვდი, რატომ, მაგრამ მერე გავაცნობიერე, თურმე ჩემი დედამთილი ატლიკინებს ენებს. შევუსწარი, როგორ ელაპარაკებოდა ნათესავს ტელეფონით: საჭმლის კეთება ამან არ იცის, სახლის დალაგებაზე ზედმეტია ლაპარაკი, შუადღემდე ქმართან კოტრიალობს ლოგინში და ეს გამოდგება ოჯახშიო. ჩავყლაპე. ვიფიქრე, ამ ოჯახში ახალი შემოსული ვარ და იქნებ, კარგად რომ გამიცნობს, მერე მიხვდეს, ვინც ვარ-მეთქი. მაგრამ, დედამთილმა კიდევ უფრო დაიგრძელა ენა. სულ ცდილობს, ქმართან მარტო არ დამტოვოს. კახეთში სახლი აქვთ. მე და ზურამ ვიფიქრეთ, იქ მაინც განვმარტოვდეთო და რამდენიმე დღით წავედით. დედამთილ-მამამთილი მეორე დილითვე დაგვადგნენ თავზე. ზურამ რომ ჰკითხა, რა ხდებაო, დედამთილმა უკმეხად უპასუხა: რა უნდა მოხდეს? ეს ქალბატონი სანამ მშიერს მოგკლავს, ჩამოგაკითხეთო. ესეც ჩავყლაპე. ერთად რომ დავსხდებით, მამამთილი სულ იმაზე საუბრობს, რამდენ გოგოს უყვარდა მისი შვილი, რამდენს უნდოდა მისი რძლობა და რამდენი ეხვეწებოდა, ოღონდ ცოლად მომიყვანე და ბინა და მანქანა ჩემზე იყოსო. რა სისულელეა? ვიცი, ამას ჩემს გასამწარებლად ამბობს, თორემ, ზურას მსგავსი რამ არასდროს დასცდენია. ერთხელ რომ ვუთხარი, მეც მყავდა შეძლებული თაყვანისმცემლები, მაგრამ მე ზურა შემიყვარდა-მეთქი, მიპასუხა: ჰო, ასე იცის სიყვარულმა და მერე, ოჯახური პრობლემა რომ შეიქმნება, სხვანაირად იჭიკჭიკებო. იმის მაგივრად, ახალშეუღლებულებს გვერდით დაგვიდგნენ, ცდილობენ უფრო გაამწვავონ სიტუაცია. ზურა ამას ყურადღებას არ აქცევს და მეუბნება, ხელის გულზე გამზარდეს და ალბათ, შენზე ეჭვიანობენ – ეშინიათ, ჩემი თავი არ წაართვაო. მშობელს შვილი როგორ უნდა წავართვა? თან, მათთან ვცხოვრობ. მოკლედ, არ ვიცი, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე და მათი გული როგორ მოვიგო. ამას წინათ, დედამთილის დაბადების დღე იყო. ვიფიქრე, ზურას ხათრით, ყველაფერს დავივიწყებ და ამ დღეს გავუხალისებ-მეთქი. ტორტი და ლამაზი კოფთა ვუყიდე, სადღესასწაულოდ შევფუთე და მივუტანე. მადლობა კი მითხრა, მაგრამ საჩუქრისთვის ზედაც არ შეუხედია. მერე მეზობლის ქალმა მითხრა: საღამოს ჩაიზე რომ დაგვპატიჟა, ქალებს გვითხრა, ჩემმა რძალმა, მეორადებში ნაყიდი ტანსაცმელი მაჩუქა და ასე მომილოცა დაბადების დღეო. აწი, კარგად ბრძანდებოდეს! ჩემგან ვერც საჩუქარს ეღირსება და ვერც თბილ სიტყვას. მეც გამოვიჩენ დიპლომატიას – ზურგს უკან ვლანძღავ და პირში მოვეფერები. მაგას ჰგონია, მხოლოდ თავად შეუძლია ასე მოქცევა, სხვა კი დებილია. ჰოდა, ვაჩვენებ, როგორ უნდა ახალგათხოვილს არ შეარგო ბედნიერება საყვარელი მამაკაცის გვერდით.
ნია, 26 წლის.скачать dle 11.3