კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

№43 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე


კითხვა: სახიდან შავი წერტილების მოსაშორებლად თუ არსებობს რაიმე უსაფრთხო მეთოდი და რისი შედეგია მათი გაჩენა სახეზე?
პასუხი:
  შავი წერტილები ჩნდება ცხიმის დამჟავების შედეგად, რომელიც ავსებს სახის კანის ფორებს. ჭუჭყი, მტვერი და უხარისხო კოსმეტიკა, ჰორმონალური დარღვევები და კანის არასწორი მოვლა ამწვავებს პრობლემას, რითაც აჩქარებს შავი წერტილების წარმოქმნის პროცესს. მათთან ბრძოლა და სახის კანის იდეალური მდგომარეობის შენარჩუნება, მარტივადაა შესაძლებელი ხალხური მეთოდების გამოყენებით. დილაობით ხელ-პირი მხოლოდ გრილი წყლით დაიბანეთ. საღამოს კი, აუცილებლად ჩამოიწმინდეთ მთელი კოსმეტიკა მსუბუქი, უცხიმო ტონიკის დახმარებით. მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად და ფორების ცხიმისგან გასაწმენდად კვირაში ერთხელ გაიკეთეთ პილინგი: შვრიის ფანტელები და ყავის მარცვლები დაფქვით ყავის საფქვავით. მიღებულ ფხვნილს დაუმატეთ თბილი წყალი, მოურიეთ ერთგვაროვანი, სქელი მასის მიღებამდე. შხაპის შემდეგ, დაორთქლილ გაწმენდილ სახის კანზე, წაისვით მომზადებული ნაზავი და წრიული მოძრაობით შეიზილეთ სახეზე. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ბოლოს კი, შეისხით ცივი წყალი. ასევე, კვირაში ორჯერ გაიკეთეთ ნიღბები, რომელთა შემადგენლობაშიც C ვიტამინი შედის. ის ფორებში დაგროვილ ცხიმს არ მისცემს დამჟავების საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეამცირებს შავი წერტილების გავრცელების ინტენსივობას.  კარგია ასეთი ნიღაბიც: კვერცხის გული შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის ან ფორთოხლის წვენს და დაუმატეთ 1 წვეთი სელის ზეთი. მიღებული მასა, წაისვით გაწმენდილ სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთი განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. და, კიდევ ერთი ეფექტური ნიღაბი: შეურიეთ თაფლი, ხაჭო და ფორთოხლის წვენი განსხვავებული პროპორციით და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი. გამოიყენეთ ისევე, როგორც წინა ნიღაბი.
მოამზადა
ნონა დათეშიძემ
скачать dle 11.3